იტვირთება...

წერილები ღმერთს და მამაჩემს

გიორგი კეკელიძე

7,258 ნახვა
4.7
(0 რეცენზია /7 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
გიორგი კეკელიძის ახალი ეპისტოლარული პოეზია აერთიანებს სამ წერილს მამასთან და ამდენივეს — ბავშვობაში გარდაცვლილ შეყვარებულთან. წერილებმა, განსაკუთრებით „წერილი მამას“, თავისი სახელწოდებით, შეიძლება გაგვახსენოს კიდევ ერთი ტექსტი — კაფკას „წერილი მამას“, თუმცა ლექსების წაკითხვისთანავე, ანალოგიის ძიება უსაფუძვლო აღმოჩნდება, ვინაიდან „წერილები“ მათი „ფროიდისტული წაკითხვის“ ალბათობას სრულიად გამორიცხავს. ოიდიპოსისეულ დანაშაულის გზით თვალის ახელას აქ მზრუნველი მამის — მამა ღმერთის მატერიალური განსხეულების მიერ („სალამი ღმერთო, შენ ტკვილი ისწავლე მაშინ, / როცა ცოტა ხნით ჩვენად ყოფნა დაიზეპირე “) ადამიანისთვის სამყაროს საიდუმლოებებთან ზიარების საშუალებით თვალის ახელა, არცოდნიდან ცოდნის მდგომარეობაში გადასვლა ენაცვლება („ის თვალს მიხელდა, ბრმას მიმხელდა სხვა მზერას თითქოს, / როცა ცხოვრების მასწავლიდა დახუჭობანას “). ამიტომაც ეს არ არის მამის წიაღიდან გაქცევა და დაბრუნება, როგორც ეს თუნდაც გოეთესთან ან გრიგოლ რობაქიძესთან გვხვდება. ამავე დროს, ბავშვობის მოგონება უკავშირდება მეტაფორებით სავსე ზღაპრულ სამყაროს, რომელიც ლირიკული „მე“-ს მიერ სინამდვილის შემდგომ აღქმაზეც ახდენს გავლენას და ზღაპარს სინამდვილედ წარმოუდგენს. შეიძლება აქედანაც მომდინარეობდეს ის მეტაფორები და იდიომები, რომლებიც პოეზიის ახალ კონტექსტში მოხვედრისთანავე, განსხვავებულ ელფერს იძენენ: „სული გიჭირავს კბილით“, „ტკივილები გამოყინე ტანში მადნებად“, „დღე და ღამე როდის შემოგვერღვევა“, რომელიც ადამიანური ყოფიერების შემოდგომაზე მიანიშნებს. მამისადმი მესამე წერილში კი საგნები ადგილს ინაცვლებენ და მიწა კი აღარ არის სხეულის სამკვიდრო, არამედ სხეული იქცევა მიწის ბინად („სხეული მოეხვია მიწაზე სახლად“). ასეთ შემთხვევაში, ფრაზა „ფიქრების საშინელი კალიგრაფია“ რომანტიზმისთვის დამახასიათებელი ელემენტების მქონე ნეოსენტიმენტალისტურ ფორმულად იქცევა და მექანიკურობამდე დასულ სამყაროში თითქოს ადამიანურობაზე მიგვითითებს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-467-94-3
სათაური:
წერილები ღმერთს და მამაჩემს
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2017
გვერდები:
64
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
7258
რეიტინგი:
4,7
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(7) რეცენზია
4.7
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [6]
  • 4
    [0]
  • 3
    [1]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]