გიორგი ადამოვიჩი(1892-1972)
***
რა იყო უწინ? - გაცრეცილი დასალიერი,
ოქროფერილი მზის სხივების ფრენა და ბზინვა...
ჭირხლის ყვავილი დახატული სახლის მინებზე,
ქუჩებში სუსხი და სულშიაც გაბმული ყინვა.
და საფლავების იდუმალი ჩურჩული მაშინ,
უცხო სიჩუმე, გაზიარებს რომელიც ნათელს...
გასულა ათი წელიწადი, ვერაფრით წავშლით,
ხსოვნაში რაც კი ჩარჩენილა, რაც იყო ადრე.
გავა ათასი...მაგრამ მაინც დრო საარაკო,
არ დაბრუნდება არასოდეს ჭირის უფალო...
ამქვეყნად იყო მხოლოდ ერთი დედაქალაქი,
სხვა დანარჩენი - ქალაქები იყო უბრალოდ.