ვინ იყო პატარა კახი? საქართველოს მეფეს, ერეკლე მეორეს, ხალხი სიყვარულით „პატარა კახს“ ეძახდა. ის იმდენად ძლიერი და მამაცი იყო, რომ ხალხმა ლექსიც კი გამოუთქვა:
ეს ჩვენი მეფე ერეკლე
ერთი პატარა კახია,
ჯაჭვის პერანგი ჩააცვეს,
გაჰკრა ხელი და გახია!
ამ წიგნში მოგითხრობთ ერეკლე მეფის, მისი თანამებრძოლებისა და უბრალო ხალხის ცხოვრებაზე, რომელიც დიდმა ქართველმა მწერლებმა ილია ჭავჭავაძემ, ვაჟა ფშაველამ და იაკობ გოგებაშვილმა ხალხური გადმოცემების საფუძველზე შექმნეს.
ასე, რომ, ელფის პატარა მკითხველო, წინ კითხვის დიდი სიამოვნება გელის!