იტვირთება...

თამაში რევოლვერით

გიგი სულაკაური

9,817 ნახვა
4.4
(0 რეცენზია /5 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
4.5
ყიდვა
ჩუქება
საბას ლაურეატი
ანოტაცია
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. გულით ვიცინე, მწარედ ვიტირე, ძალიან შემეშინდა და ბევრ რამეზე დავფიქრდი. „თამაში რევოლვერით“ უცნაური წიგნია, ცალსახად ვერაფრით შეაფასებთ. ვიფიქრე, ავტორზე უკეთ ვერავინ დაახასიათებდა და ვკითხე: „გიგი, რა ამბავია ეს „თამაში რევოლვერით“?“ „მაზალოა საკუთარ მოთხრობაზე ლაპარაკი. აქ უბნის ამბავია. კიდევ იმისა, რა შეიძლება ერთ ბიჭს შეემთხვას ერთი დღის მანძილზე. იმ დღეს ის არ არის კარგ გუნებაზე, არამარტო კარგ გუნებაზე, არამედ საკუთარ თავსაც ვერ უძლებს. ეს არის თბილისელი კაცის პოზიცია, ახალგაზრდა კაცისა, რომელსაც ინტელექტიცა აქვს, ჰყავს მეგობრებიც, ჰყავს დედა, და რომელსაც უჭირს ამ ცხოვრების გატანა, იმიტომ რომ ასეთ ადამიანებს, ანუ ფიქრის ადამიანებს - ის ხომ ფიქრის კაცია, - ყოველთვის უჭირთ თავის გატანა. დღის მანძილზე ბევრ რამეს ნახავს - და ნავსადგურს ვერსად პოულობს, ვერც მეგობრებთან, ვერც ქალთან, ვერსად. მისი პატარა მონოლოგიც, რომელსაც საწოლში წარმოთქვამს, ზუსტად ეს არის - მან ვერ იპოვა სულის სიმშვიდე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზარდა კაცია. მე ეს მოთხრობა ბარათაშვილის ეშხით მაქვს დაწერილი, თუმცა ნამდვილი ამბავია, აბსოლუტურად რეალური. ეპოქები სასტიკად აცდენილია, მაგრამ მანაც ხომ ვერ იპოვა სულის სიმშვიდე. მთელი მისი პოეზია ხომ სულის სიმშვიდის ძიებაა. მე შევეცადე ამ მოთხრობაში რაღაცნაირად ჩემს გმირს სულის სიმშვიდის ძიებაში დავხმარებოდი. ვერ შევძელი... ის ხომ გადახტა.“ /ანა კორძაია–სამადაშვილი/
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-99941-403-35-4
სათაური:
თამაში რევოლვერით
გამოცემის თარიღი:
2008
საბას პრემია:
ლაურეატი
გვერდები:
176
კატეგორია:
მოთხრობა
ნახვები:
9817
რეიტინგი:
4,4
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(5) რეცენზია
4.4
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [3]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]