წინასიტყვაობა
შორენა ლებანიძის წიგნი „ეს მე ვარ - ფიროსმანი“ მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ნიმუშია. რომანი დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ცხოვრების თავისებურ ლიტერატურულ ვერსიას გვთავაზობს. ოღონდ ავტორის წარმოსახვა ხელოვნებათმცოდნეთაგან მოპოვებულ დოკუმენტურ მასალებს, მონოგრაფიულ-საარქივო წყაროებსა და ფიროსმანის თანამედროვეთა მოგონებებში ამოკითხულ რეალურ ცნობებს ემყარება.
რომანის ძირითადი არსია იდუმალებით მოცული დიდი ხელოვანის მარადიული ძიების პროცესის ასახვა. ძიებისა, რომელიც ფიროსმანის სიცოცხლეშივე დაიწყო და დღემდე გრძელდება.