იტვირთება...

რწმენის მიღმა: ღმერთის საკითხი ფილოსოფიაში

ავთანდილ ლომთათიძე; თემურ ვაგიევი

2024 წელი | Avtandil Lomtatidze
133 ნახვა
5
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
15
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
არსებობს თუ არა ღმერთი? ხსენებული კითხვა ყველა ადამიანს გასჩენია გონებაში, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა მიიჩნევს რომ ამ კითხვაზე პასუხის მიღება შეუძლებელია. მოაზროვნეთა დიდი ნაწილი ესე არ ფიქრობდა. ამიტომაც, ბევრი მსჯელობის საფუძველზე შეიქმნა მრავალი არგუმენტი ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად და ამავდროულად ამ არგუმენტებს ყოველთვის იყენებდნენ, როგორც „იარაღს“ დებატებში თუ ფილოსოფიურ პოლემიკებში. წიგნში განხილულია ყოველი პოპულარული არგუმენტი, მათი ძლიერი მხარეები და სისუსტეები. მკითხველი გაეცნობა, როგორც არგუმენტს, ასევე მისი გააზრების სხვადასხვა ხერხებს. წიგნის მიზანია - საკითხით დაინტერესებულ ინდივიდებს მიანიჭოს მაქსიმალური ინფორმაცია მინიმალურ დროში. ნაშრომი დატვირთულია ლაკონიური, ლოგიკური მსჯელობებითა და ზოგადი ინფორმაციით, რაც ემსახურება მკითხველის ცნობიერების ამაღლებას მოცემულ საკითხებზე. ნაშრომში არის განხილული 21 არგუმენტი, მკითხველს შეუძლია მათზე ზუსტი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება. ასევე წიგნს დართული აქვს სიტყვათა განმარტება, რომელიც მკითხველს გაუმარიტივებს ნაშრომის გააზრებას კონტექსტუალურ დონეზე.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ღმერთი მოკვდა! ის ჩვენ მოვკალით, ჩვენ, მკვლელებმა მკვლელებს შორის, ის ჩვენი დანით იცლება სისხლისაგან. -ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე წიგნის მიზანია ერთ სივრცეში წარმოაჩინოს ყოველი არგუმენტი, რომლებიც წარმოდგენილი ყოფილა ანთროპომორფული1 ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად. ეს წარმოდგენილი არგუმენ-ტები კი გატარებული იქნება ფილოსოფიურ და მეცნიერულ კრიტიკის ქარ-ცეცხლში. თავიდანვე აღვნიშნავთ იმას, რომ ჩვენი მიზანი არ არის რომელიმე რელიგიისა თუ მრწამსის უარყოფა. ჩვენ განვასხვავებთ რწმენისა და რაციოს სფეორებს ერთმანეთისგან. წინამდებარე ნაშრომში ღმერთი, როგორც ფილოსოფიური და მეტაფიზიკური2 არსება იქნება გაკრიტიკებული და არა, როგორც რელიგიური აქტორი. ეს ყოველივე ხაზს უსვამს ნაშრომის ბუნებასაც, რადგან თქვენ წიგნში ვერ შეხვდებით თეოლოგიურ მსჯელობებს, არამედ ყოველი მსჯელობა იქნება ფილოსოფიური და მეცნიერული. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ წინამდებარე წიგნში გავარჩიოთ რომელიმე სკრიპტურის3 მონაკვეთები და ვიდავოთ მათ ჭეშმარიტებაზე, არამედ ჩვენი მიზანია, რომ ღმერთი, როგორც ფილოსოფიური წარმონაქმნი, გავაძევოთ არგუმენტაციის სფეროდან. თქვენ ცალსახად იხილავთ იმას, რომ ნებისმიერი მცდელობა, ღმერთის არსებობის მტკიცებისა, არის ფარსი. თქვენ გაეცნობით ყველა არგუმენტს, რომელიც ადამიანის ხელს ეკუთვნის, ან ოდესმე ეკუთვნოდა და შეძლებთ მათი შეცდომებების დანახვას. ღმერთის არსებობის არგუმენტი შეიძლება იყოს: 1) ონტოლო-გიური4; 2) ეპისტემოლოგიური5; 3) ეთიკურ-მორალური6; 4) ფორმა-ლურ-ლოგიკური7; 5) პრესუპოზიციონალური. წიგნში ყოველი მათ-განი იქნება წარმოდგენილი და გაკრიტიკებული. მოგეხსენებათ, რომ თეისტური მსოფმხედველობა ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ბოლო 18-20 საუკუნის განმავლო-ბაში. სწორედ ამის შედეგია, რომ არსებობს ბევრი სხვა და სხვა დარგი-სა და პერსპექტივის არგუმენტი, თეისტური ბუნების მქონე ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად. საქართველოშიც ეს სიტუაცია უცვ-ლელია, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვწერთ ამ წიგნს. ჩვენი აზრით, აშკარაა ამ წიგნის არსებობის აუცილებლობა საქართვე-ლოს სოციუმში. მოცემული ნაშრომი არ არის გათვლილი მხოლოდ ფილოსოფოსებისთვის, ან ფილოსოფიის სტუდენტებისათვის. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დაგვეწერა ყველასათვის გასაგებად. ინტერესი, ამ სფეროს მიმართ, არის ადამიანური ბუნების ნაწილი. „ადამიანის გონებას მუდმივი სწრაფვა გააჩნია მიუწვდომელი არსის მიმართ.“ ამბობდა იმანუელ კანტი და ის არც ცდებოდა. წიგნის განმავლობაში ნაკლებად შეხვდებით პოზიტიური სახის მტკიცებებს, რადგან ამ ყოველივეს ცალკე წიგნი მიეძღვნება. ამჯერად, ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ ყოველი არგუმენტის სისუსტე და არავალიდურობა. შესაბამისად, ნაშრომი ნაკლებად შემოგთავა-ზებთ სხვა ოფციებს, რათა ჩაანაცვლოთ ეს უკანასკნელი. მაგრამ, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი მსოფლხედვის საწყისი არის უკნამყოფი მსოფლხედვის ნანგრევები. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ნეგაცია არის ის, რაც აყალიბებს ახალ და უფრო აღმატებულ შეხედულებებს ფილოსოფიასა თუ მეცნიერებებში. წიგნი დაყოფილია სექციებად, რათა მკითხველს გაუმარტივ-დეს წვდომა ნებისმიერ საკითხზე. არ არის აუცილებელი მისი ბოლომდე წაკითხვა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე არგუმენტის სისუსტეები დაგაინტერესებთ. შეგეძლებათ, პირდაპირ სასურველი თავი თუ ქვეთავი წაიკითხოთ. მთელმა სამყარომ ადამიანის ინტელექტის წინაშე თავი უნდა იმართლოს!
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
რწმენის მიღმა: ღმერთის საკითხი ფილოსოფიაში
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2024
გვერდები:
146
კატეგორია:
ფილოსოფიური
ნახვები:
133
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [4]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]