პროლოგი სათაური პირობითია, დაარქვით ის, რასთან ასოცირებასაც გამოიწვევს, ზოგადად, სასაუბრო ენა და ყოველივე პირობითია, სივრცესა და დროსთან ერთად, ეს ყველაფერი გონების ინსტრუმენტებია, სამყაროც ხომ სუბიექტური აღქმის შედეგია, ჩვენ რეალურად ისიც არ ვიცით, როგორია რეალური სამყარო, ფერის აღქმაც კი ტვინის უჯრედებში წარმოიქმნება. ამ წიგნით სურვილი მაქვს, დაინახოთ სხვა სამყარო, ის რაზეც აქამდე არ გიფიქრიათ ან გიფიქრიათ. წიგნი შედგება შვიდი თავისაგან, შვიდი, როგორც ძველი სამყაროს მაგიური, საკრალური რიცხვი.