მუსოლინი
გრიგოლ რობაქიძის „მუსოლინიმ“ თავის დროზე დიდი მითქმა-მოთქმა და ვნებათაღელვა გამოიწვია. ეს არ იყო მხოლოდ ბიოგრაფიული ნარკვევი, არამედ „არსის ხატი“, პიროვნების სულიერ სამყაროში წვდომის ცდა, სიღრმისეული შეფასება.
მწერალი ჯერ საბჭოთა კავშირში, მოგვიანებით კი ევროპაში დაგმეს, როგორც ჰუმანიზმისა და მორალური ფასეულობების უარმყოფელი. მასთან ურთიერთობას გაურბოდნენ გამომცემლობები, არ იწვევდნენ ლიტერატურულ სალონებში, კოლეგებიც არიდებდნენ თავს. ამავე მიზეზით, ნობელის პრემიის კომიტეტმა უარი განაცხადა გრიგოლ რობაქიძის კანდიდატურის განხილვაზე.
„მუსოლინის“ გერმანული ტექსტი ქართული ენის „სამყაროსეული სურათებით“ აზროვნების ბრწყინვალე ნიმუშია, სადაც თვალსაჩინოდ იხატება დიდი მწერალი და მოაზროვნე.