წინასიტყვაობა ამ მცირე ზომის წიგნით შევეცადე ჩემი შეხედულებები გადმომეცა ადამიანის ადგილის შესახებ სამყაროში, და ასევე მისი შესაძლებლობისა, იცხოვროს ღირსეულად. „ იკარუსში “ მე ჩემი შიშები გავაცანი საზოგადოებას; მომდევნო გვერდებზე ჩემს იმედებს გაგაცნობთ. შეუსაბამობა ცხადია. ასტრონომიის გარდა, ადამიანმა ვერსად ისწავლა მომავლის წინასწარმეტყველების ხელოვნება; ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანის მოღვაწეობაში არის ძალები, რომლებიც ბედნიერებას ქმნიან, და არის ძალები, რომლებიც ქმნიან სატანჯველს. ჩვენთვის უცნობია, რომელი მოიპოვებს უპირატესობას, მაგრამ გონივრული ქმედებებისთვის ორივეს უნდა ვიცნობდეთ.
იანვარი 01, 1925
ბ.რ.