ჯადოსნობის და რეალობის - ზღურბლზე ფანტაზია უმნიშვნელოვანესი რამეა. ძალიან გვეხმარება ცხოვრებაში, რომ საგნები განსხვავე ბულად დაგვანახოს, მათ მიღმა გაგვახედოს. ფანტაზია ის სასწაულმოქმედია, რომლის საშუალებითაც ყოველდღიურობის ყოველდღიურობა სადღაც ქრება, ამოსუნთქვის, ჩამოჯდომის საშუალება გვეძლევა ამ დაძაბულ და აჩქარებულ სამყაროში.
სამყარო, სადაც თითქოს ყველაფერი წესრიგს ექვემდებარება: კანონები აღმოჩენილია, რწმენა რელიგიებით განსაზღვრული, მოვალეობები გადა ნაწილებულია, სკოლა და უნივერსიტეტი დასამთავრებელი, სამსახური საშოვნელია, ოჯახი შე საქმნელია, შვილები გასაზრდელია, რაღაც ფილ მები აუცილებლად სანახავი და რაღაც წიგნები აუცილებლად წასაკითხია. ამ სულის შეხუთვამდე მოწესრიგებულ და აწყობილ სამყაროში ფანტაზია ის შესაძლებლობაა, სადაც შენ ქმნი შენს სამყაროებს, შენ ხარ მთავარი; სადაც მინდორი იმხელაა, რამ ხელაც შენ გსურს, სადაც აუცილებელი არ არის რაიმე დაამთავრო, რაიმე შეისწავლო ან სამსახური იშოვო. ეს უზარმაზარი თავისუფალი ზონაა, სადაც, თუკი შეიხედავ, თავისუფლების გემოსაც გაიგებ.
ამ თავისუფლების მოთხოვნილება, ფანტაზიის, წარმოსახვის უნარი და სურვილი დაბადებიდანვე დაჰყვება ადამიანს, ისევე, როგორც წყურვილის თუ შიმშილის შეგრძნება. ბავშვობაში ეს კარგად გა მოგვდის და არც არავინ გვიშლის, პირიქით ზღაპ რებით და ფანტასტიკური ისტორიებით ჩვენს ამ მისწრაფებას კვებავენ კიდეც. თუმცა, მე, მაგალი თად, არ მყოფნიდა და ვცდილობდი თავადვე შემექმნა, მთელი სრულყოფილებით შემეგრძნო და განმეცადა ფანტაზიის ძალა. წვიმისგან დასველებული ჭერის ლაქებისგან და შპალერის ორნამენტებისგან პერ სო ნაჟების შექმნა და შემდეგ ამბების მოგონება ჩემი და ჩემი დის უსაყვარლეს გასართობს წარმოადგენდა.
ადამიანები ბავშვობიდანვე მივისწრაფვით არა რეალურისკენ, შეუცნობელი, მისტიკური სამყა როსკენ. სწორედ ამ სწრაფვის, საგნების განსხვავებუ ლად ხედვის სურვილით, არსებული დრო-სივრცული ჩარჩოების მსხვრევის შედეგად, ჩნდება გასაოცარი იდეები და სრულიად წარმოუდგენელი ისტორიები კოსმოსში მოგზაურობების, ახალი პლანეტების აღმოჩენების, ადამიანური რობოტების შექმნის, დრაკონების ცხოვრების წესების, ჰობიტების, ელ ფების თუ გნომების შესახებ.
ეს სამყარო, სადაც ჩვენ, ადამიანები ვცხოვრობთ, იმდენად მოსაწყენი და პატარა ხდება, იმდენად აღძრავს აქედან გაღწევის სურვილს, რომ ჯერ მწერლების გონებაში, შემდეგ კი ფურცლებზე იქმნება და იქმნება ახალ-ახალი უნიკალური სამყაროები, უამრავი განზომილებით. მათი საშუალებით ფარდა ეხდება და ახალ სიცოცხლეს იძენს კაცობრიობის ისტორია, მითები, ლეგენდები, თქმულებები ეს უკანასკნელნი მწერლის ფანტაზიას და მის მიერ შექმნილ სამყაროებს ერწყმის და იბადება ლიტერა ტურული მითები; ამბები, სადაც შეხვდე ბით კელტური მითოლოგიის არსებებს, ინდიელების რიტუალებსა და მაგიას, დასავლეთ ევროპულ ვამპირებს, სხვადასხვა სამეცნიერო ჰიპოთეზას, აქვე და მათ გვერდით კი ავტორის წარმოსახვით შექმნილ უნიკალურ პერსონაჟებს, უნიკალურ ლეგენდებს და ისტორიებს.
ლიტერატურაში ფანტასტიკისა თუ ფენტეზის ჟანრი დღესდღეობით ერთ-ერთ პოპულარულ მი მართულებად ითვლება. არა მხოლოდ მოზრდილებში, საბავშვო ლიტერატურაშიც ძალზე პოპულარულია.
საქართველოში ფენტეზის მწერალი ნატო დავითაშვილი წერს, მასთან ინტერვიუს ამ ნომერში წაიკითხავთ და აღმოაჩენთ, თუ როგორ ანიჭებს ფენტეზი მწერალს, ადამიანს თავისუფლებას და ვინ არის ლილე იროელი. ასევე გაეცნობით მისი წიგნე ბის მიმოხილვასაც და იმედი მაქვს, რომ ამ წიგნების წაკითხვის დაუოკებელი სურვილიც გაგიჩნდებათ (თუკი აქამდე არ წაგიკითხავთ).
„ ბუქსითის “ მესამე ნომერში გაიგებთ, თუ როგორ იყენებენ ფსიქოლოგები ზღაპრებს ბავშვებთან მუშაობის დროს, გასაოცარ „ ზღაპართერაპიაზე “ ფსიქოლოგი დავით ანდღულაძე გვესაუბრება.
ჩვენი ნომრის რუბრიკა „ პროფესია და განათლება “ კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ თქვენი პროფესიული არჩევანის მართებულობაზე. იქნებ ღირდეს ოდესღაც სასურველ და დღეს საოცნებო პროფესიასთან მიბრუნება? იქნებ ამით მოგვარდეს თქვენი პროფე სიული თუ კარიერული პრობლემები?
ასევე წაიკითხავთ იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა ალუბლების ქუჩაზე მდებარე სახლ #17-ში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ძიძა მერი პოპინსი და როგორ შექმნა ის პამელა ტრავერსმა, თუ პირიქით როგორ შექმნა მერი პოპინსმა პამელა. გაეცნობით წიგნს, რომელიც ძალიან მტკივნეულ პრობლემებზე შესანაშინავი იუმორითაა დაწერილი და დახატული. ეს წიგნი „ პერსეპოლისია “ ფანატიზმი და განათლება, თავისუფლება და ტერორიზმი, და ამავე დროს უძველესი და დიდებული ცივილიზაცია ირანი, ქვეყანა, რომლის მიტოვებაც მიუხედავად ყველაფრისა, შეუძ ლებელია.
ამავე ნომერში გაეცნობით ნიკოლო მიწიშვილის ტრაგიკულ ისტორიას. შეიტყობთ იმ წიგნის შესა ხებ, რომელშიც ამბები ჯადოქრობისა და რეალობის ზღვარზე ხდება, სწორედ ისე, როგორც ამას ბავშვები ხედავენ. ეს წიგნი ზაზა თვარაძის „ მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობაა “ .
ხდება