ქალი და ბუნება ქალი და ბუნება
ეს ამბავი იმ ცხელ, გვალვიან ზაფხულში მოხდა, უწვიმობით მთელ იმ მხარეს სავალალო მოუსავლიანობა, რომ დაატეხა და იქაურ მკვიდრთა ხსოვნაში მრავალი წლის მანძილზე საზარელ მოგონებად დარჩა. ივნისსა და ივლისში მხოლოდ ერთი- ორჯერ თუ იხილეს შხაპუნა წვიმა აქაურმა მინდო-ველებმა, ხოლო მას შემდეგ რაც მცხუნვარე აგვისტო დადგა, ციდან ერთი წვეთიც არ ჩამოვარდნილა, თუმცა სადღაც შორს ამაყად მთები აღმართულა და იქიდან თეთრად მოჩანდა თოვლის უკიდეგანო ზღვა.
გული გწყდებოდა კაცს მთის მწვერვალების ცქერითა და გრილ ნიავზე ფიქრით. დამჭკნარი მცენარეები, გამხმარი ბალახისა და დამშრალი ნაკადულების გადარუჯულ სამყაროში, თანდათან კვდებოდა შინაგანი ცხოვრებაც, ზანტად და უქმად მიედინებოდნენ საათები. დღეებს რომელთაც ბოლო არ უჩანდათ, მეც სხვებივით მეტწილად ჩემს ჩაბნელებულ ოთახში ვატარებდი, ნახევრად ტანგახდილი უნიათოდ ველოდებოდი ამინდის შეცვლას, აგრილებას, წვიმასა და ელჭექზე უღიმღამოდ ვვოცნებობდი, მაგრამ მალე ეს სურვილიც ჩაიფერფლა ჩემს არსებაში.
დღითი დღე სულ უფრო და უფრო ცხებოდა, წვიმას კი ისევ პირი არ უჩანდა. დილიდან საღამომდე მზე აჭერდა და მისი ყვითელი მტანჯველი მზერა თანდათანობით მონომანის შლეგურ ახირებას ემსგავსებოდა. გეგონებოდათ, სიცოცხლე სულ ერთიანად მოისპო, ყოველივე გაყუჩებულიყო, ცხოველთა ჟივილი აღარ ისმოდა.
უცბად, ანაზდეულად მომეჩვენა, თითქოს სიომ ოდნავ, სულ ოდნავ გადაუქროლა ბუნებას, თითქოს ბუნების წიაღს, სადღაც კაეშნიანი ლტოლვით აღსავსე ოხვრა აღმოხდა. წამოვიწიე. უკვე დავიწყებული მქონდა როგორი იყო ნიავი. დიდი ხანია ჩემი გამომშრალი ფილტვები აღარ დასწაფებოდა მის სიგრილეს, თანაც ჩემამდე, სახურავის ჩრდილით დაფარულ ჩემს კუნჭულამდე ჯერ არ მოეღწია, მაგრამ იქ გაღმა სერზე კი ხეებმა ეტყობა, რაღაც უჩვეულო იგრძნეს, რადგან ერთბაშად ნელ-ნელა იწყეს რხევა, თითქოს სული ედგათ და სიცოცხლეს თავიდან იწყებდნენ. თითქოს ნელ-ნელა სიო მატულობდა, მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ყველაზე ემოციური არსებების, გარდა არემარე თითქმის ვერაფერს აღიქვავდა.
უეცრად ზედ ჩემს ზურგს უკან ვიღაცის ოხვრა გავიგონე: - ნეტავი დროზე მაინც გაწვიმდებოდეს!
ისე დაუოკებელი, ისე სტრიქონივით მოვარდნილი ჩანდა ეს ხმა, ანუ ურვით აღმოხდენილი გმინვა, თავად მწყურვალ დედამიწას წარმოეთქვას ეს სიტყვები დახეთქილი ტუჩებით, განაწამებ, გამომშრალ ბუნებას დასცდენოდეს ტყვიასავით მძიმე ცის ქვეშ.
მივტრიალდი. ჩემს უკან ქალიშვილი იდგა. ცხადი იყო, მან წარმოთქვა ეს სიტყვები, რადგან გაცრეცილი და ლამაზად მოყვანილი ბაგე ცოტათი ისევ დაბჩენილი ჰქონდა და ხელი, რომლითაც კარს ჩასჭიდებოდა, ოდნავ უთრთოდა. არც ჩემთვის მოუმართავს და არც სხვა ვინმესთვის. როგორც უფსკრულის წინაშე მდგარი ისე მიილტვოდა წვიმის მომლოდინე ლანდშაფტისკენ და თვალს არ აცილებდა ნაძვებზე გადმოკიდულ უკუნეთს.
მისი მზერა, შავი და ცარიელი, არაფერს არ ირეკლავდა, თვითონაც უფსკრულივით ღრმა, ცის უსაზღვრო სიღრმეს იყო მიჩერებული, მარტო მაღლა იყურებოდა ხარბად და მე ვერ მამჩნევდა. ასე, რომ დაუბრკოლებლად შემეძლო უცნობი ქალიშვილისთვის ჭვრეტა და ვხედავდი, როგორ უღელავდა მკერდი, როგორ აწვებოდა ყელში, რაღაც, თითქოს უნდა დაახრჩოსო და ბოლოს, ფართოდ ამოჭრილი კაბის გულისპირიდან ნაზად მოღერებულ ყელზე, როგორ გადაურბინა უცნაურმა თრთოლვამ, ბაგეც შეუთამაშდა, მწყურვალივით დააღო პირი და ისევ წარმოთქვა:
- ნეტავი დროზე გაწვიმდებოდეს:
და ეს მე კვლავ მთელი შეხუთული სამყაროს გმინვად აღვიქვი, თითქოს მთელი დამაშვრალი ბუნების წყურვილსა და მოლოდინს განასახიერებდა.
უცბად ხმაური ვიგრძენი გვერდით ბალახში, რაღაცამ გაიწკაპუნა გახურებულ ხრეშზე, მერე ერთბაშად ყველგან ატყდა მსგავსი წკაპუნები და უეცრად მივხვდი, ვიგრძენი, რომ ეს წვიმის წვეთები იყო, მძიმედ რომ ეცემოდნენ და მაშინვე ორთქლდებოდნენ. წვიმის პირველი წვეთები საამური მაცნენი დიდი, შხაპუნა წვიმისა. ო... უკვე იწყებოდა! უკვე დაიწყო! თავი დამავიწყდა და ნეტარების მორევში გადავვარდი. ჯერ მხოლოდ აქა-იქ ეცემოდნენ წვეთები ტყაპატყუპით, მაგრამ მე უკვე წინასწარ ვგრძნობდი, როგორ დაუშვებდა. ყურში უკვე ჩამესმოდა წვიმის შხაპუნი და დგაფუნი, ვხედავდი მოვარდნილ ღვართქაფს, ვიცოდი როგორ ჩამოიქცეოდა ცა ტყეზე, სიცხისგან გადაბუგულ