* * * ვოვილის მოვლენას „ახალგაზრდა ინგლისელი მფრინავის სიკვდილი“ ვუწოდე. ეს ამბავი პირველად მოვუყევი ბენუა ჟაკოს, რომელმაც ტრუვილში ჩამომაკითხა. მასვე მოაფიქრდა, ოცი წლის მფრინავის ამბის მოყოლისას გადავეღე. ჰოდა, ბენუა ჟაკოს ფილმი გამოუვიდა. ოპერატორი კაროლინ შამპეტიე დე რიბი იყო, ხმის რეჟისორი – მიშელ ვიონე. გადასაღებ მოედნად ჩემი პარიზული ბინა იქცა.
ფილმს რომ მოვრჩით, ნოფლ-ლე-შატოში – ჩემს სახლში გავემგზავრეთ. იქ წერის შესახებ ვილაპარაკე. მინდოდა, წერაზე საუბარი მეცადა. ასე გადაიღეს მეორე ფილმი იმავე გუნდის წევრებმა და პროდიუსერებმა, სილვი ბლუმმა და კლოდ გიზარმა ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტიდან.
ამ კრებულში Roma-დ წოდებული ტექსტი თავდაპირველად იყო ფილმი „რომაული დიალოგი“, რომელიც RAI-მ ჩემი მეგობრის, ჯოვანელა ძანონის თხოვნით დააფინანსა.
მ. დ.
პარიზი, 1993 წლის ივნისი