გუშინ კორპორაცია გლობუსის" სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე კორპორაციის დამაარსებელმა და პრეზიდენტმა ალექსანდრე ჯაფარიძემ აქტიური ბიზნესიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. `უკვე სამოცდახუთი წლის ვარ, დროა დავისვენო", – ასე ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება ალექსანდრე ჯაფარიძემ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ალექსანდრე ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ აპირებს მემუარების დაწერას. "საინტერესოდ ვიცხოვრე, ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება ცხოვრებაში და ბიზნესში ბევრ ადამიანს დააინტერესებს", – განაცხადა ალექსანდრე ჯაფარიძემ."