ლეონტი მროველი - მოქცევა ქართლისა პირველად ვაჴსენოთ ცხოვრება წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა და ყოვლისა ქართლისა განმანათლებელისა ნინო მოციქულისა, რომელი-ესე თჳთ მანვე ნეტარმან მოგჳთხრა ჟამსა აღსრულებისა მისისასა, რომელი აღწერა მორწმუნემან დედოფალმან სალომე უჯარმელმან, ძის ცოლმან მირიან მეფისამან, ასულმან თრდატ სომეხთა მეფისამან. და იყო მათ ჟამთაშინა, ოდეს წმიდა გიორგი კაბადუკელი იწამა ქრისტესთჳს, იყო კაბადუკიათ ქალაქით კაცი ვინმე, მთავართა შესაბამი მონა ღმრთისა, სახელით ზაბილონ, და ესე წარვიდა ჰრომედ წინაშე მეფისა მსახურებად და ნიჭისა მოღებად მისგან. და მათ-ვე დღეთა შინა კაცი ვინ-მე იყო კოლასტრას შინა, და ესხნეს მას ორ შვილ, ძე და ასული: და სახელი ძისა მისისა იობენალი, ხოლო ასულისა სოსანა. და აღესრულნეს მეუღლენი იგი, და დარჩეს და-ძმანი იგი ობლად, და აღდგეს და წარვიდეს იგინი. ქალაქად წმიდად იერუსალემად. და იმედ ყვეს იმედი იგი ყოველთა ქრისტიანეთა წმიდა აღდგომა, და მიევედრნეს მუნ. ვინა-ცა ძმა ესე იობენალი მიემთხჳა დევტალარობასა, ხოლო დაჲ იგი მისი სოსანა მსახურებდა ნიაფორსა სარა ბეთლემელსა. ხოლო ესეჭაბუკი კაბადუკელი, სახელით ზაბილონ, რომელი ვაჴსენეთ, მიიწია ჰრომედ წინაშე მეფისა. და აღდგომილ იყვნეს მას ჟამსა ბრანჯნი ბრძოლად ჰრომთა, ველსა ზედა პატალანისასა. დამოსცა უფალმან ძალი ზაბილონს, ჭაბუკსა მას კაბადუკელსა, უძლეველი, და ქმნა წინა-აღდგომა მტერთა მიმართ უზომოთა, და აოტნა ბრანჯნი, და შეიპყრა მეფე ბრანჯთა და ყოველნი იგი მთავარნი მათნი, და მიიყვანნა იგინი წინაშე მეფისა. ხოლო მეფემან განაწესა სიკუდილი მათი. მაშინ იწყეს ტირილად ბრანჯთა მათ, და ევედრებოდეს ზაბილონს: "მოგუეც პირველად სჯული თქუენი და შეგჳყვანენ ტაძარსა ღმრთისა თქუენისასა, და მაშინ-ღა იყავნ სიკუდილი ჩუენი. რამეთუ შენ-ვე გჳპყრენ და შენ-ვე ყავ ესე ჩუენ ზედა, და უბრალო იქმნე სისხლისა ჩუენისაგან,ახოვანო". ხოლო ზაბილონს ვითარცა ესმა ესე, მსწრაფლ აუწყა მეფესა და პატრიაქსა სიტყუა მათი. და მოსცეს ნათელი ჴელსა ქუეშე ზაბილონისსა. და შეიყვანნეს ტაძარსა შინა ღმრთისასა, აზიარნეს წმიდათა საიდუმლოთა, ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, და უჩუენნეს მათ დიდებანი იგი მოციქულთანი. და დილეულ ადრე ადგეს ბრანჯნი იგი, და შეიმოსეს სამოსელი სამკუდრო, და განვიდეს ადგილსა მას კაცის სამკლველოსა და სისხლის დასათხეველსა, ილოცვიდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა ნათლის-ღებისათჳს და იტყოდეს: "ჩუენ სიკუდილსა შინა უკუდავ ვართ, რამეთუ ღირს გუყვნა ღმერთმან ესე-ვითარსა დიდებასა მიღებად საგზალსა მას დაულევნელსა, ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს ძისა ღმრთისა უკუდავისასა, რომელი უმაღლეს არს ყოველთა მთათა და უქუესკნელეს ყოველთა უფსკრულთა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ხოლო ვაი ნაშობთა ჩუენთა, ნაყოფთა სიმწარისათა და მკჳდრთა ბნელისათა". და ჴმობდეს: "მოვედინ მეჴრმლე და აღიხუენ თავნი ჩუენნი ჩუენგან". ამას რა ხედვიდა ზაბილონ, აღიძრა გონებითა და ტიროდა მწარედ, რამეთუ ვითარცა ცხოვართა თავნი მათნი წარკუეთად მოიდრიკნეს, და მოსიკუდიდ მიეპყრნეს, და ვითარცა კრავთა შვილთა მათთა საწყალობელად იგლოვდეს. მაშინ მოწყალე ქმნული მათთჳს შევიდა ზაბილონ წინაშე მეფისა და გამოითხოვნა იგინი მეფისაგან სამკუდროდ შეკაზმულნი, და მიმადლნა მეფემან და რქუა: "მიმინიჭებია იგინი შენდა, და რაჲ-ცა გნებავს უყავ მათ". და განუტევნა იგინი. ხოლო იგინი ევედრებოდეს ზაბილონს, რათა წარყვეს ქუეყანასა მათსა და მისცეს. სჯული ქრისტესი, ნათლის-ღება წყლითა ყოველსა ერსა მათსა. ხოლო მან ისმინა ვედრება მათი, და მოითხოვა მღდელი პატრიაქისაგან; და ბრძანება მოიღო მეფისაგან. და წარვიდეს სიხარულით. და ვითარ მიეახლნეს დღისა ერთისა სავალსა, მივიდა წინა ამბავი, ვითარმედ: "მეფე ცოცხალი არს, მოვალს, და ყოველნი მთავარნი მის თანა". მაშინ შეიძრნეს ათნი საერისთაონი: ხოზამა, ხოზა, გაახილაჯა, ტენებაგა, ხინგარაგი, ზიჯა, ზაგა, ზადა, ზარმა და თმონიდი სამეფო. და მიეგებვოდეს ესე ყოველნი მდინარესა ზედა დიდსა და ღრმასა. და განყო მეფემან ერი იგი და დაადგინა წყალსა იმიერ და ამიერ. და აკურთხეს მღდელთა მათ წყალი იგი, და შთაჴდა ყოველი ერი იგი წყალსა მას, განიბანნეს და აღმოვიდეს აღმოსავალსა ერთსა, და დასდებდა ზაბილონ ჴელსა თჳსსა ყოველსა მას ერსა. და იყო მუნ ათ დღე. და აზიარნა ერნი იგი ყოველნი საიდუმლოსა ქრისტესსა,დაუტევნა მღდელნი და განუწესა ყოველი წესი ქრისტიანობისა. ამისა შემდგომად იჯმნა მათგან, დაუტევა მშჳდობა ყოველთა და წარვიდა, ნიჭითა დიდითა, ჰრომედ, და განიზრახა გონებასათჳსსა: "წარვიდე იერუსალემად და ვამსახურო ნიჭი ესე ჩემი ადგილთა ღმრთისათა". წარვიდა იერუსალემს და, ვითარ მიიწია იერუსალემად, განუყო ყოველი იგი მონაგები თჳსი გლახაკთა,მცნებისათჳს ღმრთისა. და იხილა, რამეთუ პირველ ჴსენებული იგი დევტალარი პატრიაქ ქმნილ იყო; და ფრიად დაიმეგობრნეს ურთიერთას ზაბილონ და პატრიაქი იგი. მაშინ რქუა სარანიაფორმან პატრიაქსა ესრეთ, ვითარმედ: "ესე ზაბილონ, მამა და