პოლიტიკის ფილოსოფია პოლიტიკის შესახებ ჩვენ მეტი გვიფიქრია ვიდრე ეს საჭირო იყო და სწორედ ამის გამო ნამდვილი პოლიტიკის ბუნებისა ჩვენ ძალიან ცოტა რამ გაგვეგება. დიდი სახელმწიფოებრივი ჭკუის ადამიანები თავიანთ მოქმედებაში ყოველთვის ფაქტებისადმი ჯანსაღ და ურყევ განწყობილ გზნებიდან გამოდიოდენ. ეს მათთვის იმდენად ბუნებრივია, რომ თავიანთ მოქმედების ძირითად ცნებების შესაძლებლობისათვის მათ დაფიქრება აზრათაც კი არ მოუვათ, მაშინაც კი, როცა ეს მართლაც საჭიროა. მოქმედების შესახებ არსებული თეორიები არ ეგუება არც მათ ნიჭს და არც მათ გემოვნებას. პროფესiონალური მოაზრენი-კი, რომელიც თავიანთ თვალთახედვას მხოლოდ ადამიaნის მიერ შექმნილ ფაქტებისაკენ მიაპყრობენ. ისე შორს დგანან ამ მოქმედებიდან, რომ ეს მოქმედება აბსტრაქციაში გადააქვთ. - დიდის სიამოვნებით გახვევენ მას სამართლიანობის, სიკეთის და თავისუფლების მითიურ ბურუსში, რათა ისტორიას, წარსულს და მომავალს ამით საზომი აღმოუჩინონ. ამ საქმიანობაში მათ უბრალო ცნების საზღვარიც კი ავიწყდებათ და მიდიან დასკვნამდე, რომ პოლიტიკა არსებობს მხოლოდ ქვეყნის ტრიალის იდეალური რეცეპტის სახით. მაგრამ რადგან ასეთი რამ არსად და არასდროს არ ნახულა. პოლიტიკური მოქმედება აბსტრაქტულ აზრთან შედარებით ისე უბრალო და მცირედ დაინახეს, რომ ამ აბსტრაქციის ხალხმა თავიანთ წიგნებში ვრცელი კამათი გახსნეს ე. წ. ,,მოქმედების გენიის “ ნამდვილად არსებობის შესახებ.
სწორედ ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ ამ წიგნში შევეცდებით იდეოლოგიურ სისტემის მაგივრად შევქმნათ პოლიტიკის ფოზიოგნომიკა. ე. ი. გადმოვცეთ ისე, როგორც ეს ხდებოდა ისტორიის მსვლელობის სინამდვილეში და არა ისე, როგორც ის უნდა ყოფილიყო. დიდი ისტორიული ფაქტების საზრისის მიხვედრა, მათი „ დანახვა “ და მათში სიმბოლიურად ღირსშესანიშნავის აღვსება და აწერა იქნება ჩვენი ამოცანა. ქვეყნის გამბედნიერებლების გეგმებს ისტორიულ სინამდვილესთან არაფერი საერთო არა აქვს[1].
ადამიანური ყოფის ნაკადს უწოდებთ ჩვენ ისტორიას. პოლიტიკა არის ის სახე და წესი, რომელშიაც ეს მომდინარე ყოფა მტკიცდება, იზრდება და სხვაგვარი სიცოცხლის ნაკადზე იმარჯვებს. მთელი სიცოცხლე - მის უკანასკნელ კუთხემდე და ყველა თავისი გამოვლენით არის პოლიტიკა. ის, რასაც ჩვენ სიცოცხლის ენერგიას უწოდებთ, ეს უხილავი „ რაღაც “ , რომელიც საშუალების დაუზოგავას წინ მიილტვის ჩვენში, ის ბრმა, კოსმიური ნება ძლიერი და მოტრფიალე აღტყინება ძლიერებისა და უფელებამოსილებისაკენ, ეს მცენარისებური და ჯიშიანი ერთიანობა „ მშობელ “ მიწასთან, ეს მემკვიდრეობა „ უნდა ვიმოქმედო “ არის ის, რაიც ძლიერ ადამიანში, როგორც პოლიტიკური სიცოცხლე, დიდ გადაწყვეტილებას დაეძებს: ან გაიზრდები ან მოკვდები. მესამე შესაძლებლობა არ არსებობს.
სწორედ ამიტომ აზნაურობა, როგორც ძლიერი რასის უტყუარი სახე, არის ნამდვილი პოლიტიკური წოდება, თავდაჭერილი და არა განათლებული. ყველა დიდი პოლიტიკოსი თავის მოწოდების გრძნობაში და შინაგან კავშირისაკენ ლტოლვაში ყოველთვის რაიმე აზნაურულს თან ატარებს. პირიქით ყოველივე მიკროკოსმიული და „ სულიერი “ არის უპოლიტიკო, ყოველ იდეოლოგიას და პროგრამულ პოლიტიკას თან ახლავს რაღაც ხუცური. საუკეთესო დიპლომატები მოთამაშე, ან რაიმეს მოსურვე ბალღებია, რომელთა კერძო არსებაში დამალული კოსმიური რაღაც, უმეშვეოდ და ურყევი გაბედულობით იკაფავს გზას. ისინი აღარაფერს ახალს აღარ სწავლობენ ჭაბუკობის მოახლოვებასთან, მათ ავიწყდებათ პირველი წლების ოსტატობა. სწორედ ამიტომ მამაკაცებს შორის ნამდვილი სახელმწიფო კაცი იშვიათი მოვლენაა.
მაღალი კულტურის სამთავროში, რომელშიაც მხოლოდ შეიძლება პოლიტიკა არსებობდეს, ეს ყოფის ნაკადები ხვდებიან, როგორც მრავალრიცხოვანი მოვლენები. ესა თუ ის ხალხი მხოლოდ სხვა ხალხებთან შედარებით არის ნამდვილი და უპირატესი და სწორედ ამიტომ ბუნებრივი, რასსიული დამოკიდებულება მათ შორის არის ომი. ეს ისეთი ფაქტია, რომლის შეცვლა არავითარ ჭემმარიტებას არ ძალუძს. ომი ყოველი ცხოველყოფილისათვის იმდენად სასიცოცხლო ძარღვია, რომ ბრძოლა და სიცოცხლე სინამდვილეში ერთი და იგივე არის და ბრძოლის სურვილის გაქრობასთან ერთად თვით არსიც კი ქრება. და თუ ე. წ. მაღალი პოლიტიკა ხმალის მაგივრად სულიერი იარაღის ხმარებას ლამობს. თუ სახელმწიფო კაცების სურვილი ე. წ. მაღალი პოლიტიკის დროს, ომის სრულიად თავიდან აშორებისაკენ არის მიმართული, - მაინც რჩება ძველი ნათესაობა დიპლომატიას და ომის ხელობას შორის: ბრძოლის ხასიათი, იგივე ტაქტიკა, იგივე, შურისძიება, მატერიალური ძალების იგივე დამალვა; მიზანი კი, რასაკვირველია, ერთი და იგივე რჩება: საკუთარი სიცოცხლის მთლიანობის ზრდა - (წოდება, ან და ნაცია) სხვის ხარჯზე.
ყოველივე ომში მთავარი საკითხია თუ ვინ ხელისუფლობს სათავეს. ის, რაც მოვლინების ტალღებში ტაქტს იძლევა, ყოველთვის არის სიცოცხლე და არა სისტემა, კანონი, ან კიდევ პროგრამა. ყველა ისტორიული მოწოდებით დაჯილდოვებულ კერძო არსებაში დამალულია შეუგნებელი, მაგრამ ურყევი და უცნაური სურვილი: მოქმედების ცენტრად გახდომა. შუა წერტილობა ამოძრავებულ ბრბოსათვის, სურვილი საკუთარი პიროვნების შინაგანი ფორმის ხალხის და ეპოქის ფორმად