ბაში-აჩუკი ანუ მობი-დიკი
(ისტორიული მოთხრობა)
ბაჩუკი წერეთელი სულით ავადმყოფია: dementia praecox, (1) ნაადრევი ჭკუასუსტობა, ბიპოლარული გადახრებით, შიზოფრენიის ფონზე - ასეთი დიაგნოზი დაუსვესთხუთმეტი წლის ასაკში, და იმის მერეც სულ ეგრეა, აგერ უკვე ოცდაათისაა... არა, ფსიქიატრიულში არასდროს წოლილა, მაგრამ ახლა ციხეშია, თუმცაზუსტად არ იცის - რისთვის და, ცხადია, ვერც გაიგებს - აკი ჭკუასუსტია... ამბობენ, ფორთოხლიანი კბილის პასტა მოიპარაო, აფთიაქიდან, საჭმელად - უყვარდა იმისი გემო - და მაგიტომაც დაიჭირესო და ორი წელი მიუსაჯესო - ფორთოხლის გემოიანი კბილის პასტის ქურდობისათვის...
ბაჩუკის სხვა რამეებიც უყვარს - ცელოფანის პარკები, მანქანაში დასაკიდი არომატიზატორები, ბენზინისა და შარდის სუნი, ასანთის კოლოფები, შემწვარი კარტოფილი, თხილიანი შოკოლადი, მოტოციკლეტი, პროკურორი რომეო, იმიტომ რომ ეგეთი სახელი აქვს, ოფიცერილადო - იმიტომ რომ ძალიან მაგრად არა სცემს, კიდევ - წვიმის ხმა უყვარს და ციხეების უფროსი ხათუნა, პუტკუნა ტუჩები რომ აქვს, რომლებიც ესიზმრება ხოლმე, ხასხასა... ჰო, კიდევ, ციხემდე, მეზობლის გოგო უყვარდა - მელანო… წაიბოზებდა ხოლმე ის მელანო, გვარად თევდორაძე იყო... და მაინც, ყველაზე უფრო „ბაშიაჩუკი“ უყვარს - კინო... რა მადლიანად ანათებს, შენი მზე, შენი მთვარეოოოო ... .
ბაჩუკი ციხის წარმოდგენებში მონაწილეობს - იქ სამოყვარულო თეატრი აქვთ. ერთ–ერთ წარმოდგენას „ქურდობანა“ ჰქვია და ასეთნაირია: ზურგსუკან წაღებული ხელებით ბაჩუკის გისოსებზე მიაბამენ, თავზე ჰოკეისტის ჩაჩქანი ახურავს, შარვალი ჩახდილი აქვს, ხოლო და უკანალში ცოცხი აქვს გადებული; ასეთ მდგომარეობაში მას მოეთხოვება ერთი რეპლიკის გამეორება - „ქურდი ვარ!“ რაზედაც ოფიცერი ლაშა და კონტროლიორი მამუკა რეფრენად ეკითხებიან: „აბა ტრაკში ცოცხი რომ გაქვს?“ ხოლო ბაჩუკი ისევ გაიძახის: „ქურდი ვარ!“ და ა.შ. ეს მიზანსცენა რომ დასრულდება, ბაჩუკი მღერის: „რა მადლიანად ანათებს... “ იმიტომ რომ ბადრაგსაც უყვარს ეს კინო - „ბაშიაჩუკი“... საზეიმო-პატრიოტული სიმღერის მერე იმ ცოცხს ბინძურ უნიტაზში ამოავლებენ და ქურდად ნათლავენ ბაჩუკის: „სახელითა ძღრენისათა, ფსელისათა და კუილის სუნისათა!“ - ხოლო ამ სიტყვებს ზურაბა ამბობს, ისიც ტუსაღია...
ბაჩუკი სიგარეტს არ ეწევა; მწეველი რომ ყოფილიყო, მაშინ სხვა როლსაც ათამაშებდნენ, რომელსაც „პირტრაკა“ ჰქვია. როლი მარტივია, მაგრამ მასში დაკავებული ტუსაღი მწეველი უნდა იყოს. ჰო, მარტივი როლია: ტუსაღს ისევ ხელებით აბამენ გისოსებზე, შარვალსა და ტრუსებს ჩაუწევენ და უკანალში ანთებულ სიგარეტს ურჭობენ - ფილტრიანი ბოლოთი; სიგარეტი ბოლავს, ხოლო ტუსაღი ამბობს - „მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის!“ ამის მერე ხელებს გაუხსნიან, სიგარეტს გამოაღებინებენ და პირშიადებინებენ - „ახლა მოწიე, მოწიე!“ იძახის ბადრაგი და ტუსაღიც ეწევა... არსებობს რთული როლები სიგარეტით, მაგრამ მაგას დიდი გაძლება უნდა - „მსახიობისგან“ დიდ ძალისხმევას მოითხოვს; ამ წარმოდგენას ეწოდება „იღლია ჩემი - საფერფლე“ და მასში ხუთი ბადრაგი და ერთი ტუსაღი მონაწილეობს, ხოლო სხვა ტუსაღები „მაყურებლობენ“ (ზონას „მაყურებელი“ რომ ჰყავს - იმ ამბავში). ხუთი ბადრაგი გააკავებს ერთ ტუსაღს, ხელს აუწევენ ისე, რომ იღლია გადაიხსნას და შიგ ანთებულ სიგარეტს აქრობენ... ტუსაღის ღრიალი და დამწვარი ხორცის სუნი„მაყურებლებზე“ განწმენდის - კათარზისის ეფექტს ახდენს, ამასთან ისინი ხმამაღლა იგინებიან, აპროტესტებენ, ხოლო ხმამაღალი ლაპარაკის უფლება მათ არ აქვთ, გინებისა ხომ საერთოდ, ამიტომაც შემოდის დამატებითი ბადრაგი და იწყება „მაყურებლების“ გატარება „კარიდორში, “ შესაბამისი ჩაწიხლვითა და ბეთქვით...
თუმცა ბაჩუკის კიდევ ერთ როლს ათამაშებენ, რომელსაც ჰქვია „სადღეგრძელო“: ციხის უსაფრთხოების თანამშრომელი („დეპენკა“) ბესო შარდავს ჩაის ჭიქაში და მერე ამ შარდით სავსე ჭიქას აწვდიან ბაჩუკის, რომელმაც ვრცელი სადღეგრძელო უნდა თქვას - „დაილოცოს“ - და მერე „დალიოს ბოლომდე“... ბაჩუკი ჭკუასუსტია, სულით ავადმყოფი, რა ვრცელი სადღეგრძელოს თქმა მაგას შეუძლია?! მაგრამ ის მაინც იტყვის გაღიმებული: „ქურდებს გაუმარჯოს ამ ღვინით, რომელიც რომ საუკეთესო ღვინოა, იგი უხდება ყველსა და მწვადს და ასევე თონის პურს... გაუმარჯოს ბაშიაჩუკს! მე მიყვარს საქართველო!“ ბადრაგები და ოფიცერი ჭაყია სიცილით იფხრიწებიან, რადგან მათაც - ყველას - უყვარს საქართველო...
და სწორედ ეს სიყვარულია, რომლის ძალითაც ბადრაგი დაიჭერს ხოლმე ბაჩუკის, გააკავებს, შარვალსა და ტრუსებს ჩახდის, წაკუზავს და სწორ ნაწლავში გაპოხილ რეზინის ხელკეტს შეუყოფს: „გესიამოვნა?... თქვი - გესიამოვნა?“ - ეკითხება კონტროლიორი მამუკა... რა მადლიანად ანათეეებს, შენი მზე შენი მთვარეოოოოოო ... .
***
იმ წელიწადს ისეთი ცივი ზამთარი იყო, რომ შავი ზღვა გაიყინა. ბაჩუკის ჩაესმა სიტყვები, ოფიცერმა ლადომ რომ უთხრა კონტროლიორ მამუკას: „აზზე მოდი, ე, შავი ზღვა გაიყინა, ჩემი... “
ბავშვობაში ზღვა ნანახი ჰქონდა -