იტვირთება...

სპარსული წერილები

შარლ ლუი მონტესკიე

6,484 ნახვა
3.6
(0 რეცენზია /5 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებლის შარლ ლუი დე მონტესკიეს გახმაურებული რომანი „სპარსული წერილები“ ქართულ ენაზე პირველად გამოდის. რომანი იწყება იმით, რომ სპარსელი ველმოჟა ისპაანში თავის ჰარამხანას ტოვებს და მეგობართან ერთად ევროპაში, „ბარბაროსების მიწებზე“ სამოგზაუროდ მიდის. ისინი წერენ მეგობრებს წერილებს, სადაც დასავლეთის საზოგადოების სხვადასხვა ასპექტებზე ამახვილებენ ყურადღებას. რომანის ეპისტოლარული ფორმა და სპარსეთის ჰარამხანების პიკანტური ამბები, ეგზოტიკური წვრილმანების თავისებური აღწერა, საოცარი გონებამახვილობა, მომაკვდინებელი ირონია, ენის სისხარტე საშუალებას აძლევს ავტორს ამ რომანით დააინტერესოს სრულიად განსხვავებული გემოვნების საზოგადოება. ეს რომანი, რომელიც პირველად ამსტერდამში ანონიმურად (1721) გამოიცა, ავტორის სიცოცხლეშივე გახდა ბესტსელერი და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ლიტერატურულ და ფილოსოფიურ წრეებში.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებლის შარლ ლუი დე მონტესკიეს გახმაურებული რომანი „სპარსული წერილები“ ქართულ ენაზე პირველად გამოდის. რომანი იწყება იმით, რომ სპარსელი ველმოჟა ისპაანში თავის ჰარამხანას ტოვებს და მეგობართან ერთად ევროპაში, „ბარბაროსების მიწებზე“ სამოგზაუროდ მიდის. ისინი წერენ მეგობრებს წერილებს, სადაც დასავლეთის საზოგადოების სხვადასხვა ასპექტებზე ამახვილებენ ყურადღებას. „ყველას ჰყავს საყვარელი, თამაშობენ ერთხელ და სამუდამოდ თავიანთ თავზე მორგებულ როლს, დადიან კლუბებში, ფუსფუსებენ, მოსწონთ ინტრიგა...“ ყოფითი მოვლენების გვერდით მწერალი ეხება სახელმწიფო მოწყობის, საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, მისი ისრები ხვდება ვატიკანსაც, დასცინის მონარქებს, მინისტრებს, ზოგადად საზოგადოებას. ავტორი ირონიულად აღწერს საფრანგეთისა და აღმოსავლეთის იმპერიების სამეფო კარის ინტრიგებს: „საფრანგეთის მონარქი ყველაზე ძლიერი მეფეა ევროპაში, მას არ აქვს ოქროს საბადოები, როგორც მის მეზობელ ესპანეთის მეფეს, მაგრამ ის უფრო მდიდარია, ვინაიდან სიმდიდრეს ქვეშევრდომებისგან ქაჩავს, რაც სიმდიდრის გაცილებით დაუშრეტელი წყაროა, ვიდრე საბადოები“. რომანის ეპისტოლარული ფორმა და სპარსეთის ჰარამხანების პიკანტური ამბები, ეგზოტიკური წვრილმანების თავისებური აღწერა, საოცარი გონებამახვილობა, მომაკვდინებელი ირონია, ენის სისხარტე საშუალებას აძლევს ავტორს ამ რომანით დააინტერესოს სრულიად განსხვავებული გემოვნების საზოგადოება. ეს რომანი, რომელიც პირველად ამსტერდამში ანონიმურად (1721) გამოიცა, ავტორის სიცოცხლეშივე გახდა ბესტსელერი და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ლიტერატურულ და ფილოსოფიურ წრეებში.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-431-76-0
სათაური:
სპარსული წერილები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2015
მთარგმნელი:
მარინე ჭილაშვილი
გვერდები:
212
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
6484
რეიტინგი:
3,6
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(5) რეცენზია
3.6
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [1]
  • 3
    [1]
  • 2
    [0]
  • 1
    [1]