წერილი ბერლინიდან -
ჩვენი კორესპონდენტისგან უცნაური ამბავია: იმ ბრძოლაში, რომელიც გერმანიის კოლონიური პოლიტიკის ირგვლივ დატრიალდა, ერთ ბანაკშია კონსერვატიზმი, ანტისემიტიზმი და თავისუფალი აზროვნება (ერთობ საეჭვო ხარისხის თავისუფალი აზროვნება), მეორე ბანაკში – კლერიკალიზმი და სოციალიზმი! გერმანული რეიხსტაგის ოცდათხუთმეთწლიანი არსებობის მანძილზე იმპერიულმა სახელმწიფომ ვადაზე ადრე სამჯერ დაითხოვა სახალხო მმართველობა. მას ყოველთვის გამოსდიოდა ანტისახელმწიფოებრივი უმრავლესობის ოპოზიციის წელში გატეხვა: ლოიალური გერმანელი ხალხი ყოველთვის მხარს უჭერდა მთავრობისა და რეიხსტაგის დაპირისპირებას პირველის სასარგებლოდ. ასე რომ, გერმანელი ბიურგერის ჯანსაღი აზრის აპელაციის საშუალებით, სახელმწიფომ 1878 წელს შეძლო გაეტარებინა კანონი სოციალ-დემოკრატების წინააღმდეგ, ხოლო 1887-1893 წლებში – მუდმივი ჯარის გაფართოების პროექტი.
საქმე ის არის, რომ ამ შემთხვევაში იმპერიული სახელმწიფო იძულებული იყო, ანგარიში გაეწია ძირითადად გერმანული ლიბერალიზმისა და თავისუფალი აზროვნების ოპოზიციასათვის, ბურჟუაზიული რევოლუციის ამ დღენაკლული ნაყოფისათვის, რომელიც ჩამოჭკნა „მოღრუბლულ დილას“, რეაქციას რომ მოჰყვა და ახლა უკვე უბადრუკ ნამსხვრევებად იქცა, რომელსაც მყარად ეყრდნობა პრუსიელი ბიუროკრატის ჯარისკაცის ჩექმა.
მას შემდეგ, რაც მიწყნარდა ეგრეთ წოდებული IkulturkampfI, გერმანული კლერიკალიზმი ყოველთვის ხელისუფლებას ედგა მხარში; დევნილი ოპოზიციური პარტიიდან იქცა უძლიერეს სახელმწიფო პარტიად და უზარმაზარი დახმარება გაუწია ოსტელბელი თავადობის რეაქციულ კავშირსა და იმპერიულ ხელისუფლებას. მილიტარიზმისა და მარინიზმის გაძლიერება, დამღუპველი კოლონიური პოლიტიკისთვის ფეხის აწყობა, პურსა და ხორცზე ბაჟის გაზრდა, ახალი ირიბი გადასახადების დაწესება, რაც ტვირთად დააწვა მოსახლეობის ღარიბ ფენებს – აი, გერმანიის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის უკანასკნელი წლების მეტ-ნაკლებად ნათელი მომენტები. ცენტრმა აგრარიებთან ერთად უნდა გაიყოს პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკის გამო.
ჩვენ ვიცით ამ პოლიტიკის ნაყოფი: სახელმწიფო ვალები 30 წლის განმავლობაში 16 მილიონი მარკიდან 4000 მილიონამდე გაიზარდა, პური და ხორცი იმდენად გაძვირდა, „კულტურული მდიდარი გერმანიის“ მუშამ თითქმის უარი თქვა ისეთი ფუფუნების შეძენაზე, როგორიცა ძროხის ხორცი. ცოტა ხნის წინ ერთმა ოფიციალურმა დაწესებულებამ გამოაქვეყნა მონაცემები, საიდანაც ჩანს, რომ დღეში თითოეულ გერმანელ მოქალაქეზე მოდიოდა ერთი მეხუთედი ფუნი ხორცი. ეს არასაკმარისი კვებაა, უფრო მეტიც, ჩვენი საზოგადოების კლასების ქრონიკული შიმშილი. მათ უბედურებაზე აგრარიები და მსხვილი ფინანსისტები აშენებენ საკუთარ კეთილდღეობას. კეთილმორწმუნე ცენტრი ხალხს არწმუნებდა, რომ მიწიერი ტანჯვის საფასურად იმედი უნდა ჰქონოდათ მომავალი ზეციური მადლისა, როცა ისინი გაწეული შრომისთვის სახელმწიფოსგან კონკრეტულ დახმარებას ითხოვდნენ; „National Zeitung“-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა მამხილებელი წერილი ცენტრის შესახებ: როგორც ჩანს, თავ. ჰოენლოეს მემუარებში არის მითითება, რომელიც გამოტოვა ოფიციალურმა გამოცემამ, რომ ლეო XIII 1893 წელს შეჰპირდა გერმანიის მთავრობას, რომ მხარს დაუჭერდა ცენტრის პარტიას, თუკი ის გადაუხდიდა 500 000 ფუნტს. ეს არ არის გასაკვირი: კლერიკალური პარტია არასოდეს იყო წინააღმდეგი, თავისი პოლიტიკური მრწამსი „მოჩხრიალე მეტალზე“ გაეყიდა. ცენტრი თამაშობს რაინდის როლს, რომლის კეთილშობილური გრძნობები შეურაცხყვეს: შეიწყალეთ, მისი დამსახურება ტახტისა და ხალხის წინაშე არ არის საკმარისად დაფასებული; ის ითხოვს დათმობებს კოლონიური მმართველობისთვის, დათმობებს კათოლიკური მისიონერებისთვის და ა. შ. მას არ ეშინია ათვალწუნებული აღმოჩნდეს ოპოზიციაში: ის ძლიერია, სამხრეთი გერმანიისა და მიმდებარე პროვინციების კათოლიკური მოსახლეობა უდავოდ მხარს დაუჭერს მას. ცენტრმა მუქარის ტონით დაიწყო საუბარი: კიოლნში მრავალრიცხოვან კრებაზე ტრიმბორნმა შესძახა: „ჩვენ ვიღებთ ხელისუფლების გამოწვევას და საქმით დავამტკიცებთ, რომ შეგვიძლია ბრძოლა ცეზარიზმისა და აბსოლუტიზმის წინააღმდეგ!!!“ ორატორის ამ სიტყვებმა მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა. არ არის გასაკვირი: ცენტრი თავისი კათოლიკური დროშის ქვეშ აერთიანებს კათოლიკური მოსახლეობის სხვადასხვა ჯურის ელემენტს, მათ შორის ყველაზე ძლიერი დემოკრატული ფენაა. როცა სხვა პოლიტიკური პარტიების კონსტრუირებისას დომინანტობდა ეკონომიკური მომენტი, მაშინ ცენტრი თავის არსებობას უმადლოდა იდეოლოგიურ მომენტს: ისტორიულ ტრადიციას, კათოლიკური მოსახლეობის რელიგიურ ცრურწმენებს, და ბოლოს, დაბალ სასულიერო პირთა გავლენას პოლიტიკურად უმეცარ მოსახლეობაზე. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ის, ერთი შეხედვით, უცნაური მოვლენა, რომ ცენტრმა შეძლო რეინის პროვინციაში, ბავარიასა და ბადენში ბურჟუაზიის, გლეხობისა და პროლეტარიატის გაერთიანება ერთ შეკრულ და ძლიერ პარტიად.
თუმცა „ინდივიდუმი შეიძლება ცდებოდეს, კლასი არასოდეს“. ფ. ლასალის ამ სიტყვებს ამართლებს გერმანელი კლერიკალების პოლიტიკური პრაქტიკა: ბოლო დროს ცენტრი იძულებულია წავიდეს დათმობებზე იმ დემოკრატიული ელემენტების ეკონომიკური ინტერესების სასარგებლოდ, რომლებიც მისი დროშის ქვეშ ერთიანდებიან. იმის შიშით, რომ არ დაეკარგა საკუთარი ამომრჩევლის ნდობა, ცენტრი შეეწინააღმდეგა სახელმწიფოს იმპერიალისტურ პოლიტიკას, რომელიც ეფუძნებოდა გერმანიის მძლავრ სახელმწიფოდ გადაქცევისკენ სწრაფვას, რაც მომგებიანი იქნებოდა მხოლოდ დიდი ფინანსისტებისთვის და ბირჟის წარმომადგენლებისთვის. ცენტრის წინააღმდეგობას აკლდა გამბედაობა, მაგრამ კატასტროფა მაინც მოხდა. რადგან დიდ ფინანსურ კაპიტალს და მის პოლიტიკურ წარმომადგენლებს არ ჰქონდათ საპარლამენტო კრიზისის შიში.
ცენტრის ეკონომიკურ განვითარებას ძირი შეერყა: სოციალ-დემოკრატიამ