ათეისტი ვარ თუ აგნოსტიკოსი შემწყნარებლობის მოთხოვნა ახალ დოგმათა ფონზე
ის ადამიანი ვსაუბრობ, ვინც მამაჩემს სურდა, რომ რაციონალისტი ყოფილიყო. ის იმდენადვე გახლდათ რაციონალისტი, რამდენადაც მე ვარ, მაგრამ მისი გარდაცვალებისას მე მხოლოდ სამი წლის ვიყავი. ამდენად, ლორდ-კანცლერის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბერტრან რასელს ქრისტიანული განათლების უპირატესობით მესარგებლა.
ვფიქრობ, რომ აღნიშნულმა სასამართლომ არაერთხელ ინანა ეს ფაქტი. ამ ყველაფერს იმდენი სიკეთე არ მოუტანია, რამდენსაც ისინი იმედოვნებდნენ. შესაძლოა ისიც კი თქვათ, რომ ქრისტიანული განათლების შეწყვეტა დასანანი იქნებოდა, რადგან რაციონალისტებს ვეღარ მიიღებდით.
ისინი უმთავრესად იბადებიან, როგორც უკურეაქცია განათლების სისტემაზე, რომელიც მართებულად მიიჩნევს, რომ მამამ განსაზღვროს, როგორ გაიზრდება მისი შვილი, მაგლთონელად [მცირე პროტესტანტული სექტა ინგლისში] თუ სხვა მსგავსი უაზრობის მიმდევრად, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში - რაციონალისტად. ჩემს ახალგაზრდობაში ეს უკანონობად ითვლებოდა.
ცოდვა და ეპოსკოპოსები
მას შემდეგ, რაც რაციონალისტად ვიქეცი, აღმოვაჩინე, რომ სამყაროში ჯერ კიდევ საკმარისი პრაქტიკული გამოყენება შეიძლება ჰქონდეს რაციონალისტურ თვალსაზრისს, და არა მხოლოდ გეოლოგიაში, არამედ ყველა სახის პრაქტიკულ საკითხებში, როგორიც არის განქორწინება და შობადობის კონტროლი, და სულ ახლახან წამოჭრილი საკითხი - ხელოვნური განაყოფიერება, რასთან დაკავშირებითაც ეპისკოპოსები გვეუბნებიან, რომ ეს სასიკვდილო ცოდვაა, მაგრამ სასიკვდილო ცოდვაა იმდენად, რამდენადაც ამის შესახებ ბიბლიაში წერია რაღაც. იგი არ წარმოადგენს სასიკვდილო ცოდვას, რადგან ვინმეს აყენებს ზიანს, საუბარი ამის შესახებ არ არის. მანამ, სანამ თქვენ შეგიძლიათ განაცხადოთ და მანამ, სანამ შეგიძლიათ დაარწმუნოთ პარლამენტი, რომ რაღაც მხოლოდ იმიტომ არ უნდა გაკეთდეს, რომ ამის შესახებ ბიბლიაში მოიძებნება რამდენიმე სტრიქონი, ცხადია, რომ მანამ პრაქტიკული რაციონალიზმის დიდ დეფიციტს განვიცდით. შესაძლებელია საქმის კურსში იყოთ, რომ დიდ სირთულეს წავაწყდი აშშ-ში მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კონკრეტულ პრაქტიკულ საკითხებში, ჩემი შეხედულებით, ბიბლიის მიერ მიცემული ზნეობრივი რეკომენდაცია დამაჯერებელი არ იყო, და მიმაჩნდა, რომ მსგავს სიტუაციაში ინდივიდმა იმისგან განსხვავებულად უნდა იმოქმედოს, რასაც ბიბლია ამბობს. ამ საფუძვლით სასამართლომ დაადგინა, რომ ჩემი პიროვნება არ შეესაბამებოდა აშშ-ის რომელიმე უნივერსიტეტში პედაგოგიური მოღვაწეობის სტანდარტებს, რადგან მე პრაქტიკული საფუძველი გამაჩნდა რაციონალიზმისთვის მიმენიჭებინა უპირატესობა სხვა შეხედულებებთან შედარებით.
ნუ იქნებით მეტისმეტად დარწმუნებულნი!
საკითხი, თუ როგორ უნდა განისაზღვროს რაციონალიზმი, სრულებით არ წარმოადგენს იოლს. მე არ ვთვლი, რომ მისი ჩამოყალიბება ამა თუ იმ ქრისტიანული დოგმის უარყოფით იყოს შესაძლებელი. სრულიად დასაშვებია, რომ იყოთ აბსოლუტური რაციონალისტი, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით, და კვლავ აღიარებდეთ ამა თუ იმ დოგმას. მნიშვნელოვანია, თუ როგორ მიდიხართ თქვენს დასკვნებამდე და არა ის, თუ რას წარმოადგენენ ისინი. ის, რისიც ჩვენ გვწამს, გონების უზენაესობაა. თუ გონებას ორთოდოქსულ დასკვნებამდე მიჰყავხართ, ძალიან კარგი, თქვენ მაინც რაციონალისტად რჩებით. ჩემთვის არსებითს ის წარმოადგენს, რომ ადამიანმა საკუთარი დასკვნები დააფუძნოს მსჯელობის მეთოდს, რაც მეცნიერების მიერ არის აღიარებული და არაფერი მიიჩნიოს აბსოლუტურად დამაჯერებლად, არამედ მეტი ან ნაკლები ხარისხით სავარაუდოდ. არ იყო აბსოლუტურად დარწმუნებული, ჩემის აზრით, რაციონალიზმის არსებით შემადგენელს წარმოადგენს.
ღმერთის მტკიცებულება
ახლა კი დგება იმ პრაქტიკული საკითხის რიგი, რომელსაც არაერთხელ შევუწუხებივარ. როდესაც მე უცხო ქვეყანაში, ციხესა ან მსგავს დაწესებულებაში მივდივარ, ყოველთვის მეკითხებიან: რა არის თქვენი რელიგია?
მე არ ვიცი, უნდა ვთქვა „ აგნოსტიკოსი “ თუ „ ათეისტი “ . ეს ძალიან რთული კითხვაა და თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ ალბათ თქვენც არაერთხელ შეწუხებულხართ ამ საკითხით. როგორც ფილოსოფოსი, თუკი მე ფილოსოფოსთა აუდიტორიას მივმართავდი, ვიტყოდი, რომ მე აგნოსტიკოსი ვარ, რადგან არ ვფიქრობ არსებობდეს დამაჯერებელი საბუთი, რომელიც ღმერთის არარსებობას დაამტკიცებდა.
მეორეს მხრივ, თუ ჩვეულებრივ