დენიელ კიზი - ყვავილები
ელჯერნონისთვის
- რაც ხდება იმის ანგარიში. 5 მარტი.
დოქტორი შტრაუსი ამბობს დღეიდან მე უნდა ვწერო რასაც ვფიქროფ ყველაფერი და რაც ჩემთან ხდება. მე არ ვიცი რატო მაგრამ ის ამბობს ეს ძაან საჭიროა რო ნახონ შენი გამოყენება ვარგა თუ არაო.
იმედი მაქ რო ვივარგეფ. მის კინიენი ამბობს იქნება ჭკვიანი გახდესო.
მეკი მინდა ჭკვიანი რო ვიყო. მე ჩარლი მქვია. ჩარლი გორდონი. მე 37 წლის ვარ და ორი კვირის წინ ჩემი დაბადების დღე იყო. ეხლა მეტი არაფერი არა მაქ დასაწერი და მეყოფა.