საბა
ვენახში მხიარული ფაცა-ფუცია. ქალები და ვაჟები ხითხით-კისკისით ართმევენ ერთმანეთს პატარა კალათებს და გოდრებში სცლიან; ბავშები იზმუზნებიანყურძნით და ცდილობენ უფროსებს არ ჩამორჩენ - ისინიც გამალებით ჰკრეფენ. ბებერი ბაბუა სუსტ ფეხებს ვეღარ გადმოუყვანია ვენახში და რომ ვერაფერს ახერხებსხელით გააკეთოს, ენით ეხმარება ნადს - გაჰკივის:
- აბა, თქვენი ჭირიმე, არ მოუწყინდეთ, დაუჩქარეთ, მზე იხრება... ცოდვაა გამოკრეფილი ვენახის დატოვება.
- ამიწიე კაცო, - უძახის ერთი ბიჭი მეორეს...
უკანასკნელი ყურადღებას არ აქცევს.
გოგო დაუძახებლად ეხმარება.
- შენს ქორწილზე კი ვიცეკვებ, ირინე, პატარა მაიმუნივით... - ნიშნად მადლობისა ამბობს ბიჭი და გარბის.
ახალგაზრდა ბიჭებს თითქოს არ ამძიმებს ბეჭზე გადაბმული ყურძენი, ისე ქარივით გარბიან მარნისკენ და ისე მხიარულად იწმენდენ ოფლს. როცა უკან მორბიანცარიელი გოდრით.
საწნახელი სავსეა. სახლის პატრონი დიდი უროთი ჭეჭყს ყურძენს, რომ ჩაატიოს დანარჩენი.
უხვია მოსავალი, დალოცა ღმერთმა წრეულს მუშაკის ხელი.
გოგოებს ენაზე აკერიათ სიკო, თედო, ფილიპე. ისინი არიან არჩეულნი.
- სიკო, კალათი დამიცალე!..
- ფილიპე, ე ხარდანი ჩაასვი, წამეიქცა ვენახი.
- თედო, სიკო გიძახის, გოდორი ამიწიეო...
გოგოთა შორისაც არიან რჩეულნი: თითქოს შავი ღრუბლები მთვარეს ირგვლივ ნავარდობენო, ჯმუხი წვერ-ულვაშ აყრილი ბიჭები თავს დასტრიალებენ ქერაქალიშვილს, დაიხრება იგი ვაზის ძირში დარჩენილი მტევნის მოსაწყვეტათ, - ვინმე მოასწრებს და თვითონ მოსწყვეტს; გაუჭირდება ვაზის გადახლართულ ყლორტებშიგასვლა, - მარდად გასწყვეტენ გადახლართულ ლერწს და გაუკაფავენ გზას; კალათის გავსებას ხომ არავინ აცლის, ისე სიჩქარით ჩამოართმევენ... და მთელი ეს ცდაჯილდოვდება მხოლოდ ხელის ხელზე ოდნავის შეხებით, მადლიერის შეხედვით. ტყე წამწამის ბალახად აბიბინებით. ირინესაც არ სტოვებდენ უყურადღებოდ... მაგრამირინე ამხანაგურ-მეგობრულის ქცევით იზიდავს.
თალიკოც მუდამ გარს შემოხვეულია, მაგრამ თალიკო ენამახვილია და მასთან ხითხითი აჩერებს ბიჭებს.
ქერა ქალიშვილი, ნახვეწი აბრეშუმის თმიანი, ლურჯ დიდთვალებიანი, მაღალი, არავის იზიდავს, არავის იწვევს, ძვირად ლაპარაკობს... მაგრამ ირგვლივუნებლიეთ უტრიალებენ.
სხვათა შორის საბაც...
საბა უხერხულად შექმნილი ადამიანია, თავი დიდი აქვს, ტანი ფეხებზე ბევრად გრძელი. მსხვილი მკლავ-ბარკალი და დაბალი კისერი. მაგიერათ ღონიერიადათვივით... და დაუღალავი მეძებარსავით.
- საბა, შენ მაინც დაგვეხმარე, შე კაცო, - უძახიან მოხუცი და ხანშიშესული ცალკე ჯგუფად მომუშავე დედაკაცები. - მოგვიტანე ერთი გოდორი, ყველას ხომ მარინევერ აავსებს.
- ახლავე, ბიცოლა, ახლავე! - და საბას მოაქვს გოდორი, სცლის შიგ კალათებს, დაუხმარებლად, თვისის ძალის შეგნებით და გამოსაჩენად იგდებს ზურგზე დამანჭვა-გრეხით მიაქვს მარანში.
- საწყალი პეტერე რომ უფრო მოხერხებული იყოს, ერთ ოჯახს მაგიც ქე არჩენდა.
- შე ქალო, ახლაც რა უჭირს?
- ბეჩა, სალომე აბა ვინ წაყვება... მაგას?..
- ისე იცოცხლე, რომ წაყვება... შე დალოცვილო, ხომ უყურებ საკაცეთი დეილია... ძღაბები სოკოსავით იზდებიან და ეს ბიჭები ზოგი ჯარშია... ზოგი სამუშაოში...გოგოების საცოდაობა მკლავს… სარზე გედეეხევიან, სხვა რომ არაფერი!..
საბამ გოდორი უკანვე მოიტანა, ერთი ჰაერში შეატრიალა ხელის სიმარდის საჩვენებლათ და ისევ გოგოებისაკენ აპირებდა წასვლას.
- მეიცა, შე კაცო, შენთვის არ ცალია ახლა მარინეს... ჩვენთან დარჩი, ჩვენ უფრო გამოგადგებით, - უხუმრა ერთმა მოხუცებულმა დედაკაცმა.
- შენ გაზდას - აქანე ნამეტანი გაბურდულია ეს ვენახი და მიწი-მოწიე.
- ახლავე, ახლავე! - და საბამ საჩქაროთ გაწყვიტა ორ-სამ ადგილას ლერწი.
- საბა, ერთი, თუ კაცი ხარ, გოდორი წეიღე, - დაუძახა ფილიპემ.
- ბიჭო, შენ ვერ წეიღებ?.. - შეუტია ბიცოლამ ფილიპეს.
- დევიღალე, შე ოჯახ-ქორო, ღმერთი არ არის?!.
- რა დეიღალე?! ლაზღანდარობამ დაგღალა თუ?!.
- რაც ყურძენი იყო, მე გადევიტანე, - ჩაურთო საბამ.
- თუ, დეიმადლებოდი, არც ქე შეგაწუხებდი! - უსაყვედურა ფილიპემ.
-არა, ა! - შერცხვა საბას, რომ ბიძის ნადში ზარმაცობა შესწამეს, - მე ისე ვთქვი... ჩემზე მეტი არავის უმუშავნია-თქვა, თვარა გოდორი მეიტა! - და გოდორი,რომელიც ფილიპიას უნდა აეღო, საბამ შეიგდო ზურგზე; ფილიპემ ოდნავ აუწია.
* *
- მალე გაათავებენ? - დაეკითხა საბას სახლის პატრონი, რომელიც საწნახელში უკვე ჩასულიყო და ფეხით წნეხდა ყურძენს.
- ერთი მუხური დაგვრჩა წაბლთან.
- აბა, ჩეეტევა?
- უნდა ჩეეტიოს... - და საბამ დაკვირვებით გადახედა საწნახელს.
- უნდა ჩეეტიოს!! იქინე ხარ და ვერ შეამჩნიე?!
საბა დაბრუნდა. მამასახლისი საწნახელიდან ამოვიდა და ცოლს გადასძახა:
- სუფრა დაამზადე, სადაც არის გაათავებენ და მოვლენ.
* *
საბა ისევ დედაკაცებთან მივიდა.
- საბა, გინდა ცოლის შერთვა?
- თუ ბაბუა იტყვის, რატომ არა? - თავდაჭერით უპასუხა საბამ.
- მერე რათ გინდა შენ