ვუძღვნი მშობლების,
დალი დვალისა და იური ხარბედიას ხსოვნას ეს წიგნი ჩემი გაფანტული ნაწერების თავმოყრის მეორე ცდაა (პირველი ცდის შედეგი 2006 წელს გამოვიდა, „პირადი ბიბლიოთეკა“). ახლო მომავალში ალბათ კიდევ ერთიორი ასეთი წიგნი გამოვა - სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ბლოგები, სტატიები, ესეები, კრიტიკული გამოხმაურებები. ამათ რომ მოვუვლი, იმედი მაქვს, საგროვებელი და თავმოსაყრელი ტექსტების გარდა გაბმული ტექსტებისთვისაც მოვიცლი.
აქ მხოლოდ ბლოგები, ესეები და რამდენიმე მიმოხილვითი წერილია შესული. კრიტიკა ცალკე წიგნად დაიბეჭდება, არ მინდოდა ზედმეტად აჭრელებულიყო წიგნის ისედაც ჭრელი თემატური შემადგენლობა.
„მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან“ რამდენიმე ნაწილისგან შედგება, აქაა ავტობიოგრაფიული ესეებიც, ბლოგები ლიტერატურაზე, მწვავე გამოხმაურებები მედიის, კულტურისა თუ პოლიტიკის საკითხებზე, მიმოხილვები (2008 წლის ომისადმი მიძღვნილი ორი დიდი მიმოხილვა, რომლებზე მუშაობის დროსაც აუარება თემაში და პუბლიკაციაში გავიხლართე), ლიტერატურული ენტომოლოგია, ქალაქი და ალტერნატიული ქალაქი, ეკოლოგია და ყოფითი ცხოვრება. ბლოგების დიდი ნაწილი რადიო „თავისუფლების“ საიტზე გამოქვეყნდა, დანარჩენები კი სხვადასხვა ელექტრონული თუ ბეჭდური გამოცემისთვის დავწერე.
ავტორი