“...ჯერ დაუწერელი ფურცელივით თეთრი ფანტომი...“
მალარმე
“ოპ ოპ ოპ ოპ ოპერაში მივდივარ...”
ანგლო-ირლანდიური მგზავრული
I
ჰო, ეს ყველაფერი სწორედ ოპერის ფანტომმა უკარნახა ხელს, - ჩააწერინა. არა უბრალოდ ტექსტი, არამედ კრიპტოგრამა. არა როგორც იდუმალწერილობა,არამედ იქ, ქვეშეთში ნაწერი.*
თავად ფანტომიც ტექსტუალური წარმოშობისა გახლავთ, უფრო ზუსტად - ორი შეუსაბამო ტექსტის უნებლიე თანხვედრის ალაგას გაელვებული პოეტიკურიმახინჯი, სახელად, ვთქვათ, ჟან ბატისტ თბილელი, - მარტვილი და იმავდროულად სადისტი მკვლელი: მარტვილ დე სადი.
ტექსტუალური წარმოშობის კი არა - წარმოქსოვის: ქალწულებრივი აპკის ჩახევიდან ამოკერებული, მისართული და დართული.
რაც შეეხება ხელს (ეს “შეეხება ხელს“ არის ხელყოფა სტილისტურ ნორმათა) - იგი ასევე გრაფიკული, კინომატოგრაფიკული გვარისაა: ე.წ. “დამხმარეპერსონაჟი“ საშინელებათა ფილმიდან - Horror... საძილე ოთახის წყვდიადში, კოშმარულ ხილვათაგან გამოძერწილი ხელი, ჩრჩილით გამოჭმულ ჩარდახს რომგადასწევს, ბაღლინჯოიან მუთაქათა ძილში მძიმედ მსუნთქავი ქალწულის სავსემთვარე მკერდს ობობასავით რომ გადაურბენს, ყელში ეცემა და მიახრჩობს... ხხხ, ხხ...ხელი სახელად მაჯორდომო, ასე ეძახდა მას ფანტომი - ძაღლივით ერთგულს, ძაღლივით ცქვიტს, ჯოხს რომ მოისროდა ხელთმყოფიდან ხელმისაწვდომში:მაჯორდომოოო!!! და დეკაგაბზარულ კლავესინზე გახელებულ ქრომატულ პასაჟებს სახავდა ხელი.
იყო დრო, ოპერის ფანტომი ქალაქის პოლიციის მიერ იძებნებოდა - არასრულწლოვანთა გახრწნისათვის. ეს საქმე უყვარდა ფანტომს ისევე, როგორც მავანსუყვარს, ვთქვათ, წერა, რაიც, როგორც ცნობილია, ხრწნის და კლავს; - ხრწნის ცოცხალ სიტყვას, მეტყველებას, საღ აზრს, შემდეგ ფლეთს, ნაკუწებად აქცევს,ფონემებად ანაწევრებს, ფონემებს კი მდუმარე ასო-ნიშნებით ანაცვლებს. ოპერის ფანტომიც ასე მდუმარედ კლავდა ბავშვებს, განსაკუთრებით კი - შეძლებული ოჯახისშვილებს.
სიტყვა “კლავდა“ მხოლოდ სათქმელს ამოწურავს და არა საქმეს. წერა კი არ კლავს, არამედ, - ჟორჟ ბატაი-ყაენისამებრ - ცოცხლად მარხავს აზრს ნაწერში. დააზრიც, როგორც მიწაში ზვარაკად ჩაფლული უასაკო გოგონა, სიკვდილის სახე რომ დაინახა, ნაწერიდან, როგორც საფლავიდან ამოძრომას ლამობს: კრიჭაშეკრულისიგიჟით, ჩასვრილი და ამოგანგლული, დამსკდარ ტუჩებზე მომდგარი დუჟით... ფრჩხილებდაგლეჯილი, სისხლიანი თითები მიწაში ესობა... როცა ასეთი აზრი ნაწერშიამგვარად გამოსჭვივის - ნაწერი კარგია. ასეთი ნაწერი აღარაფერს “გულისხმობს“ და “შინაარსისაგან“ იცლება. აი მასში ჩამარხული აზრი კი მოქმედებს, მოქმედებსროგორც მკითხველზე, ისე გარემოზე, საერთოდ... მაგრამ, მას შემდეგ მრავალი რამ შეიცვალა და ქალაქის პოლიციას უფრო საშური საქმეები გამოუჩნდა, ვინემვიღაცა უჩინ-მაჩინი მკვლელისა და ყრმათა გამხრწნელის დევნა.