იტვირთება...

ტელეპათია

მამუკა გოგოჭური

12 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
დედამიწაზე 2075 წელი, რომ იზეიმა მისმა მოსახლეობამ, ერთერთი ადამიანი, რომელიც ამ დროისთვის 65 წლის კაცი იყო და თავი მიძღვნილი ჰქონდა იმ დროისთვის კაცობრიობისთვის უცნობი ფენომენისთვის, რაც მისი გონების გამოცოცხლების მიზეზი გახდა და რამაც აზრზე მოიყვანა. გაოცდა, რომ გაიგო, რანაირები არიან თვითონაც და სხვებიც, რაზეც აქამდე არ საუბრობდა და არ ფიქრობდა არავინ. მისი აღმოჩენა იყო, რომ შესაძლებელი იყო, სხვების მართვა ჩაგონების მეთოდით (ჯერ ვარაუდის დონეზე იყო მისი დასკვნები). მისი ფიქრის მიხედვით, შეიძლებოდა დედამიწაზე დაემყარებინა წესრიგი. შეექმნა ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ადამიანების მართვით, რომელთაც გამოიყენებდა ერების სამართავად, ისეთი ცხოვრების წესები და ადათები, თუ რა თქმა უნდა მისი ჰიპოთეზა დადასტურდებოდა, საიდანაც ადამიანები გახდებოდნენ ყოველგვარი ამბიციური იდეებისგან თავისუფლები და თუ იგი შეძლებდა, ჰქონოდა ყველას მისგან დამუშავებული და მინიჭებული მსოფლაღქმა, რასაც უნდა გამოეწვია მათი დამონება პირამიდისებურ გეგმაში, იგი იქნებოდა დედამიწის ღმერთი „მართავ ყველას, ხარ ღმერთი.“ ეს მომავალი, მაგრამ მანამდე სამუშაო ბევრი ექნებოდა. მისი გამოთვლით, ადამიანი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, თუ ისურვებდი, რომ მასთან ყოფილიყო აზრად მითითება, თუ რა უნდა ეთქვა ან ექნა, უნდა მომხდარიყო ადამიანის დამონება მის ჩამგონებელზე. მან აღმოაჩინა რაღაცა, რაც მოქმედებაში მოდიოდა ეს რაღაც სხვების სამართავად და მისი სახელი ადვილად, რომ ხსომებოდა და არ დავიწყებოდა დაარქვა, ტელეპათია. აკვირდებოდა ადამიანებს და მისი ფიქრით, ადამიანის ხორციელი სხეულის სული პრიმიტიული უნდა ყოფილიყო გონებრივი უნარების დონით, რაც მას აიძულებდა ესმინა ისეთებისთვის, რითიც გაზრდიდა და აცხოვრებდა ხორციელ სხეულს, მაგრამ ვინ და რა იყო ადამიანთათვის გადამრჩენელი, რომ ეარსებათ, ეს არ ესმოდა. 65 წლის იყო და დაიწყო, რომ მიხვდა, ხორციელ სხეულს ჩაგონების ტექნიკით აიძულებდა დამორჩილებას, ისეთი ადამიანების თვალთვალი, ვინებიც მისი იდეისთვის გამოსადეგები იქნებოდნენ. დასაწყისისთვის მან ამოიჩემა ისეთი ადამიანები, ვინებიც საზოგადოებისთვის გონება შეზღუდულები იყვნენ.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
მათზე ინტერნეტ სივრცეში შეაგროვა მასალა, როგორც მათზე ჩანაწერების კეთებისას აღნიშნა, მისი წამოწყების შესაფერისად, დებილი და ფიქრის უნარიც შესაბამისად მარტივი ჰქონდეთო. ინტერნეტში, ვინც შეზღუდული გონებრივი მდგომარეობით იყვნენ, მიაგნო მათ ჯგუფს,სადაც გაწევრიანდა, როგორც ერთერთი მათგანი და მათი უნარებიდან გამომდინარე აირჩია ორი ადამიანი, ვინებიც მის ცნობისმოყვარეობას იწვევდნენ და პარკში, ქუჩაში თუ სახლს გარეთ, ნებისმიერ ადგილას შეეძლო ეთვალთვალა და ეწარმოებინა თავის წამოწყება მათზე. ისინი მისთვის ნომერ 1 და ნომერ 2 გახდნენ. გადაწყვეტილება მიიღო ნომერ 1 მეხსიერების დაქვეითებას ცდიდა და მითითებებს ჩააგონებდა. ნომერ 2, რასაც იყო მიჩვეული თუ, რა ეკეთებინა, ამის მიხედვით ცდიდა შემპარავ ჩაგონებებს. ცდა პირველი ნომერ 1, თუ როგორ დაიწყო მასზე ზემოქმედება, რითი დაიწყო და რა შედეგებს ღებულობდა, ინიშნავდა თავის ნოუთბუქში. ქუჩაში იყო ნომერ 1, როცა მეხსიერება წაართვა, და ფიქრის მიხედვით თუ რას გააკეთებინებდა მას, წარმოიდგინა ნომერ ერთთან ჰქონიყო აზრად ყოველი მოფიქრებული ბრძანება. ნომერ 1 დაემორჩილა და დაწვა. უბრძანა ფართხალი და ესაც გამოუვიდა, შემდეგ ბრძანებაზე ადგა. გასარკვევი გაუჩნდა, რაც შეიძლება ვერასოდეს გაეგო, სული ასრულებდა ხორციელი სხეულით მის ბრძანებებს, თუ რახან ნომერ ერთს მიაჩნდა, რომ ხორციელი სხეულის ტვინით ფიქრობდა, მის ბრძანებებს თავისად თვლიდა და აკეთებდა კიდეც. ამას, რომ მიმხვდარიყო 65 წლის ბექა არაბული, ვინც წამოიწყო ჩაგონება, თუ ტელეპათია, თუ რაც იყო, ადამიანს გაუგებდა, რაც იყო. მაგრამ ჯერჯერობით წინ ელოდა, საცდელი ადამიანების მომარაგება. ნომერ ერთთან გადაამოწმა, რომ დაუბლოკა მეხსიერება წარმოსახვით და ასევე ფიქრების უნარი, კონცეტრირებით ნომერ ერთზე მიმართული, რომ ჰქონდა, მაგრამ მისი აზროვნების უნარი სჭირდებოდა შემდგომი ნაბიჯების მოსაფიქრებლად. და ბრძანება დაატელეპათიურა მასზე, ეძებნა თავის სახლი, რამაც შედეგი არ მოიტანა. ბექა უკან დაჰყვებოდა ნომერ ერთს და ხან რას აკეთებინებდა და ხან რას.საბოლოოდ დამშვიდდა, რომ ჩაგონების ტექნიკას განვრცობა ადამიანებზე და დახვეწა სჭირდებოდა. ნომერ ორთან, როცა გადაინაცვლა, მეხსიერება დაულოცა და ისეთი მარტივი ბრძანება, როგორიც იყო მარკეტში შესვლა და სიგარეტის ყიდვა (ნომერი 2 სიგარეტს მანამდე არ ეწეოდა) და გაბოლება, იდეალურად გამოუვიდა და ჩაგონების მეთოდში მეტ - ნაკლებად დარწმუნდა და გაიხარა. ნომერ 1 და 2 ბექას სამომავლოდ დაგეგმილ გეგმებში არ მოიაზრებოდნენ და გადაწყვიტა, მათთვის ისეთი ჩაგონებები მოეფიქრა, რაც მის ახალ საქმიანობას, რომ ჩაგონება მოქმედებს „ბეჭედს“ დაასვამდა. ბექა მათზე, როგორც ნამდვილი ადამიანი, არანაირ მზრუნველობას არ ახორციელებდა და ნომერ ერისთვის მეხსიერების გაუმჯობესებაც არ დაულოცია „მაინც აღარ დასჭირდება“. ნომერ ორს სიგარეტის წევა, ბექას ჩაგონების დროს ყოველთხვის ემთხვეოდა და სულ მეტად რწმუნდებოდა „ჩაგონება მოქმედებს“. მაგრამ მაინც მეტად უნდოდა, სრული რწმენა, რომ მშვიდად ემოქმედა ნებისმიერთან ტელეპათიურად და არ აღმოეჩინა, რომ ჩაგონების დრო და არჩეული პიროვნების საქციელები უბრალოდ დამთხვევა იყო და მისი ცხოვრების გარკვეული ეტაპი უაზროდ იცხოვრა „არ უნდა გავბანძდე, დონე ტიპი მინდა ვიყო“. ადამიანზე ჩაგონებით რაიმეს იძულება, რაც ბექას აზრით ტელეპათიაც იყო, განსხვავდებოდა ჰიპნოზისგან და იგონებდა სამომავლოდ ისეთ ქმედებებს, რაც ადამიანებზე ჩაგონებით, მერე მართვით და მერე კონტროლით, თავის ცხოვრებას გახდიდა ისეთ აზრიანს, რომ დაუმტკიცებდა თავის თავს, იყო სხვა ადამიანებზე მეტი, ჰქონდა მათთან შედარებით ზე გონიერება და იმსახურებდა ყველაფერს, რასაც ინდომებდა. მანამდე, ბექას სამომავლო ქმედებებამდე, ჩაგონების ტექნიკის დასადასტურებლად, რომ გაანგრევდა ადამიანის დაცემული ბუნების კედელს, რაც იყო გამოხატული გონების ფუნქციების ძალიან სუსტ და პრიმიტიულ გამოვლენაში; ის ნომერ ერთს და ნომერ ორს გაუჩალიჩებდა, რაც არავის უნდა, სიკვდილს. ხან ერთთან, ხან მეორესთან ათქმევინა თავის წინასწარ მოფიქრებული წინადადებები.ატარა და ამოქმედა თავისი შეხედულებისამებრ და ბოლოს აიძულა ორივე ჩაგონებით, ნაყინის ჭამით, ასულიყვნენ, მიტოვებული ხუთ სართულიანი შენობის სახურავზე, ჯერ ერთი აიძულა, მერე მეორე. ბექასგან დანომრილებს ერთმანეთი არ უნახავთ, ისე დაიკავეს მისი ჩაგონებით ერთმა შენობის ერთი მხარე და მეორემაც მეორე მხარე, იდგნენ ზურგით ერთმანეთისგან. რომ არ მიმხვდარიყვნენ რაიმეს, დაიზღვია თავი და ორივე მის ბრძანებაზე, თან ამოწმებდა, იმუშავებდა თუ არა ორი ადამიანისთვის ერთი და იგივე აზრისგან გაეკეთებინათ ბექასგან ნაბრძანები. ვარაუდმა გაამართლა და მიუხედავად შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდათ, მაგრამ სიკვდილის შიშმაც ვერ იმოქმედა და ჩაგონების ძალა აღმოჩნდა ბედის გადამწყვეტი. ნომერი 1 შენობის ერთი მხრიდან და ნომერი 2 მეორე მხრიდან ერთდროულად გადახტნენ. „კი, რა თქმაღა უნდა, რომ დედამიწას ღმერთი ეყოლება; ჩემი მემკვიდრეც.“ მათი გადახტომის დროს, ბექა მათ შუაში იდგა და როცა ორივე ძირს დაეხეთქა, მან გარდაცვალების შემდგომი სულის არსებობის გასარკვევად „ასეთ დროს ეს სიახლეა“, სცადა ნომერ ერთთან და ორთანაც ტელეპათიურად დაკავშირება, რადგან ჩათვალა, მათთვის ასეთი ბოროტების გაკეთების გამო მათი სულები, რომ გაიაზრებდნენ, რაც გაუკეთა, ყველაზე ნაკლები, უნდა ეგრძნო მაინც, მათი სიკვდილის შემდგომი არსებობა. „მაგრამ არაფერი. მხოლოდ ერთი ეს, ექსპერიმენტების გაგრძელება და სადამდე დამემალება, სხვა ცივილიზაცია?“ მისი ხედვით ცივილიზაციაზე, რომელსაც დედამიწაზე ჰქონდა, ცხოველთა ნაირსახეობა და ერთერთი იყო, მისი დასკვნით, განვითარებული ცხოველი = ადამიანის სახეობა, ჰქონდათ საქმიანი პროცესი მათი ცხოვრებით. და როცა ბექამ ვერ მიიღო, თუნდაც უბრალო ნიშანი, დაასკვნა, რომ ეს სხვა ცივილიზაცია მას მნიშვნელოვნად არ თვლიდა და რახან თვითონ მათზე მხოლოდ ვარაუდით ხვდებოდა, რომ გონებრივი მონაცემების დონით მათზე სუსტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ თავსაც და მათაც დაასკვნევინა, რომ ცხოველისეულ ადამიანთა გონებათა ვარიანტებიდან, მისი ასეთებთან „ზე“ იყო. „კონტროლის ქვეშ ვართ დედამიწაზე. ტვინში ნეირონების მოქმედებებსაც აკვირდებიან, მგონია.“ გადაწყვეტილება ჰქონდა, ცოცხალი სანამ იყო, დაემტკიცებინა ადამიანებში, რა იყო თვითონ და რომ სჭირდებოდა დამხმარეები, ამაზე აღარ ყოყმანობდა. მოძიებასაც უნდა შესდგომოდა, ამ მხრივაც.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ტელეპათია
გამოცემის თარიღი:
2026
გვერდები:
47
კატეგორია:
ფილოსოფიური
ნახვები:
12
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]