წინასიტყვაობა
შემოქმედს საკუთარი სამყარო დაბადებით დაჰყვება. და თუ მაინც ეძებს‚ ეძებს არა სამყაროს – თუმცა თვითონ შესაძლოა გულწრფელად ეგონოს‚ რომ საკუთარ სამყაროს ეძებს – არამედ კვარცხლბეკს‚ რომელზედაც ეს სამყარო ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდება. ასე რომ‚ თუ კაცს მომადლებული აქვს ნიჭი სიყვარულისა (სიძულვილის ნიჭის ჩათვლით) და ნიჭი სიყვარულის გამოთქმისა‚ მას თამამად შეუძლია გარემომცველი სამყარო განიხილოს‚ როგორც მისივე სამყაროს ანარეკლი‚ და ნიჭი, რომელიც მაღლით მიეცა და რომელიც თავისი ბუნებით აბსოლუტურად ინდივიდუალურია‚ მხოლოდ საკუთარი განზომილების შექმნაზე დააბანდოს. ასე შვრებოდა ყველა ჭეშმარიტი შემოქმედი. ასე იზამენ მომავალშიც. ასე იზამენ ყოველთვის‚ ვინაიდან ასეთია შემოქმედების კანონი.
ჯემალ ქარჩხაძე