ვინ მოკლა ილია? (ახლადმოძიებული საარქივო მასალები. ნაწილი I)
თენგიზ სიმაშვილი
641 ნახვა
წასაკითხი
რჩეული
5 ლარი
ყიდვა
სარჩევი
ყდა
შესავალი
თავი I - ილია ჭავჭავაძის გარემოცვა და მათი კავშირები
თავი II - ილიკო იმერლიშვილის კავშირები პავლე ფშავლიშვილთან, გიგლა ბერბიჭაშვილთან და მათ მიერ ჩადენილი ერთობლივი დანაშაულებები
თავი III - ილიკო იმერლიშვილი და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა
გამოყენებული ლიტერატურა და საარქივო მასალები
საარქივო დოკუმენტები
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების ამ საქმეში პირდაპირაა მითითებული თავდასხმაში მონაწილე მეოთხე ბოროტმოქმედის მეტსახელი. შესაბამისად ერთ-ერთი კითხვა, რაც ამ დოკუმენტის ნახვისას დამებადა იყო ის, თუ რომ რატომ არავინ დაინტერესდა ვინ იყო ეს იდუმალი ,,ილია მცხეთელი”? დოკუმენტური მასალების გადამუშავების და ანალიზის შემდეგ, ამჟამად ძალიან მარტივი პასუხი მაქვს. იმიტომ, რომ არ სურდათ მისი ვინაობის გამჟღავნება.
აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პერიოდშიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან კავშირში ,,ილია მცხეთელს” არსად იხსენიებდნენ. ეს იმის მიუხედავად, რომ, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, 1928 წელს შექმნილ საარქივო დოკუმენტში, იგი დიმიტრი ჯაშის გვერდით სწორედ ერთ-ერთ ეჭვმიტანილად არის მოხსენიებული.
ამას ადასტურებს ჩამს მიერ მოძიებული საარქივო მასალები. მათში, ქრონოლოგიურად მინდა გამოვყო 1908 წლით დათარიღებული დოკუმენტები. კერძოდ, საისტორიო არქივში მოვიძიე, დუშეთის მაზრის ტერიტორიაზე მოქმედი ,,წითელ რაზმელების“ დამხმარე პირების დაპატიმრების საქმე. 1908 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული, აბესალომ გიორგის ძე ფაღავას, (სავარაუდოდ ყარამან გიორგის ძე ფაღავას ძმა - თ.ს.) დუშეთის მაზრის პოლიციის ჩაფრების (სტრაჟნიკები) უფროსი ურიადნიკის მიერ დაწერილ ოქმში ვკითხულობთ: ,,პავლე ფშავლიშვილთან ერთად მის ბანდაში იმყოფებოდნენ ი. იმერლიშვილი, ვ. ინაშვილი, გ. ბერბიჭაშვილი და სხვები‘‘.(183)
ერთ-ერთ დოკუმენტში კი, პირდაპირაა ნათქვამი ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ილიკო იმერლიშვილის, გიგლა ბერბიჭაშვილის, ივანე ინაშვილის და პავლე ფშავლიშვილის მონაწილეობის შესახებ. კერძოდ, 1908 წლის 25-31 დეკემბრით დათარიღებული რამოდენიმე გვერდიანი ოქმში, რომელიც შეუდგენია დუშეთის მაზრის ბაზალეთის ნაწილის პრისტავ ოზიევს, სადაც პავლე ფშავლიშვილთან და მის ,,თანამებრძოლებთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ზემონახსნები ი. ქისტურის დაკითხვაა ასახული, სიტყვა-სიტყვით წერია შემდეგი: ,,დაკითხვისას დაკავებულმა თქვა, რომ ამა წლის მაისში(1908) ის შემთხვევით შეუერთდა ფშავლიშვილის ბანდას, რომელშიც მონაწილეობენ თვით ბანდის მეთაური ფშავლიშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელები: ივანე ინაშვილი და გიგლა დარჩოს ძე ბერბიჭაშვილი და სოფ. მცხეთის მცხოვრები ილიკო იმერლიშვილი და მრავალი სხვა, რიცხვით 13 კაცამდე“.(184)
ამგვარად, ამ დოკუმენტში კონკრეტულად ამ ნიშნით - ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელები’’ პირდაპირაა გამოყოფილი ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილე პირები სხვებისგან. ამასთან ეს ხდება იმ დროს, როდესაც თბილისში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამომძიებლები უშედეგოდ ცდილობდნენ მკვლელობაში მონაწილე უცნობი ,,იმერელი“-ს ვინაობის გარკვევას, დუშეთის მაზრის პოლიციის ჩინებისთვის იგი, როგორც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე კარგად იყო ცნობილი, თან სრული სახელით და გვარით - ილიკო იმერლიშვილი.
ილიკო იმერლიშვილი ასევე დასახელებულია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილედ, 1914 წლით დათარიღებულ საარქივო მასალაში. კერძოდ, თბილისის სამძებრო პოლიციის ერთ-ერთ საქმეში, რომელიც ეხება ილიკო იმერლიშვილის დაკავების ოპერაციას აღმოჩნდა საარქივო დოკუმენტები, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ილიკო იმერლიშვილი და მისი რაზმელები მონაწილეობდნენ.
მათგან გამოვარჩევ ორ დოკუმენტს, პირველი ესაა - 1914 წლის 15 იანვრით დათარიღებული თბილისის სამძებრო პოლიციის განყოფილების უფროსის მიერ, თბილისის პოლიცმეისტერის სახელზე გაგზავნილი ორ გვერდიანი მოხსენება, მეორე კი 1914 წლის 1 თებერვლით დათარიღებული, ასევე თბილისის სამძებრო პოლიციის განყოფილების უფროსის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოს საგანგებო საქმეთა გამომძიებლის სახელზე გაგზავნილი სამ გვერდიანი მოხსენება, სადაც სიტყვა-სიტყვით წერია შემდეგი: ,,ილიკო იმერლიშვილმა თავისი დაჯგუფების წევრებთან ერთად ჩაიდინა უამრავი მკვლელობა კერძო და თანამდებობრივი პირების, სოფლის მამასახლისების, სტრაჟნიკების, მემამულე თავად ილია ჭავჭავაძის (ქართველი მწერლის)”.(185)
მსგავსი, რამოდენის დღის შემდეგ დათარიღებული დოკუმენტის შინაარსი, პირველისგან განსხვავდება იმით, რომ მასში მითითებულია ინფორმაციის წყაროც - ,,ილიკო იმერლიშვილმა თავისი დაჯგუფების წევრებთან ერთად ჩაიდინა უამრავი მკვლელობა კერძო და თანამდებობრივი პირების, სოფლის მამასახლისების, სტრაჟნიკების, მემამულე თავად ილია ჭავჭავაძის (ქართველი მწერლის) და აღნიშნული ინფორმაცია მოპოვებულია აგენტურული შეტყობინებების საფუძველზე’’-ო.(186)