იტვირთება...
მთავარი
წიგნები
კატალოგი
მოხმარების წესები
ჩვენ შესახებ
„საბას“ შესახებ
სიახლეები
პროექტები
ვიკიპედია ქართულად
პრემია "საბა"
კონკურსის შესახებ
კონკურსის ისტორია
წესდება
საკონკურსო განაცხადი
/
კონტაქტი
შესვლა
|
რეგისტრაცია
ელ. წიგნი
ელ. წიგნი
ავტორი
გამომცემელი
შესაძენი წიგნები
რაოდენობა
0
0.00
მთავარი
/
წიგნები
/
ექსკლუზივი
/
პროზა
/
საბავშვო
/
თანამედროვე ქართველი მწერლები
/
თომას ზღაპრები
თომას ზღაპრები
გიორგი კეკელიძე
2016 წელი |
საქართველოს უნივერსიტეტი
ექსკლუზივი
|
პროზა
|
საბავშვო
|
თანამედროვე ქართველი მწერლები
16,876
ნახვა
4.65
(0 რეცენზია /13 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
"სიყვარულის ახსნა ჯადოს ახსნაზე ძნელი ყოფილა, ბაიბურა – თქვა თომამ – და სამჯერ უბაფთოდ შეკრულ თასმის ახსნაზე ძნელიც. ვინ მოიგონა ეს საშინელი წესი? არ შეიძლება გავაუქმოთ? – ჩვენ, ჯადოქრებს, ჩვეულებრივი სკოლის წესების შეცვლა არ შეგვიძლია თომა – თანაგრძნობით ამოიოხრა კეთილმა ბუმ – სანამ სკოლის მოსწავლე ხარ, ჯუჯობა ვერ გიშველის. – ბაიბურა, ბ ა ი ბ უ რ ა – რატომღაც დამარცვლით გაიმეორა თომამ – ყველაზე ცუდი ის არის, რომ, როცა გიყვარს, ყველაფერი თავდაყირა დგას. – ვიცი თომა, სიყვარული უდრის თავდაყირა სიარულს. ასე წერია გრძნობების მათემატიკაში." გიორგი კეკელიძის "თომას ზღაპრების" პერსონაჟი თომაა, პატარა ჯუჯა, რომელშიც უფროსი თუ ბავშვი საკუთარ თავს აღმოაჩენს... ზღაპრების ეს წიგნი იმ საბავშვო ნაწარმოებებს მიეკუთვნება, რომელთა წაკითხვა ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
19 დამახსოვრებუ...
გიორგი კეკელიძე
3
ყიდვა
მინიატურები
გიორგი კეკელიძე
3
ყიდვა
ყორანი
გიორგი კეკელიძე
2.3
ყიდვა
პოეზია 2008 - 2...
გიორგი კეკელიძე
5.2
ყიდვა
გურული დღიურები
გიორგი კეკელიძე
5
ყიდვა
ცხრათავიანი ფეხ...
გიორგი კეკელიძე
2.5
ყიდვა
მინიატურები 2
გიორგი კეკელიძე
0.99
ყიდვა
სიკვდილი პიცერი...
გიორგი კეკელიძე
3
ყიდვა
მურმანის სევდა
გიორგი კეკელიძე
2
ყიდვა
ოდები
გიორგი კეკელიძე
0.9
ყიდვა
სხვა მანდარინებ...
გიორგი კეკელიძე
0.2
ყიდვა
ანასტასიას ზარი
გიორგი კეკელიძე
3
ყიდვა
საყურე
გიორგი კეკელიძე
2
ყიდვა
ორი თავგადასავა...
გიორგი კეკელიძე
0
ყიდვა
ორი თავგადასავა...
გიორგი კეკელიძე
0.5
ყიდვა
ორი თავგადასავა...
გიორგი კეკელიძე
0.5
ყიდვა
გოგლიმოგლი
გიორგი კეკელიძე
2
ყიდვა
ორი თავგადასავა...
გიორგი კეკელიძე
0.5
ყიდვა
ორი თავგადასავა...
გიორგი კეკელიძე
0.5
ყიდვა
ორი თავგადასავა...
გიორგი კეკელიძე
0.5
ყიდვა
ორი თავგადასავა...
გიორგი კეკელიძე
0.5
ყიდვა
ორი თავგადასავა...
გიორგი კეკელიძე
0.5
ყიდვა
ორი თავგადასავა...
გიორგი კეკელიძე
3.5
ყიდვა
გურული დღიურები...
გიორგი კეკელიძე
3.5
ყიდვა
წერილები ღმერთს...
გიორგი კეკელიძე
3.5
ყიდვა
LILOS ANGELES
გიორგი კეკელიძე
5.5
ყიდვა
სხვა გურული დღი...
გიორგი კეკელიძე
3.95
ყიდვა
გურული დღიურები
გიორგი კეკელიძე
9.7
ყიდვა
LILOS ANGELES
გიორგი კეკელიძე
5.5
ყიდვა
ახალი სიმღერები
გიორგი კეკელიძე
14.9
ყიდვა
ახალი ცხოვრება
ორჰან ფამუქი
7.75
ყიდვა
სანამ ერთმანეთს...
ბასა ჯანიკაშვილი
5
ყიდვა
ქალაქი თოვლში
ბექა ქურხული
5
ყიდვა
ჩიტის და კაცის ...
არჩილ ქიქოძე
7.5
ყიდვა
ესეები
არჩილ ქიქოძე
5.5
ყიდვა
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
" სიყვარულის ახსნა ჯადოს ახსნაზე ძნელი ყოფილა, ბაიბურა – თქვა თომამ – და სამჯერ უბაფთოდ შეკრულ თასმის ახსნაზე ძნელიც. ვინ მოიგონა ეს საშინელი წესი? არ შეიძლება გავაუქმოთ? – ჩვენ, ჯადოქრებს, ჩვეულებრივი სკოლის წესების შეცვლა არ შეგვიძლია თომა – თანაგრძნობით ამოიოხრა კეთილმა ბუმ – სანამ სკოლის მოსწავლე ხარ, ჯუჯობა ვერ გიშველის. – ბაიბურა, ბ ა ი ბ უ რ ა – რატომღაც დამარცვლით გაიმეორა თომამ – ყველაზე ცუდი ის არის, რომ, როცა გიყვარს, ყველაფერი თავდაყირა დგას. – ვიცი თომა, სიყვარული უდრის თავდაყირა სიარულს. ასე წერია გრძნობების მათემატიკაში." გიორგი კეკელიძის "თომას ზღაპრების" პერსონაჟი თომაა, პატარა ჯუჯა, რომელშიც უფროსი თუ ბავშვი საკუთარ თავს აღმოაჩენს... ზღაპრების ეს წიგნი იმ საბავშვო ნაწარმოებებს მიეკუთვნება, რომელთა წაკითხვა ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
თომას ზღაპრები
ავტორი:
გიორგი კეკელიძე
გამომცემელი:
საქართველოს უნივერსიტეტი
გამოცემის თარიღი:
2016
კატეგორია:
ექსკლუზივი
ნახვები:
16876
რეიტინგი:
4,65
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(13) რეცენზია
4.65
რეიტინგის განაწილება
5
[12]
4
[0]
3
[0]
2
[0]
1
[1]
წიგნის შესახებ
თომას ზღაპრები
გიორგი კეკელიძე
16876
ნახვა
წასაკითხი
რჩეული
3
ლარი
ყიდვა
სარჩევი
ყდა
როგორ იქცა თომა ჯუჯად
როგორ გააღვიძა თომა ბებიამ
თომა სიყვარულის გამო თავდაყირა ცხოვრებას ირჩევს
თომა ბავშვთა ქალაქის შენებას იწყებს
თომთეს ჩამოსვლის ამბავი
როგორ იქცა თომა ჯუჯად
ეძღვნება
თ-ს
თუ
ბავშვობა
მართლა
იქ
მთავრდება,
როცა
ლოგინის
ქვეშ
შეხედვის
აღარ
გვეშინია,
მაშინ
ფანჯრიდან
უნდა
მოვისროლო
ჩემი
საწოლი
–
თქვა
ერთხელ
თომამ,
ეცადა
კიდეც,
მაგრამ
რაღა
დაგიმალოთ
და
ვერ
მოერია.
ეჯაჯგურა,
ეჯაჯგურა
და
მერე
გაბრაზებული
იატაკზე
გაიშოტა.
დიდხანს
იწვა
ასე
თვალებღია
და
განრისხებული.
ჭრელქუდიანი,
ჭიანჭველისტანა
სიზმრების
ჯარი
დადგა.
"შემოგვიშვი,
შემოგვიშვი,
დახუჭე
თვალები
და
ძილის
კარი
გაგვიღე!"
–
ჯუჯღუნებდნენ
ჯუჯა
სიზმრები.
თუმცა
თომა
არც
ყურს
იბერტყავდა
და
არც
თვალს
ხუჭავდა.
იწვა
ასე
ღია
ქუთუთოებით,
იწვა
და
უცებ,
შუაღამისას,
სხვა,
უფრო
ნაცნობი
ხმა
მოესმა.
–
წამოდი
თომა!
წამოდი!
მე
მიგიყვან
იქ,
სადაც
შენ
მარადიულ
ბავშვობას
მოიპოვებ!
თომა
სამყაროზე
ნაწყენი
კი
იყო,
თუმცა
ცოდვა
გამხელილი
ჯობს,
ძახილმა
ძალიანაც
დააინტერესა.
როგორც
გაბრაზებული
პატარების
წესია
–
ტუჩები
გაბუტული
დატოვა
და
აწეული
წარბიდან
მზერა
ნაბიჯ-ნაბიჯ
ნელ-ნელა
გააპარა.
ბუ
ბაიბურას
ფანჯარაზე
თვალები
დაეჭყიტა
და
კეთილად
იღიმოდა.
–
არ
მჯერა
–
წაიბუზღუნა
თომამ
–
ადრეც
ბევრჯერ
მომატყუე.
ერთხელ
მითხარი
შოკოლადის
ზღვაზე
წაგიყვანო
და
ჩვეულებრივი
ტბა
აღმოჩნდა,
ისიც
რძიანის!
–
წამოდი,
წამოდი,
თომა!
–
ცალ
ყურშიც
კი
არ
შეუშვა
ბაიბურამ
თომას
ნათქვამი
და
მეორეში
რაღას
გაუშვებდა
–
ხომ
ხედავ,
საათის
ისარი
ბავშვობიდან
მოგაქროლებს
და
მალე
დიდად
იქცევი!
შეშინებულმა
თომამ
თავზე
საბანი
გადაიფარა.
ამ
დროს
ეგონა,
რომ
ყველაფრისგან
დაცული
და
დამალული
იყო
–
კოღოების
აბეზარი,
წუილ-ბზუილა
რაზმისგან,
ქარაკუდა,
ქუდიპარია
მფრინავი
მელასგან,
ბუხრიდან
ამოსული
კვამლის
გადასახადის
ამკრეფი
ცხვირცანცარა
კაცისგან
და
დროისგანაც
კი.
დიახ!
თუ
თავზე
საბანს
გადაიფარებდა
–
ვერავინ
და
ვერაფერი
მიეკარებოდა!
მაგრამ
ბაბიბურა
რისი
ბაიბურა
გახლდათ
–
არ
ვიცი
რა
ხერხით
და
ჯადოქრობით,
ბუს
ხმა
ნემსზე
უფრო
წვრილდებოდა
და
ფერადი
ნაჭრებისგან
შეკერილ
საბანში
ძაფების
გზებს
მიუყვებოდა.
–
წამოდექი,
თომა,
წამოდექი!
დროს
ვერ
შევაჩერებ!
ხომ
გახსოვს,
ერთხელ
ვთხოვეთ
დედამისს,
რამდენიმე
წამით
დაეძინებინა
და
სოფელში
ყველა
ხე
გახმა.
მერე
მთელი
ღამე
ვულოცავდით
და
ვრწყავდით
მე
და
ყვავილების
პრინცესას
გამზრდელი!
წამოდექი!
–
და
შენ
ამბობ,
რომ
ჩემი
ხელები
მამაჩემივით
მსხვილი,
ფეხები
ბაბუაჩემივით
გრძელი,
საქმეები
დედაჩემივით
ბევრი
და
დარდი
ბებიაჩემივით
ხშირი
არასდროს
იქნება?
–
კი
თომა,
შენ
უბრალოდ
ადექი,
ოღონდ
ფრთხილად!
საწოლთან
სიზმრები
დგანან
და
არ
გაჭყლიტო!
ძლიერ
წვიმაში
ფანჯარაზე
მომხტარი
წვეთები
დაგითვლიათ?
აი,
სამ
წვეთს
რომ
დრო
ჭირდება,
ზუსტად
იმდენ
ხანში
თომა
უკვე
ბაიბურას
ზურგზე
იჯდა
და
ბავშვობაში
დამტოვებელი
სკოლის
დირექტორისკენ
მიფრინავდნენ.
დირექტორი
სათამაშოებისგან
აწყობილი
ერთი
კაცი
იყო
–
ზედმეტად
მხიარული
და
ფიცხი.
ცოტას
თუ
ეხერხებოდა
მასთან
საერთო
ენის
გამოძებნა.
–
როგორ,
ნუთუ
მართლა
გგონია,
რომ
მთელი
სამყაროს
უფროსები
შენ
წინააღმდეგ
გაერთიანდნენ
და
ყველაფერს
აკეთებენ,
რომ
დღეში
შოკოლადის
მხოლოდ
ერთი
ფილა
მოგცენ?
–
რა
თქმა
უნდა!
მე
ხომ
სულ
ბავშვი
მინდა
ვიყო!
–
უპასუხა
თომამ
ბაიბურასგან
დარიგებული
სისხარტით.
–
ნუთუ
გადაწყვიტე,
რომ
ყოველდღე
კეთილი
ტყუილების
გაკვეთილზე
იარო
და
ერთხელაც
არ
გამოგყვეს
ბოროტი
სიმართლე?
–
გამომცდელი
მზერით
ჩაეკითხა
დირექტორი.
–
დიახ,
რა
თქმა
უნდა!
–
და
ნუთუ
გადაწყვიტე,
რომ
შენი
მუხლები
სულ
დალურჯებული
იქნება,
რადგან
ბოლომდე
კარგად
ვერასდროს
ისწავლი
ველოსიპედის
ტარებას?
–
დიახ!
–
და
იცი,
რომ
სულ
სხვისი
სათამაშო
აჯობებს
შენსას?
–
დიახ!
–
დაააა
–
აქ
საგანგებოდ
ჩაახველა
დირექტორმა
–
ნუთუ
მზად
ხარ,
ყოველ
დილით
უგემური
ფაფა
მიირთვა,
ფაფა
და
თან
კარააააქიიიით?
და
მერე,
იმ
საშინელი
უფროსებისგან
ლოყაზე
ვითომ
მოსაფერებელი
ჩქმეტა
და
ქაჩვა
მოითმინო,
ეს
კაცობრიობის
ყველაზე
დიდი
დანაშაული?!
ეს
ძალიან
რთული
კითხვა
ჩანდა,
მაგრამ
თომას
ისე
უნდოდა
ბავშვად
დარჩენა,
ცოტა
უფრო
ჩუმად,
მაგრამ
მაინც
მტკიცედ
უპასუხა.
–
დიახ,
რა
თქმა
უნდა!
და
თომამ
პირველი
გამოცდა
გაიარა.
შემდეგი
გამოცდებიც
არ
იყო
იოლი
–
დროის
გატარება
დედასთან,
ჯუჯების
მწვრთნელთან
და
ზღაპრის
გუდების
მკერავთან.
მაგრამ
ბუ
ბაიბურა
აბა
რისი
გამოცდილი
და
ყოვლისმცოდნე
ბაიბურა
იქნებოდა,
მეგობარს
არ
დახმარებოდა.
და
ნახევარმთვარეობის
დღესასწაულზე,
როცა
ჯადოქრები
მთვარის
მოქანავე
ყუნწზე
წყლით
სავსე
სათლებს
კიდებენ,
წყალი
კი
მაინც
არ
იღვრება,
თომა
ჯუჯად
აკურთხეს.