ვიდიადჰარ ს. ნაიპოლი
ორი სამყარო
ჩემთვის უჩვეულო მდგომარეობაში ვარ. საერთოდ, სათქმელს ზეპირად კი არა, ნაწერებით ვამბობ ხოლმე. როცა მითხრეს, სიტყ ვა უნდა წარმოთქვაო, ვუპასუხე, ზეპირად სათქმელი არაფერი მაქვსმეთქი. მართლაც ასეა. შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, რომ კაცს, რომელსაც აგერ ორმოცდაათი წელია, სიტყვებთან, გრძნობებთან და აზრებთან აქვს საქმე, გასაცემი აღარაფერი დარჩენია. მაგრამ, თუკი რამ ღირებული გამაჩნია, ყველაფერი ჩემს წიგნებშია; ამის გარდა თუ მაქვს რამე, ის საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული, წესიერად არც ვიცი, რა არის; უბრალოდ, მომავალ წიგნს ელოდება. თუ ბედმა გამიღიმა, წერის პროცესში მოვა და თვითონვე გამაკვირვებს. წერისას სწორედ გაკვირვების ამ ელემენტს ვეძიებ, მის მიხედვით ვაფასებ საკუთარ შრომას – რაც საკმაოდ ძნელი საქმეა.
პრუსტი ღრმად სწვდებოდა სხვაობას მწერალსა და ავტორის პიროვნულობას შორის. ამ საკითხთან დაკავშირებით მისი აზრე ბი გადმოცემულია ესეებში „სენტბევის წინააღმდეგ“ – ადრეული ნაწერებისგან შედგენილ წიგნში.
XIX საუკუნის ფრანგ კრიტიკოსს სენტბევს მიაჩნდა, რომ მწერლის გასაგებად აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი იცოდე
მის გარეგნულ სახესა და ცხოვრების დეტალებზე. ადამიანის გამოყენება ამა თუ იმ ნაწარმოებისთვის ნათლის მოსაფენად მაც დური მეთოდია. შეიძლება, ამგვარი მეთოდი მიუდგომელიც ჩან დეს, მაგრამ პრუსტს ძალზე დამაჯერებლად შეუძლია მისი უარ ყოფა. „სენტბევის მეთოდი, – წერს პრუსტი, – უგულებელყოფს, რომ მცირეოდენი თვითშეცნობაც კი გვასწავლოს: წიგნი ნაყოფია იმ „მე“სი, რომელიც განსხვავდება ჩვენი ჩვევებით, სოციალ ური ცხოვრებით, მანკიერებებით წარმოდგენილი „მეს“სგან. თუ შევეცდებით, გავიგოთ ეს კერძო „მე“, იგი საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ; ვცადოთ, საკუთარ გულს ჩავწვდეთ და მაშინ შეიძლება,
„მე“სთანაც მივიდეთ“.
პრუსტის ეს სიტყვები თან გვდევს, როცა ვკითხულობთ ბიო გრაფიას მწერლისა თუ ნებისმიერი ადამიანისა, ვინც შთაგონე ბაზეა დამოკიდებული. ცხოვრების ყოველი წვრილმანი, მეგობრო ბის ყოველგვარი ნიუანსი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ დარჩება ნაწერის იდუმალება. ამას ვერ გვაზიარებს ვერანაირი დოკუმენ ტაცია, რამდენიც არ უნდა იყოს იგი და რა მომხიბვლელობაც არ უნდა ჰქონდეს. მწერლის ბიოგრაფია – ან თუნდაც ავტობიოგრა ფია – ყოველთვის არასრულყოფილი იქნება.
პრუსტი გავრცობის ოსტატია და მინდა, ისევ დავუბრუნდე წიგნს „სენტბევის წინააღმდეგ“ – მხოლოდ ერთი მიზეზით. პრუსტი წერს: „ეს ყველაზე ღრმა და ფარული „მე“ს მიერ მარ ტოობაში, მხოლოდ საკუთარი თავისთვის დაწერილი საიდუმლოა, რომელსაც კაცი საზოგადოებას წარუდგენს. ის, რითაც მავანი პი რად ცხოვრებას ალამაზებს საუბარში ან სასტუმრო ოთახის ეს ეებში, ბევრით რომ არ სჯობია ნაბეჭდ საუბრებს, არის სრულიად ზერელე „მე“ს ნაყოფი და შორსა დგას ღრმა, იდუმალი „მე“სგან, რომელსაც კაცი მიაღწევს მხოლოდ სამყაროსა და მისი გამომსახ ველი „მე“ს უგულებელყოფით“.
ამ სიტყვების წერისას პრუსტს ჯერ კიდევ არა აქვს ნაპოვნი ის, რაც უდიდესი სალიტერატურო შრომის ბედნიერებისაკენ მი უძღოდა. ციტატის მიხედვით შეგიძლიათ თქვათ, რომ პრუსტი იყო კაცი, რომელსაც სწამდა საკუთარი ინტუიციისა და ელოდებოდა იღბალს. ეს ციტატა ადრე სხვაგანაც მომიყვანია, რადგან იგი გან
საზღვრავს ჩემს დამოკიდებულებას საკუთარი საქმისადმი. მე ალ ღოსი მწამდა. ასე იყო დასაწყისში. ასეა ახლაც. წარმოდგენა არა მაქვს ხოლმე, როგორ მობრუნდება საქმე, წერისას საით წავალ. მწამდა საკუთარი ალღოსი და ალღოთი ვწერდი. თავიდან, როცა წერას ვიწყებ, მაქვს იდეა, მაქვს ფორმა. მაგრამ მხოლოდ რამდენ იმე წლის შემდეგ ვხვდები ბოლომდე, რა დამიწერია. წეღან ვთქვი, თუ რამ ღირებული მაქვს, ჩემს წიგნებშიამეთქი. ახლა მეტსაც გეტყვით. მე ყველა ჩემი წიგნი ვარ ერთად. ყოველი წიგნი – ინ ტუიციურად გააზრებული და, თუ პროზაული ნაწარმოებია, ინ ტუიციურად გამომუშავებული, – იმას ეყრდნობა, რაც ჩავლილია. ვგრძნობ: ჩემი ლიტერატურული მოღვაწეობის ყოველ საფეხურზე შემეძლო მეთქვა, რომ უკანასკნელი წიგნი შეიცავდა ყველა და ნარჩენს.
ეს განაპირობა გარემომ, სადაც აღვიზარდე. ჩემი ძირები ერთ დროულად განსაკუთრებულად უბრალოა და განსაკუთრებულად შემაცბუნებელი. დავიბადე ტრინიდადში. ესაა პატარა კუნძული ვენესუელაში, დიდ მდინარე ორინიკოზე. ასე რომ, ტრინიდადს დაბეჯითებით ვერც სამხრეთ ამერიკას დაარქმევ და ვერც კა რიბის ზღვის აუზს. წარმოიშვა და განვითარდა, როგორც ახალი სამყაროს პლანტაციური კოლონია. მე რომ დავიბადე, 1932 წელს, მოსახლეობის რიცხვი დაახლოებით 400 000ს აღწევდა. აქედან
150 000 ინდიელები, ინდუსები და მაჰმადიანები იყვნენ, თითქმის ყველა გლეხური წარმოშობისა, თითქმის ყველა განგის ველე ბიდან. ძალზე პატარა დასახლება იყო. ინდოეთიდან მიგრაცი ის ეს ტალღა 1880 წლის შემდეგ წამოვიდა. ხალხი ხუთწლიანი ხელშეკრულებებით მუშაობდა მამულებში. ვადის გასვლის შემდეგ იღებდნენ ან მიწის პატარპატარა ნაკვეთებს (ხუთიოდე აკრს) ან საშვს ინდოეთში დასაბრუნებლად. 1917 წელს განდისა და სხვათა აგიტაციის გამო სახელშეკრულებო სისტემა გაუქმდა. შესაძლე ბელია,