განსჯანი არისტოტელისანი სათნოებათა და ბიწთათვის ჭეშმარიტებასა ეკუთვნის რათამცა ვაქებდეთ ყოველსა პატიოსნებასა და ძაგებულ-ვჰყოფდეთ ყოველსა უშუჱრებასა. შორის პატიოსანთა ნივთთა, პირველსა უკუჱ ადგილსა იპყრობენ სათნოებანი, ხოლო შორის უშუჱრთა ბიწნი. მაშასადამე სათანადო არს ქებად სათნოებაჲ, და არა თუ მხოლოდ ოდენ იგი არამედ მიზეზნიცა მისნი, და რაჲცა შეუდგებიან მას სარგებელობანი, და ყოველნი საქმენი სათნოებათანი. ვითარ იგი ჯერ არს ძაგებად ყოველი იგი, რომელნიცა ეწინაღმდეგებიან მას, ხოლო ვინაdგან აზრისამებრ პლატონისა, რეცა სამნი არიან ნაწილნი ანუ ძალნი სულისანი. (ესე იგი არს) გონიერება, რომელიც გულისხმის-ყოფით განიხილავს რაჲ ჯერ-არს ქმნად და რაჲ არა ჯერ-არს. სიმშჳდე, და სიმხნე, რომელნიცა თავს იდებენ ყოველთა წინააღმდგომობათა. სიმკაცრე, და აღჳრ-სხმა თავისა, რომელნიცა მართუჱნ წადილსა მოპოებასა შინა თჳსდა საჭიროებათასა. ხოლო მახლობელნი ხსენებულთა მათ სულისა-ძალთანი არიან მართლმსაჯულება, უხუჱბა, და სულგრძელება. ეგ სახედუჱ უსუსურებანი ანუ ბიწნი სულისანი არიან სამნი ესე შემდგომნი. უგუნურება განრჩევასა შინა ჭეშმარიტებით ნივთთასა. სიცოფე და შიშნეულება მოთმინებათა შინა წინააღმდეგობათასა. განმბნეველობა და უკრძალველობა მოპოვნებათა შინა საჭიროთა ნივთთასა. ხოლო მახლობელნი მათ სისუსტეთა ანუ ბიწებათანი არიან ესენი, უსამართლოება, სიძუნწე, და სულმოკლობა.
განმარტება მათთჳს რაჲსაცა შინა შეიცჳს თჳთოეული ზემოხსენებულთა სათნოებათაგანი
გონიერებისათჳს
გონიერება არს გონებისა ჩუჱნისა ესრეთი ვიდრემე სათნოება, რომლისა საშუალობითა კაცნი განიხილუჱნ რა ყოველსა მას რაჲცა კეთილდღეობისა მათისა შესაბამ არს, არა თანა წახდებიან მოპოებასა მისსა თავთა თჳს თჳსთა.
სიმშჳდე
სიმშჳდე არს ესე ვითარი სათნოებაჲ გულისა ჩუჱნისა, რომლითა კაცნი ფრიად ძნიადრე განიღჳძებიან რისხჳსადმი.
სიმხნისათჳს ანუ სიმამაცისა
სიმამაცე არს ესე გუარი სათნოება გულისა ჩუჱნისა, რომლისა ძლით კაცნი მოქადულთა სიკუდილისა საშინელებათაგან ძნიად ძალ-იდებენ შერყევასა.
ზომიერებისა გინა სიმკაცრისათჳს
ზომიერება გინა სიმკაცრე არს ესრეთი სათნოება სულისა ჩუჱნისა, ოდეს ხმარებათა შინა ნივთთასა ესრეთ სიმკაცრით ვიქცეოდეთ, რომელ ბიწიერთადმი დატკბობათა არა სადა მივსდრკეთ და არცა მწადნელად მათსა ვიპოვნეთ.
აღჳრსხმისათჳს
აღჳრსხმა არს გულის-თქმიერისა სულისა ვითარ რეცა ზღუდეჲ, რომელიცა ხმარებათა შინა ნივთთასა, უხმარსა მიდრეკილებასა დატკბობისადმი დააყენებს და პყრობილ-ჰყოფს.
მართლმსაჯულებისათჳს
მართლმსაჯულება არს ესევითარი სათნოება კეთილი სულისა ჩუჱნისა, რომელიცა ყოველთა ღირს-სათანადოსა წარუწერს.
უხუჱბისათჳს
უხუჱბა არს ეგრეთვე სათნოება სულისა, რომელიცა განმზადებულ-არს მარადის განყოფად საუნჯისა თჳსისა პატიოსანთა სახმარებათა ზედა.
სულგრძელებისათჳს
სულგრძელება არს, ესევითარი სათნოება სულისა, რომელსაცა თანასწორად ძალუძს თავს დებად, ბედნიერებისა და უბედურებისა, პატივისა და უპატიობისა.
განმარტება მათთჳს რაჲსაცა შინა თჳთოეულთა ამა ბიწთაგანი შეიცჳან
უგუნურებისათჳს
უგუნურება არს ნაკლულევანება ანუ უძალოება გონებისა. იგი არს მიზეზ სრულისა უბედურისა ცხოვრებისა.
მრისხანებისათჳს
მრისხანება არს ბიწი გულისა ჩუჱნისა რომლისა ძლითცა კაცნი ადჳლადრე აღვშფოთნებით.
შიშნეულებისათჳს
შიშნეულობა არს ბიწი ესევითარი გულისა ჩუჱნისა, რომლითაცა კაცნი შესაშინებელითა და უმეტეს წარწყმედისა ქადილითა ადჳილადრე შეძრწუნდებიან.
უზომოებისა გინა განრყუნილებისათჳს
განრყუნილება ანუ გემოთმოყუარება, ბიწი არს შუჱბათ მოყუარისა სულისა, რომლისა ძლით კაცნი ბოროტთა და აღსაკრძალუჱლთა განცხრომათა მიეცემიან.
აღჳრ-უსხმელობისათჳს
აღჳრ-უსხმელობისას არა რაჲმე დასხნა აქა არისტოტელმან, გარნა შესაძლებელ-არს იგი განსაზღურებად შემდგომითა ამით სახითა.
აღჳრ-უსხმელობა არის ბიწი გულის-თქმიერისა სულისა, რომელიცა მიგჳზიდავს ჩუჱნ წადილით ამით ლტოლუად ნივთთა ანუ საქმეთა მათთადმი განრემზომთა გონიერებისათა, დაღაცათუ იგინი რიცხუთა შორის უპატიოთა დატკბობათასა იყოფოდენმცა.
უსამართლოებისათჳს
უსამართლოება არს ესევითარი ბიწი სულისა, რომლისა ძლით ნებავსთ თავთა თჳსთა შეძინებაჲ და განძლიერებაჲ. უმეტეს რაოდენ თჳს ეყოფის კაცსა.
სიძუნწისათჳს
სიძუნწე ანუ ვეცხლის-მოყუარება არს ბიწი მაიძულებელი მეცადინობად, რათამცა ყოვლით კერძო ანგაარი მოიხუჱჭდეს შესაძინელთა.
სულმოკლეობისათჳს
სულმოკლეობა ანუ უსუსურება სულისა არს ესევითარი ბიწი, რომელ კაცთა ბედნიერობისა გინა უბედურებისა, პატივთა ანუ უპატიოებათა ზომიერად ვერა ძალ-ედუასთ ტჳრთაჲ.
თჳსებანი თჳთოეულთა სათნოებათანი
თჳსებათათჳს გონიერებისა
გონიერებასა კეთილსა თჳს-ეყჳს მიღებად განზრახჳსა ამის რათა განარჩევდეს კეთილსა ბოროტისაგან, გამოეძიებდეს რაჲ სათანადო არს სურვად ცხოვრებასა შინა, და რაჲსა ჯერ-არს გარე უკუნ-ქცევად. ვითარ შესაბამად ჯერ-არს სარგებლობად კეთილთა მათგან რომელნიცა მოგუანიჭა ჩუჱნ ბუნებამან. და ვითარ ჯერ-არს ქცევად კაცთა თანა. მჭირვად ჟამსა თჳსსა საქმეთა, განსჯად და შესაბამიერ მოუბნარობად. ხოლო უკანასკნელ გამოცდად ყოველი იგი რაჲ საგანცა მივიღებთ ჩუჱნ სარგებელობასა. და რაჲცა თჳს-ეყჳს მეყსიერებასა, გამოცდილებასა, და გულს-მოდგინებასა, რომელნიცა იშუჱბიან გონიერებისაგან კეთილისა, და ანუ უსაშუალოდ შეუდგებიან მას. გამოცდილება უკუჱ და მეყსიერებაჲ შესაძლო არს შერაცხუად თანამოქმედად და შემწე მიზეზად გონიერებისა. ხოლო გულს-მოდგინებაჲ და რჩევითსა განზრახუასა შინა გამარჯვება (ანუ წარმართება) კერძოებად მისსა.
თჳსებათათჳს სიმშჳდისა
თჳსებანი უკუჱ სიმშჳდისა არიან ესენი. რათამცა