კავკასიური
ნოველები
გრიგოლ რობაქიძის „კავკასიური ნოველები“ ორჯერ გამოიცა გერმანულ ენაზე – 1932 წელს გამომცემლობა „ინზელის“, ხოლო 1979 წელს – „ზურკამპის“ მიერ. კრებულს, რომელშიც სამი ნოველა იყო შესული, დიდი პოპულარობა ხვდა წილად.
ცნობილი მიზეზების გამო ეს წიგნი მწერლის სამშობლოში არ დაუბეჭდავთ, მაგრამ ქართველ მკითხველს მაინც მიუწვდებოდა ხელი ემიგრანტულ ჟურნალ „ბედი ქართლისაში“ გამოქვეყნებულ ნოველებზე – „ენგადი“ და „იმამ შამილ“, რომლებიც მოგვიანებით ლიტერატურულ პერიოდიკაშიც გამოჩნდა და მკვლევართა, გამომცემელთა და, რაც მთავარია, მკითხველთა დიდი ინტერესი დაიმსახურა.
„წმინდა ხარის მოკვლა“ კი დღემდე უცნობი იყო და საგანგებოდ ითარგმნა გერმანულენოვანი გამოცემის წინათქმასთან ერთად, რითაც სრულყოფილად წარმოჩნდება „კავკასიური ნოველები“ – გამორჩეული ფურცელი გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებიდან.