I. ბრუნო ბაუერი. „ებრაელთა საკითხი“, ბრაუნშვაიგი, 1843 გერმანიის ებრაელები ემანსიპაციისთვის იბრძვიან. რა სახის ემანსიპაციისთვის იბრძვიან ისინი? მოქალაქეობრივ-სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური ემანსიპაციისთვის.
ბრუნო ბაუერი მათ პასუხობს: არავინაა გერმანიაში პოლიტიკურად ემანსიპირებული. ჩვენ თვითონ არ ვართ თავისუფლები. თქვენ როგორ უნდა გაგათავისუფლოთ? თქვენ, ებარელები - ეგოისტები ხართ, როდესაც საკუთარი თავისთვის, როგორც ებრაელებისთვის, განსაკუთრებულ ემანსიპაციას მოითხოვთ. როგორც გერმანელები, თქვენ უნდა მუშაობდეთ გერმანიის პოლიტიკური ემანსიპაციისთვის, ხოლო როგორც ადამიანები - კაცობრიობის ემანსიპაციისთვის, ხოლო თქვენი ჩაგვრისა და სირცხვილის განსაკუთრებული სახეობა თქვენს მიერ აღქმული უნდა იყოს, არა როგორც გამონაკლისი წესიდან, არამედ როგორც წესის დასტური.
ან იქნებ ებრაელები ქრისტიან ქვეშევრდომებთან უფლებების გათანაბრებას მოითხოვენ? ასეთ შემთხვევაში ისინი ცნობენ ქრისტიანული სახელმწიფოს მართლზომიერებას, შესაბამისად კი საყოველთაო ჩაგვრის სისტემასაც. რატომ არ მოსწონთ მათ მათი განსაკუთრებული უღელი, თუ საზოგადო უღელს მისაღებად მიიჩნევენ? რატომ უნდა იყოს გერმანელი დაინტერესებული ებრაელის განთავისუფლებით, თუ ამ უკანასკნელს არ აინტერესებს გერმანელის განთავისუფლება?
ქრისტიანული სახელმწიფო მხოლოდ პრივილეგიებს ცნობს. ებრაელი ამ სახელმწიფოში სარგებლობს ებრაელად ყოფნის პრივილეგიით. როგორც ებრაელს, მას აქვს უფლებები, რომლებიც არ გააჩნია ქრისტიანს. რა მიზეზით ცდილობს იმ უფლებების მოპოვებას, რომლებიც თვითონ არ გააჩნია, მაგრამ რომლებითაც ქრისტიანები სარგებლობენ?
როდესაც ებრაელი ქრისტიანული სახელმწიფოსგან ემანსიპაციას ცდილობს, ამით ის მოითხოვს, რომ ქრისტიანულმა სახელმწიფომ უარი თქვას თავის ქრისტიანულ ცრურწმენაზე. მაგრამ ნუთუ თვითონ ის, ებრაელი, უარს ამბობს საკუთარ რელიგიურ ცრურწმენაზე? აქვს თუ არა მას ასეთ შემთხვევაში უფლება, სხვებისგან მოითხოვოს, განუდგნენ თავის რელიგიას?
ქრისტიანულ სახელმწიფოს, როგორც ასეთს, არ შეუძლია გაანთავისუფლოს ებრაელი. მასთან ერთად, ამბობს ბრუნო ბაუერი, ებრაელი ვერ განთავისუფლდება, როგორც ებრაელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენ ხანსაც იარსებებს ქრისტიანული სახელმწიფო, და რამდენ ხანსაც ებრაელი ებრაელად რჩება, მანამდე ორივე შეუძლებელი ხდება - მისცენ ერთიმეორეს თავისუფლება ან მიიღონ ერთიმეორისაგან.
ქრისტიანულ სახელმწიფოს არ შეუძლია იმოქმედოს ებრაელთან, თუ არ ქრისტიანულად, მაშასადამე, პრივილეგიების გზით. სახელმწიფო ნებას რთავს ებრაელებს, განცალკევდნენ სხვა ქვეშევრდომებისგან. ამით უფრო აგრძნობინებს მათ სხვა კლასების მათზე გავლენის სიმძიმეს. რომ ებრაელები სარწმუნოების გზით ეწინააღმდეგებიან გაბატონებულ სარწმუნოებას, ეს იმდენად საგრძნობი ხდება, რომ ებარელი მართლაც სარწმუნოებრივ წინააღმედგობას უწევს გაბატონებულ სარწმუნოებას. თავის მხრით, ებრაელს არ შეუძლია სახელმწიფოზე იმოქმედოს სხვანაირად, თუ არა როგორც ებრაელს - ესე იგი, როგორც უცხოელს. აქ ის სხვის გაბატონებულ ეროვნებას თავს ახვევს თავის ქიმერულ ეროვნებას და თავის საოცნებო კანონს აძალებს ნამდვილ კანონს. ასე ფიქრობს ის, დარჩეს უფლებებში და განცალკევებული კაცობრიობისაგან - არ იღებს მონაწილეობას ისტორიულ ევოლუციაში - უცდის ერთგვარ მომავალს, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება მსოფლიო ადამიანის მომავლისაგან. მას სწამს, რომ არის წევრი ებრაელი ერისა, ხოლო ებრაელ ერს ის ჰხადის რჩეულ ერად.
ამგვარად, ებრაელებო, რა უფლებით თთხულობთ თქვენ განთავისუფლებას? თქვენი რელიგიის წყალობით? ის ხომ მომაკვდინებელი მტერია სახელმწიფო სარწმუნოებისა. ვითარცა მოქალაქენი? მოქალაქე არავინ არის გერმანიაში. როგორც ადამიანი? თქვენ არა ხართ ადამიანი; და იმდენად არც ისინია ადამიანები, ვისაც თქვენ მიმართავთ თქვენი მოთხოვნით.
ბაუერმა ხელახლა წამოწყენა ებრაელთა ემანსიპაციის საკითხი, მაგრამ მას შემდეგ, რაც კრიტიკა უყო ამ საკითხის საფუძველს და გადაწყვეტილებას. აქ ბაუერი კითხულობს: როგორია ბუნება ქრისტიანული სახელმწიფოსი? როგორია ბუნება ებრაელისა? აქ ბაუერი მიუგებს ებრაელთა სარწმუნოების კრიტიკით, რელიგიური წინააღმდეგობების ანალიზით, რასაც იუდაიზმსა და ქრისტიანობას შორის პოულობს. იქვე არკვევს ქრისტიანული სახელმწიფოს ბუნებას: ყველა ეს ხდება იმდენად საგნის გულში შეჭრით და ღრმად, რამდენადაც მჭევრმეტყველებით და აზრთა მოხერხებულობით. ამიტომ აქ ვნახოთ ჩვენ, რანაირ გადაწყვეტილებას იძლევა ბაუერი.
კითხვის სათანადო ფორმაში ჩამოსხმა მის გადაწყვეტას ნიშნავს. ებრაელთა საკითხის კრიტიკულად გარჩევა ნიშნავს მის შესახებ პასუხის გაგებას. აი დასკვნა:
ჩვენ თვით უნდა განვიცადოთ ემანსიპაცია, სანამ სხვათა ემანსიპაციას შევძლებთ.
უფრო უხეში ფორმა წინააღმდეგობისა ებრაელებს და ქრისტიანებს შორის არის ფორმა რელიგიური წინააღმდეგობისა. რანაირათ უნდა გადაწყდეს ეს წინააღმდეგობა? ცხადია მისი უარყოფით. მაგრამ, როგორ შეიძლება უარვყოთ რელიგიური წინააღმდეგობა? ცხადია, რელიგიის მოსპობით. იმ წუთიდან, როდესაც ებრაელი და ქრისტიანი დაინახავენ, თითეული მათგანი, თავის რელიგიაში, ადამიანის გონების თანდათან განვითარების საფეხურებს, ან ისე შეხედავენ, როგორც რიგრიგათ გამოცვლილ ტყავებს ერთი და იგივე გველისაგან, რომელსაც ქვია კაცი, მაშინ ვამბობ, როცა ისინი აქამდე მიაღწევენ, მაშინ მათი ურთიერთშორის დამოკიდებულება არ იქნება მტრულ-სარწმუნოებრივი; მაშინ მათი დამოკიდებულება იქნება კრიტიკული, მეცნიერული, ადამიანური. მაშინ მეცნიერება შეიქნება შემაერთებელ რგოლათ, და მეცნიერებაში წარმომდგარი წინააღმდეგობები კი თვითონ მეცნიერებითვე უნდა გადაწყდეს.
გერმანელ ებრაელს ორი მტერი უდგას წინ: სრული არარაობა ყოველი პოლიტიკური ემანსიპაციის და