მეფედ მეფე ერთმოქმედებიანი პოლიტიკური სატირა
მოქედი პირნი:
ვარსქენი - კაცი რომელსაც ძალიან უნდა მინისტრობა.
ნანა - ამ კაცის ერთგული ცოლი.
ვალიკო - სკაფანდრიანი კაცი, იგივე მეფედ მეფე.
ანზორიკო - ვარსქენის და ნანას მოხერხებული მეგობარი.
მინისტრები: 1, 2, 3, 4, 5 - რიგითი, არაფრით გამორჩეული მინისტრები.
მევლუდი - ვირის პატრონი.
ვირი - ძალზედ უცნაური ბედის მქონე პირუტყვი.
გადაცემის წამყვანი - ეგეთებიც ბევრი გვინახავს.
ქალის ხმა - ეს ის ქალია, სადღაც რომ არის და რაღაც საქმეებს აგვარებს.
ეპიზოდურ როლებში დაკავებული მედიკები და პოლიციელები, რა თქმა უნდა, სათვალავში არა გვყავს.