შესავალი შოტლანდიაში ინგლისელების ბატონობით უკმაყოფილო მამაცი კაპიტანი გრანტი გადაწყვეტს, გამოიკვლიოს წყნარი ოკეანის კუნძულები, რომ ერთ-ერთ მათგანზე თავისუფალი შოტლანდიური კოლონია დააარსოს. გავიდა ხანი და გრანტის ექსპედიცია უგზო-უკვალოდ დაიკარგა. კაპიტნის თანამემამულე ლორდი გლენარვანი იახტა „ დუნკანით ” გრანტის საძებნელად მიემართება.
დედამიწის ირგვლივ მოგზაურობაში უთუოდ სიამოვნებით დაემგზავრებით ლორდ გლენარვანს, მის მეუღლე ელენს, მაიორ მაკ-ნაბს, კაპიტან ჯონ მანგლსს, გრანტის ქალ-ვაჟს, მერისა და რობერტს; და კიდევ დაბნეულ, გულკეთილ, მაგრამ შესანიშნავ გეოგრაფ ჟაკ პაგანელს.
მამაც მოგზაურებს წინ უამრავი ხიფათი ელის. თქვენ მათთან ერთად გადალახავთ სამხრეთ ამერიკას, ავსტრალიას, მიაღწევთ ახალი ზელანდიის სანაპიროებს და ნამდვილი მეგობრობისა და სიყვარულის ძალაში დარწმუნდებით.