გაეროს ადამიანის უფლებათა ინსტიტუტები გაეროს ადამიანის უფლებათა ინსტიტუტებია: ადამიანის უფლებათა საბ ჭო, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი და სახელშეკრუ ლებო ორგანოები.
ადამიანის უფლებათა საბჭო1 - ადამიანის უფლებათა საბჭო წარმოად გენს გაეროს მთავრობათაშორის ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა საკითხებზე. საბჭო შეიქმნა 2006 წლის 15 მარტს, გენერალური ასამბლეის 60/251 რეზოლუციის საფუძველზე. ადამიანის უფლებათა საბჭო შედგება 47 წევრი სახელმწიფოსაგან. მისი მანდატი, სხვა ფუნქციებთან ერთად, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დარღვე ვებზე მუშაობას და რეკომენდაციების შემუშავებას. საბჭოს მოვალეობაა ადამიანის უფლებების სფეროში გაეროს მუშაობის კოორდინირება. მის პროცედურებსა და მექანიზმებში შედის უნივერსალური პერიოდული მი მოხილვა და გასაჩივრების პროცედურები. ადამიანის უფლებების საბჭო ასევე მუშაობს გაეროს სპეციალურ პროცედურებთან.
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (შემდგომში „ უპმ “ ) არის ადა მიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმი. ის 2006 წელს, გაეროს გე ნერალური ასამბლეის 60/251 რეზოლუციის საფუძველზე შეიქმნა. უპმ-ის გამორჩეულ ხასიათში მოიაზრება ის ფაქტი, რომ მისი საშუალებით ხორ ციელდება ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ფართო მონიტორინგი. ვალდებულებათა შესრულება ყველა ქვეყანას თანაბრად ეკისრება, მიუ ხედავად იმისა, აქვთ თუ არა რატიფიცირებული ესა თუ ის ხელშეკრუ ლება. ამჟამად არ არსებობს სხვა მსგავსი მექანიზმი, რომელიც ამგვარ მონიტორინგს განახორციელებდა სახელმწიფოებზე. უპმ მთლიანად თა ნამშრომლობაზე დაფუძნებული მექანიზმია და ახდენს ადამიანის უფლე ბათა სახელშეკრულებო ორგანოების საქმიანობის შევსებას.
უპმ-ის მიზანია:
• ყურადღება გაამახვილოს უთანასწორობის და დისკრიმინაციის სა კითხებზე;
• გააუმჯობესოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობა;
• აიძულოს სახელმწიფოები შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის უფლებებთან მიმართებაში;
• ხელი შეუწყოს საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებას ქვეყნებს შორის.