წინასიტყვაობა
1919 წელს თბილისში, რუსულ ენაზე, დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის ესეების კრებული „პორტრეტები“
, რომელიც დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.
ეპიგრაფის მიხედვით, ეს წიგნი ავტორს გარდაქმნის გზაზე დამდგარი რუსეთისათვის მიუძღვნია, „ქვეყნისათვის, სადაც უნაპირო სტეპებში აპოკალიფსური ცხენების ფლოქვთა თქარათქური ისმის“
.
რომანოვთა სამასწლიანი დინასტიის დამხობამ საქართველოში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იმედი გააღვივა. რუსული ფენომენის კვლევა აქტუალური გახდა. კრებულის ვერბალურ გალერეაში წარმოჩენილია სხვადასხვა დროის პროგრესულ რუს შემოქმედთა ორიგინალური ესეისტური პორტრეტები, რომლებიც, ისევე როგორც თვით თხზულებათა პრობლემატიკა, ვფიქრობთ, თანამედროვე მკითხველსაც დააინტერესებს.
„პორტრეტების“
სრული ქართული თარგმანი პირველად ქვეყნდება.