1 ჩვენი საუკუნის [მე-20 საუკუნე - მთარგმ.] დასასრულამდე თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შემდეგი სამი შესაძლებლიდან ერთ-ერთი უნდა განხორციელდეს:
1. კაცობრიობის სიცოცხლის, შესაძლოა, სრულიად სიცოცხლის, დასრულება ჩვენს პლანეტაზე;
2. ველური ცხოვრებისკენ დაბრუნება დედამიწის მოსახლეობის კატასტროფული შემცირების შედეგად;
3. სამყაროს გაერთიანება ერთი ხელისუფლების ქვეშ, რომელიც ომის ყველა იარაღზე მოიპოვებს მონოპოლიას.
პირველი შესაძლებლობის, ადამიანის მოდგმის განადგურების, განხორციელებას შემდგომი მსოფლიოს ომის განმავლობისას არ უნდა ველოდოთ, თუკი ეს ომი უფრო ხანგრძლივი დროით არ იქნება გადადებული, ვიდრე ეს ახლა გვეჩვენება სავარაუდოდ. მაგრამ თუ შემდეგი მსოფლიო ომი არ აღმოჩნდება გადამწყვეტი, ან გამარჯვებულები ვერ მოიხმარენ გონს და თუ ორგანიზებული სახელმწიფოები გადარჩებიან, მის დასრულებას შესაძლოა მოყვეს ინტენსიური ტექნიკური განვითარება. ატომური ენერგიის გამოყენების მნიშვნელოვნად უფრო მძლავრი საშუალებების გამოყენებით, ვიდრე დღეს არის ხელმისაწვდომი, მეცნიერების მრავალი საღი გონების წარმომადგენლის აზრით რადიოაქტიური ღრუბლები დედამიწის გარშემო მოძრაობისას სასიცოცხლო ქსოვილს ყველგან გაანადგურებენ. თუმცა უკანასკნელი დარჩენილი შეძლებს საკუთარ თავს სამყაროს მბრძანებელი უწოდოს, მისი მეფობა იქნება ხანმოკლე, ხოლო ქვეშევრდომები - მხოლოდ გვამები. მის სიკვდილთან ერთად მშფოთვარე ეპიზოდი დასრულდება, მშვიდი კლდეები კი უცვლელად განაგრძობენ ბრუნვას მზის აფეთქებამდე.
შესაძლოა კაცობრიობის უგნურებისა და სისასტიკის ხანგრძლივი ისტორიის გათვალისწინებით ნეიტრალური მაყურებლისთვის ასეთი დასასრული ყველაზე სასურველი აღმოჩნდეს. მაგრამ ჩვენ, ვინც ამ დრამის პერსონაჟები ვართ, ვინც პირადი განცდებისა და საზოგადოებრივი იმედების ქსელში ვართ გაბმულები, რთულად თუ მივიღებთ ასეთ მიდგომას სიალალის რაიმე ხარისხით. მართლაც, გამიგონია ადამიანთა აზრი, რომ ისინი კაცობრიობის დასასრულს საბჭოთა რეჟიმისთვის დანებებით მიანიჭებდნენ უპრატესობას, და უეჭველია, რომ რუსეთშიც მოიძებნებიან ადამიანები, ვიცნ იგივეს დასავლეთის კაპიტალიზმისთვის დანებების შესახებ იტყვის. მაგრამ ეს რიტორიკაა ჰეროიზმის ყალბი ნაზავით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წარმოუდგენელ უაზრობად მიიჩნევა, იგი სახიფათოა, რადგან ადამიანს ნაკლებად ენერგიულად აქცევს იმ კატასტროფის თავიდან ასარიდებელი გზების ძიებასთან მიმართებით, რომელსაც იგი თითქოს არ უფრთხის.
მეორე შესაძლებლობა ანუ ველური ცხოვრებისკენ დაბრუნება, ღიად ტოვებს ცივილიზაციისკენ თანდათანობით დაბრუნების ალბათობას, ისევე, როგორც ეს რომის დაცემის შემდეგ იყო. უცაბედი გადასვლა, თუკი მას ადგილი ექნა, უსასრულოდ მტკივნეული იქნება მათთვის, ვინც მას განიცდის, სიცოცხლე კი რამდენიმე საუკუნის განმავლობისას მას შემდეგ გართულდება და გაუფერულდება. მაგრამ, ასე თუ ისე, შენარჩუნებული იქნება მომავლის პერსპექტივა კაცობრიობისთვის და რაციონალური იმედის შესაძლებლობა.
მე ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტად მეცნიერული მსოფლიო ომის ასეთი შედეგი სულაც არ არის შეუძლებელი. წარმოიდგინეთ თითოეული მხარის მდგომარეობა, როდესაც მათ მტრის მთავარი ქალაქებისა და ინდუსტრიული ცენტრების განადგურება შეუძლიათ; წარმოიდგინეთ ლაბორატორიებისა და ბიბილიოთეკების სრული მოშლა, რასაც თან ერთვის მეცნიერთა შორის უბედურ შემთხვევათა მაღალი პროცენტი; წარმოიდგინეთ შიმშილი, დაკავშირებული რადიოაქტიურ გამოსხივებასა და ბაქტერიოლოგიური ომით გამოწვეულ ეპიდემიებთან; გაუძლებს საზოგადოება ასეთ დაძაბულობას? ხომ აუწყებენ წინასწარმეტყველები ჭკუიდან გადასულ მოსახლეობას, რომ მათი ავადმყოფობა სრულად მეცნიერების ბრალეულობითაა, და რომ განათლებული ადამიანების სრულად განადგურება ათასწლეულის მოსვლას მოასწავებს?! უკიდურეს იმედებს უკიდურესი ტანჯვა ბადებს, ასეთ სამყაროში კი იმედი მხოლოდ ირაციონალური შეიძლება იყოს. მე ვფიქრობ, რომ დიდი სახელმწიფოები, რომლებსაც ჩვენ მივეჩვიეთ, დაიშლება, იშვიათი გადარჩენილები კი სოფლის პრიმიტიულ ეკონომიკას დაუბრუნდება,
მესამე შედეგი, ანუ მთელ დედამიწაზე ერთიანი მმართველობის დამყარება, შესაძლოა რამდენიმე გზით განხორციელდეს: მომდევნო მსოფლიო ომში აშშ-ის გამარჯვებით, საბჭოთა კავშირის გამარჯვებით ან, თეორიულად, შეთანხმების საფუძველზე. ან - და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე დამაიმედებელია შედეგებს შორის, რომლებიც რაიმე ხარისხით არის დასაშვები - ერთა კავშირით, რომლებსაც საერთაშორისო მმართველობა სურთ და რომლებიც საბოლოოდ იმდენად ძლიერებად იქცევიან, რომ რუსეთი მათ წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევს. ეს, სავარაუდოდ, შესაძლოა მომდევნო მსოფლიო ომის გარეშე მოხდეს, მაგრამ მას მრავალი სახელმწიფოს თამამი და შემოქმედებითი ძალისხმევა დასჭირდება.
სამყაროს ერთიანი მმართველობის პროექტის წინააღდეგ სხვადასხვა არგუმენტები არსებობს. ყველაზე გავრცელებულს ის წარმოადგენს, რომ პროექტი