იტვირთება...
მთავარი
წიგნები
კატალოგი
მოხმარების წესები
ჩვენ შესახებ
„საბას“ შესახებ
სიახლეები
პროექტები
ვიკიპედია ქართულად
პრემია "საბა"
კონკურსის შესახებ
კონკურსის ისტორია
წესდება
საკონკურსო განაცხადი
/
კონტაქტი
შესვლა
|
რეგისტრაცია
ელ. წიგნი
ელ. წიგნი
ავტორი
გამომცემელი
შესაძენი წიგნები
რაოდენობა
0
0.00
მთავარი
/
წიგნები
/
მოთხრობა
/
პოეზია
/
თარგმანი
/
ესეისტიკა
/
პროზა
/
ხსოვნის ნათელი ტომი III
ხსოვნის ნათელი ტომი III
ანთოლოგია *
2013 წელი |
,,პროფილი+''
მოთხრობა
|
პოეზია
|
თარგმანი
|
ესეისტიკა
|
პროზა
3,266
ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
კრებული ,,ხსოვნის ნათელი'' მართლაც მნიშვნელოვანი და უნიკალური სამტომეულია, სადაც 225 გარდაცვლილი ქართველი პროზაიკოსის, პოეტის, მთარგმნელისა და ლიტერატორის ნაწარმოებებია თავმოყრილი. კრებული შეადგინა და გამოსცა ქართველმა პოეტმა და მთარგმნელმა - ელგუჯა მარღიამ.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
2012 წლის 100 ლ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
ყველა დროის 20...
ანთოლოგია *
13.03
ყიდვა
2010 წლის 15 სა...
ანთოლოგია *
5.9
ყიდვა
2009 წლის 15 სა...
ანთოლოგია *
5.5
ყიდვა
2006-2007 წლები...
ანთოლოგია *
3.3
ყიდვა
წმინდა გიორგი
ანთოლოგია *
2
ყიდვა
ანგელოზები
ანთოლოგია *
2
ყიდვა
მოციქულები
ანთოლოგია *
2
ყიდვა
წმინდა შიო მღვი...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
ყოვლადწმინდა ღვ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
უფლის წინასწარ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
ასურელი მამები
ანთოლოგია *
2
ყიდვა
მეოთხე საუკუნე
ანთოლოგია *
2
ყიდვა
საქართველოს სამ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
ქართველთა მეოხნ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
ქართველ წმინდან...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
წმინდა ქეთევან ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
წმინდა ექვთიმე ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
საქართველოს იმე...
ანთოლოგია *
2.5
ყიდვა
წმინდა მღვდელმთ...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
რატატუი – გემრი...
ანთოლოგია *
1.99
ყიდვა
კარი გამიღე
ანთოლოგია *
0.99
ყიდვა
ღიმილი - ხუმარა...
ანთოლოგია *
2.4
ყიდვა
თანამედროვე სპა...
ანთოლოგია *
4
ყიდვა
ნოველები
ანთოლოგია *
3
ყიდვა
მონაცემთა ჟურნა...
ანთოლოგია *
0
ყიდვა
განდევნილები
ანთოლოგია *
0
ყიდვა
შვიდგზის ლოცვან...
ანთოლოგია *
2
ყიდვა
წმინდა ექვთიმე ...
ანთოლოგია *
2.5
ყიდვა
ჯვარცმული საქარ...
ანთოლოგია *
2.5
ყიდვა
სამშობლოს სიყვა...
ანთოლოგია *
2.5
ყიდვა
კრწანისის ყაყაჩ...
ანთოლოგია *
2.5
ყიდვა
15 საუკეთესო ქა...
ანთოლოგია *
6.2
ყიდვა
15 საუკეთესო ქა...
ანთოლოგია *
6.2
ყიდვა
ნობელიანტების ლ...
ანთოლოგია *
5
ყიდვა
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
"რამდენიმე წელი მაფორიაქებდა წუხილი, რომ ჩემი გარდაცვლილი მეგობრების ხსოვნისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ვერაფერი გავაკეთე. პასუხისმგებლობისა და მოვალეობის მძიმე ტვირთი მოსვენებას მიკარგავდა; ბევრი ფიქრის შემდეგ "ხსოვნის ნათელის" იდეა გაჩნდა. ახლობლებს გავუზიარე; თითქმის ყველამ მომიწონა ჩანაფიქრი და რეალური მოქმედებაც დავიწყე. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ მხოლოდ უახლოესი მეგობრებით შემოფარგვლა არ იქნებოდა სწორი და ასეც მოხდა: ამ სამტომეულში თავმოყრილ ადამიანებს ძირითადად მხატვრული ლიტერატურა აერთიანებთ ზოგიერთებს მხოლოდ ერთხელ შევხვედრივარ, რაც სამუდამოდ დამამახსოვრდა; ბევრს უბრალოდ ვიცნობდი, პატივისცემით ვიყავი გამსჭვალული და მეამაყებოდა მათთან ნაცნობობა; ბევრთან მჭიდრო ურთიერთობა მაკავშირებდა, ვმეგობრობდით და მრავალგზის გავლაღებულვართ მამაპაპური პურღვინის მადლით; წიგნში არიან ისეთებიც, რომლებთან არანაირი პირადი ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ დღემდე ვმეგობრობ მათ შვილებთან, შვილიშვილებთან, ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და მეგობრებთან; ამ ადამიანების უმრავლესობამ და მათმა შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში ბევრი მათგანის ლექსებზე, მოთხრობებსა და რომანებზე გავიზარდე და დღემდე მომყვება სულის საგზლად უკვდავი შედევრები; ამდენად. მოკლედ რომ ვთქვათ, "ხსოვნის ნათელი" ეს არის ჩვენგან წასულთა მონატრებასიყვარულის, მათდამი პატივის მიგებისა და ვალმოხდის კრებულები. აქ შეხვდებით სხვადასხვა ასაკის შემოქმედებს, კლასიკოსებსაც და დამწყებ კალმოსნებსაც; სამწუხაროდ, ბევრ მათგანს ვერ დასცალდა შემოქმედებითი წინსვლა და სიცოცხლეშივე აღიარება... "ხსოვნის ნათელს" ანთოლოგიის პრეტენზია არა აქვს, თუმცა მაქსიმალურად დაკვირვებით და გემოვნებით შევარჩიეთ თითოეული ნაწარმოები; ზოგიერთი ავტორის გვარსახელი შეიძლება ბევრს ეუცხოვოს, უცნობიც იყოს მკითხველისთვის, მაგრამ დასავიწყებლად ვერ გავიმეტეთ... რა ნიშნითაც გავაერთიანეთ სამტომეულში წარმოდგენილი ავტორები, უკვე მოგახსენეთ და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველა გარდაცვლილი მწერლის, ლიტერატორის თავმოყრა წარმოდგენილ გამოცემაში იმთავითვე გათვალისწინებული არ ყოფილა. სურვილის მიუხედავად, ამ პროექტის ხორცის შესხმას, ვერც შევძლებდით, რომ არა თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის კეთილი ნება და მხარდაჭერა. გულწრფელი მადლობა აღნიშნული სამსახურის მესვეურებსა და ხელმძღვანელებს; ყველა იმ ადამიანს, ვინც მომიწონა იდეა, გულთან ახლოს მიიტანა პროექტის მნიშვნელობა და გარკვეული დახმარებაც გამიწია. მადლობა იმ საგამომცემლო ჯგუფს, რომელმაც რამდენიმე თვე კეთილსინდისიერად იმუშავა, რისი მკაფიო შედეგიც თვალსაჩინოა. "ხსოვნის ნათელში" ყველა ავტორი მეტნაკლები სოლიდურობით წარმოვადგინეთ; ვფიქრობ, ამითაც არის ეს გამოცემა საგულისხმო, მნიშვნელოვანი და გამორჩეული. გალაკტიონისეული "გულთა კავშირის" გარდა, როგორც ჩვენი პატრიარქი, ილია II აღნიშნავს, "არსებობს სულთა კავშირი. ჩვენმა ურთიერთობებმა უნდა გაგვაძლებინოს აქ ყოფნა"... " ელგუჯა მარღია
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978 9941 06204 9
სათაური:
ხსოვნის ნათელი ტომი III
ავტორი:
ანთოლოგია *
გამომცემელი:
,,პროფილი+''
გამოცემის თარიღი:
2013
გვერდები:
573
კატეგორია:
მოთხრობა
ნახვები:
3266
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
5
[0]
4
[0]
3
[0]
2
[0]
1
[0]
წიგნის შესახებ
ხსოვნის ნათელი ტომი III
ანთოლოგია *
3266
ნახვა
წასაკითხი
რჩეული
3
ლარი
ყიდვა
სარჩევი
ყდა
ჯუმბერ თითმერია
ჯანრი კაშია
მერაბ კოსტავა
ჯემალ მონიავა
ავთანდილ ადეიშვილი
ვახტანგ გოგუაძე
ბეჟან კილანავა
ვლადიმერ (ვოვა) სიხარულიძე
ზაურ ქობალია
რეზო ყარალაშვილი
ჯანსუღ ღვინჯილია
გურამ შარაძე
ირაკლი ბაზაძე
თედო ბექიშვილი
ელდარ კერძევაძე
ნოდარ კვიციანი
სოსო პაიჭაძე
ჯემალ აჯიაშვილი
ჯაბა ასათიანი
რევაზ სურგულაძე
არჩილ ფირცხალავა
ნუგზარ შატაიძე
უშანგი გაბიტაშვილი
ამირან კალაძე
თეიმურაზ მეტრეველი
ლაშა გახარია
ჯემალ თოფურიძე
დავით მჭედლური
დალი ცაავა
ბადრი ჭოხონელიძე
ბორენა ჯაჭვლიანი
ვლადიმერ მაჩაიძე
ბაადურ ბალარჯიშვილი
ავთანდილ გაფრინდაშვილი
გრიგოლ რუხაია
ავთანდილ ჩხიკვიშვილი
მერაბ აბაშიძე
იმედი ჯახუა
ბადრი გუგუშვილი
ლევან დუმბაძე
შაბურა არაბული
ალექსანდრე გაბური
გია ლომაძე
გიგი სულაკაური
ეთერ ყამბეგაშვილი
ზურაბ ჭავჭავაძე
მიკა ალექსიძე
თემურ ნუცუბიძე
მიხეილ ქურდიანი
გოდერძი ჩოხელი
მურთაზ არაბული
თენგიზ მორჩიაული
ზურაბ ნარმანია
მამუკა სალუქვაძე
თოთია გიგაური
ელგუჯა ჯიქია
ზაზა თვარაძე
თამაზ ბაძაღუა
გივი ტყეშელაშვილი
გიორგი ჭანტურია
ირაკლი კოსტავა
თემურ ფირცხალაიშვილი
ირაკლი ჩარკვიანი
სოსო კაკუბავა
ჯანო ონიანი
დათო კრაწაშვილი
ირაკლი (შმაგი) დოლიძე
ზაურ მაკარაძე
ბეთქილ შამფრიანი
დათო კვიტაიშვილი
დათო კვარაცხელია
ნიკო გომელაური
გოგიტა არაბული
ტატო (რატი) ნინუა
გოჩა გეგუჩაძე
დათა გულუა
ჯუმბერ თითმერია
1939
–
2007
დიალოგი
სერგო
კლდიაშვილთან
ჯ.
თითმერია
როდის
დარწმუნდით,
რომ
თქვენი
ცხოვრების
მოწოდება
სახელდობრ
მწერლობა
იყო?
ს.
კლდიაშვილი
თექვსმეტი
წლის
რომ
გავხდი,
მაშინ
პირველად
დაიბეჭდა
ჩემი
ნაწარმოები.
იმ
ასაკში,
რა
თქმა
უნდა,
არ
შემეძლო
რაიმე
მტკიცე
გადაწყვეტილება
მიმეღო
ჩემი
მომავალი
ცხოვრებისა
და
პროფესიის
შესახებ.
თუ
მაშინ
ზოგჯერ
მაინც
გავიფიქრებდი
მომავალზე,
უფრო
ხშირად
ისევ
ის
ოცნება
მქონდა,
რომ
მეზღვაური
ვყოფილიყავი.იქნებ
კიდევაც
შევისრულებდი
ამ
ნატვრას,
მაგრამ
რევოლუციის
წლებში
სხვაგვარად
წარიმართა
ჩემი,
და
არა
მარტო
ჩემი,
ცხოვრება.
1918
წლიდან
ჟურნალგაზეთების
რედაქციებში
დავიწყე
მუშაობა.პროფესიული
მწერალი
გავხდი
1927
წლიდან,
როცა
ჩემი
მოთხრობების
პირველი
კრებული
გამოვიდა.
ახალი
ცხოვრების
პირობებმა
თვითონ
მიკარნახა,
რა
გზას
დავდგომოდი.
ჯ.
თითმერია
რა
განსხვავებაა
მწერლობაზე
თქვენს
მაშინდელ
და
ახლანდელ
შეხედულებას
შორის?
ს.
კლდიაშვილი
ძალიან
დიდი.
მწერლობა
მწერლობისათვის
ჭაბუკობაში
ასეთი
განყენებული
შეხედულება
მქონდა.
მერმე
კი...
დიდი
ხანია
მწერლობა
იმ
საშუალებად
მიმაჩნია,
რომლითაც
ხალხს
უნდა
ემსახურო.
ჯ.
თითმერია
თქვენი
რომელი
ნაწარმოებები
გიყვართ
გამორჩეულად?
ს.
კლდიაშვილი
არა
ერთი
და
ორი.
ეს
ბუნებრივი
ამბავია
და
პატივმოყვარეობად
ნუ
ჩამითვლით.
მაგრამ
თუ
მაინც
უფრო
რომელიო,
მკითხავთ,
გეტყვით:
"ფერფლი",
"ჭინკა
ბიჭები"
და
რამდენიმე
მინიატურა.
ეს,
ალბათ,
წმინდა
სუბიექტური
მიზეზებით
არის
გამოწვეული.
ისინი
ჩემს
ბიოგრაფიასთან
არიან
დაკავშირებული.
ჯ.
თითმერია
რამდენად
არის
თქვენს
ნაწარმოებებში
ბიოგრაფიული
ელემენტები?
ს.
კლდიაშვილი
გარდა
ზემოთ
დასახელებული
მოთხრობებისა,
ბიოგრაფიული
ელემენტებია
ნაწილობრივ
მოთხრობაში
"კეთილი
დედაკაცი"
და
"შემოდგომის
წვიმა",
ბევრია
"შორეულ
ციალში"
და
თითქმის
მთლად
ბიოგრაფიულზეა
აგებული
"პატარა
ცხოვრება".
ჯ.
თითმერია
რამ
განაპირობა
თქვენს
შემოქმედებაში
ე.წ.
მთის
თემისადმი
ინტერესი?
ს.
კლდიაშვილი
ჩემი
სოფლიდან,
სიმონეთიდან,
სვანეთის
მთების
რამდენიმე
თეთრი
მწვერვალი
მოჩანს.
ბავშვობაში
გატაცებით
ვუყურებდი
ხოლმე
მათ
და
ვოცნებობდი
ახლოს
მენახა.
იმ
მწვერვალების
ძირში
მისვლის
შემთხვევა
მხოლოდ
1932
წელს
მომეცა.
მანამდე
კი,
ერთიორი
წლით
ადრე,
უკვე
დაწერილი
და
გამოქვეყნებული
მქონდა
რამდენიმე
ნაწარმოები
ციკლიდან
"სვანური
მოთხრობები",
სახელდობრ:
"ლაშხეთის
ბატონი",
"უშგული",
"ხალდე",
"ძველ
კოშკში",
"წარმართი"
და
"მურზაყანი".
ხოლო
იმის
შემდეგ,
რაც
ფეხი
დავდგი
საქართველოს
იმ
მაღალმთიან
მიწაზე,
უშუალოდ
სვანეთზე
აღარაფერი
დამიწერია.
პერსონაჟებად
სვანები
სხვაგანაც
მყვანან,
მაგრამ
უკვე
სხვა
გარემოში,
უმთავრესად
ქალაქში.
საკვირველია
თითქოს,
მაგრამ
ისე
მოხდა,
რომ
მანამდე
მხოლოდ
ოცნებით
წარმოდგენილი
სვანეთი
ჩემთვის
უფრო
რეალური
იყო.
ჩემთვის
საკვირველი
იყო
ისიც,
რომ
თურმე
არაფერში
შევმცდარვარ,
როცა
მხოლოდ
ოცნებით
ვხედავდი
მას...
ეს
ამბავი
იმით
მინდა
ავხსნა,
რომ
თვალით
დანახულმა
მეტისმეტად
გრანდიოზული
შთაბეჭდილება
მოახდინა.
სანამ
ვნახავდი,
ჩემი
ოცნებით
შექმნილი
დეტალები
და
ცალკეული
ეპიზოდები
მე
მემორჩილებოდა,
მე
ვიჭერდი
თადარიგს
და,
ასე
უეცრად
თვითონ
მე
დამიმონა
და
სავსებით
თავის
ტყვეობაში
მომაქცია.
ამის
შემდეგ
შემეძლო
მელაპარაკნა
მხოლოდ
იმაზე,
თუ
რა
კეთილ
ზეგავლენას
ახდენს
ადამიანზე
ბუნებასთან
უშუალო
კავშირი.
ჯ.
თითმერია
როგორი
გავლენა
იქონია
თქვენზე
"სამანიშვილის
დედინაცვლისა"
და
"სოლომონ
მორბელაძის"
ავტორმა?
ს.
კლდიაშვილი
ადრიან
ახალგაზრდობაში
გატაცებული
ვიყავი
სიმბოლისტური
და
კიდევ
დეკადენტური
ხასიათის
მწერლობით
როგორც
პროზაში,
ისე
დრამატურგიაში
და,
განსაკუთრებით,
პოეზიაში
(სიმბოლიზმის
ეპოქიდან
ახლაც
ბევრი
ნაწერი
მსოფლიო
შედევრად
მიმაჩნია,
დეკადენტურიდან
კი
არც
ერთის
გადაკითხვა
აღარ
მინდა).
იმ
პერიოდში
ჩამორჩენილობად
და
მეორეხარისხოვნად
მეჩვენებოდა
რეალისტური
მიმდინარეობა.
მართალია,
ბევრს
ვკითხულობდი
მაშინ
როგორც
ქართველ,
ისე
რუს
და
უცხოელ
კლასიკოსებს,
გულში
ძალიან
მხიბლავდნენ
ისინი,
მაგრამ
ამას
ისევ
ჩემს
ჩამორჩენილობად
ვთვლიდი
და
საკუთარ
თავზე
ძალდატანებით
ვცდილობდი
უარმეყო
მათი
მომხიბლაობა.
უნდა
გამოვტყდე
ჩემს
ცოდვაში,
ასეთ
სიტუაციაში
ერთგვარი
გულგრილობით
ვუყურებდი
"სამანიშვილის
დედინაცვლის"
ავტორს.
ის
ხომ
წმინდა
წყლის
რეალისტი
იყო!წლები
დასჭირდა
იმას,
რომ
გაფანტულიყო
ეს
ბურუსი.
დავით
კლდიაშვილი
მთელი
თავისი
ბრწყინვალე
ტალანტით
მხოლოდ
მაშინ
ვიგრძენი
და
გავიგე,
როცა
2122
წლის
გავხდი.
ეს
მართლაც
ისე
მოხდა,
თითქოს
ვიღაცამ
გადასწია
ფარდა
და
ფეერიული
სანახაობა
გადამიშალა
თვალწინ.
მას
შემდეგ
დავით
კლდიაშვილის
შემოქმედება
ყველაფერში
სანიმუშოა
ჩემთვის.
მისი
მოთხრობების
საოცარი
მხატვრული
უბრალოება,
რომელიც
მხატვრულობის
მწვერვალს
წარმოადგენს,
რაც
დრო
გადის,
უფრო
და
უფრო
მხიბლავს.
სანიმუშოა
მისი
დიალოგი,
თხრობის
ეკონომია,
მახვილი
თვალი,
გულწრფელობა
და,
რაც
მთავარია,
ადამიანის
სიყვარული.
აი,
ამას
ვსწავლობდი
და
დღესაც
ვსწავლობ
დავითისაგან.
ხოლო
თუ
ცუდი
შეგირდი
გამოვდექი,
მისი
ბრალი
არაა.
იქნებ
ვინმე
გაამაყებულმა
მეტიჩარამ
იფიქროს,
თითქოს
მიკერძოებას
ვიჩენდე,
რაკი
დავითი
ყველაზე
მახლობელი
იყო