ფრენის დღე
მეგობრებს
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ერთ დღესაც აღმოვაჩინე, ყელამდე ვალებში ვიყავი ჩაფლული. ჩემ გარშემო აღარავინ დარჩენილიყო, ვისი ვალიც არ მქონდა - ნაცნობი, უცნობი, უახლოესი მეგობარი თუ ვინმე შორებელი, ყველასთან მქონდა გაგზავნილი თითო წერილი მაინც, ქვის გამხეთქი ტექსტით და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, არცერთს უარი არ უთქვამს...
აამას კი დროებითი შედეგი ჰქონდა, ადგილობრივ ანესთეზიასავით - იმ კონკრეტულ შემთხვევაში და დროში აყუჩებდა ტკივილს, თორემ, საქმე საქმეზე რომ მიდგა და უკან მოვიხედე (მომახედეს!), საზარელი სურათი გადამეშალა. ერთმანეთის მიყოლებით, ყველამ თავისი მოითხოვა. ეეს ბუნებრივიც იყო, რადგან დრო გადიოდა და მე არაფრის შეცვლა არ შემეძლო.
ყყველაზე ლოგიკურ გამოსავლად თვითმკვლელობა ჩანდა, ასე უფრო მარტივად და გასაგებად დავაღწევდი თავს პასუხისმგებლობას, მაგრამ დიდი ხანია, თვითმკვლელობა ისეთ უზრდელობად მიმაჩნდა, რომელსაც მსგავსი არ მოეპოვება (მათ შორის არც ვალების ისტერიკული აღება), ამიტომ ეს გზა თავშივე მოვჭერი.
მმეორე გამოსავალი ბანკის გატანა იყო, ან რომელიმე ფინანსური დაწესებულების დაყაჩაღება და, ვინაიდან არც ამისთვის აღმომაჩნდა ძალა და უნარი, მესამე გამოსავლის მოფიქრება გადავწყვიტე.
ფფიქრსა და ფიქრს შორის, ცხოვრებასაც თავისი მივუზღე და ბაზარში წავედი.
ეეს ყველაზე კარგი ადგილია, სადაც ყველაფერს ივიწყებ, საკუთარი თავის ჩათვლით, რადგან მას ვერც ვერსად იპოვი - ყველა კუნჭული უშენოდაც ამოვსებულია, გამოტენილია ფერით, ხორცით, ხმაურით. ბაზარში შეგიძლია თავფეხიანად განიცადო ის, თუ რაში იხარჯება ადამიანური დროის ძვირფასი ნაწილი, განიცადო, მაგრამ არ მოიწყინო. შენ ხომ არც ჩანხარ.
ჩირის დახლთან ვიღაც ამეტუზა. მმოვიხედე. აახალგაზრდა ქალი იყო, უფრო კი, ბავშვობიდან პირდაპირ სიბერეში რომ გარბიან ხოლმე კისრისტეხით, ისეთი იერის. თავზე რამდენიმე ფენად წაეკრა თავშალი, ქლიავისფერი, ცოტათი შტერი თვალებით ისე მიყურებდა, წამით გავიფიქრე, ალბათ ამისი ვალიც მაქვს და დამავიწყდა-მეთქი.
ბბევრი არ ულაპარაკია, რატომღაც პირდაპირ მარცხენა ხელისგული გადამაშლევინა და მითხრა, რომ ჩემი ხსნა ერთი კლდის ძირშია, სადაც დიდი განძი იმალება და თუ ვიპოვი, ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგება.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ბედნიერი გაგებით.
ეეს ისე სწრაფად მითხრა, ისე სწრაფადვე გამომართვა მეორე ხელისგულში ჩაკუჭული სალეღვისჩირე ფული, რომ ნორმალურად მოხედვაც ვერ მოვასწარი.
უუკვე სადღაც გამქრალიყო.
რა უნდა მეფიქრა? საიდან მოვიდა ეს ბებერი ბავშვი, ან რა იცოდა ხსნა რომ მჭირდებოდა, ან თუ მაინცდამაინც ჩემს სახსნელად იყო მოგზავნილი, რატომ მეტით არაფრით მიმანიშნა, რომელი კლდე მეძებნა და რა განძზე იყო საუბარი?
ბბოლოს ვიფიქრე, ალბათ სიზმარივით ამბავია - ახსნა სჭირდება და დროთა განმავლობაში თავისით მიმანიშნებს-მეთქი.
მმაგრამ მე ხომ დრო არ მქონდა? ვადაგადაცილებული ვალების დავთარი წამი-წამ იზრდებოდა და მევალეებიც, ჩემს წარმოდგენაში, თანდათან უფრო ემსგავსებოდნენ ურჩხულებს, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით, ღრიალით და ცეცხლის ფრქვევით აფჩენდნენ ხახებს და ამ ხახების უკუნეთში მიწოვდნენ.
აამდენ ფიქრში დამავიწყდა კიდეც, რეალურად როგორ გამოიყურებოდნენ ისინი, სადმე რომ შემხვედროდნენ, ვერც ვიცნობდი, სანამ ნიღბებს არ მოიხსნიდნენ და ჩემთვის ნაცნობი სიფათებით არ დამენახებოდნენ - ხახადაფჩენილი ურჩხულები.
ჩემი ძველი მეგობრები, უცნობებიც, შორებლებიც...
დდა, როცა ადამიანს დრო აღარ გაქვს, უპრიანია რომ ფრენა ისწავლო.
ფფრენა ოდესღაც ვიცოდი. მამაჩემი მასწავლიდა ხოლმე, კისერზე რომ შემისვამდა და თავის უეცარი გადაქნევით ბალახში გადამისვრიდა. მამაჩემი მაშინ ბევრს იცინოდა ჩემზე და ამბობდა, რომ ერთხელაც, შესაძლოა, ქვემოთ ბალახიც აღარ დამხვდეს და ამიტომ ჰაერში გაჩერება უნდა ვისწავლო. რომ ეს სხვა დროსაც გამომადგება, როცა მიწაზე ჩემი ადგილი აღარ იქნება და ა.შ. და ა.შ.
მამაჩემი ქვევრში ჩავარდა და ისე მოკვდა. მმრავალი წლის შემდეგ იმ ფრენის გაკვეთილებიდან. ქქეიფობდა, ჰოდა სიმღერ-სიმღერით შევიდა მარანში და ქვევრში ჩავარდა. მაშინ ბალახი დავწყევლე.
ეახლა კი, რახან დრო არ მქონდა, აღარც უბალახო- ბაზე მიფიქრია.
საიდანმე უნდა გავფრენილიყავი.
ბბოლოჯერ შევედი სახლში, ჩემს ნივთებს, კაქტუსებს თვალი მოვავლე და გამახსენდა, რომ ერთი მოწევა ვირჯინიული თუთუნი კიდევ დამრჩენოდა.
ბბოლოჯერ გავაბოლე შორეულ ნაოსნობაში ნამყოფი ყალიონით და ტუჩის კუთხეებში დათრთვილული ზღვის მარილი ენით მოვილოკე.
ჯერ ჩრდილი დავინახე, კედელზე ლაქასავით გაიდღაბნა, მერე ჩრდილმა ხორცი შეისხა და ოთახში რიგრიგობით შემოვიდნენ. სამნი იყვნენ. უუცნაურად ჩაცმულები - შუა ზაფხულში თბილ-თბილი „ბუშლატებით“ და ჩექ- მებით. ერთს სათვალე ეკეთა, თვალებს სათვალის ქვეშ განუწყვეტლივ იფშვნეტდა.
თითქოს სადღაც მყავდნენ ნანახი, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე. პირქუშად, წარბშეკრულები მიყურებდნენ. მმერე ერთ-ერთი იქვე, სავარძელზე ჩამოჯდა და მითხრა:
- მოკლედ, ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდე.
- ასეა საჭირო, ყველაფერს თავისი წესი აქვს, - დააზუსტა