იტვირთება...

ცხოველების კარ-მიდამო

ჯორჯ ორუელი

2020 წელი | ინტელექტი
4,568 ნახვა
4.8
(0 რეცენზია /51 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
9.4
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
„თუკი თავისუფლების ცნება საერთოდ რაიმეს ნიშნავს, ეს, პირველყოვლისა, იმის უფლებაა, ადამიანს მისთვის არასასურველი სიმართლე პირში უთხრა.“ – წერს ორუელი 1945 წელს, „ცხოველების კარ-მიდამოს“ წინასიტყვაობაში. ამ სიტყვებით, ალბათ, ყველაფერია ნათქვამი ამ წიგნის დაწერის მიზანსა და მის დანიშნულებაზე. „ცხოველების კარ-მიდამო“ – წიგნი, რომელშიც ალეგორიულად, თუმცა ძალიან მკაფიოდაა აღწერილი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი, რა თქმა უნდა, აკრძალული იყო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. თუმცა, წიგნის გამოცემას ორუელის სამშობლოში, საბჭოთა კავშირის იმდროინდელ მოკავშირე დიდ ბრიტანეთშიც საკმაო წინააღმდეგობა შეხვდა. სწორედ ამაზე წერს ორუელი წინასიტყვაობაში, რომელსაც „ბეჭდვის თავისუფლება“ ჰქვია. მასში მწერალი ბრიტანულ გამომცემლებს, და ზოგადად, ბრიტანელ ინტელექტუალებს საბჭოთა კავშირის მიმართ ზედმეტად ლოიალურ დამოკიდებულებასა და სტალინის კრიტიკის მიუღებლობაში ამხელს. თუმცა, ეს წინასიტყვაობა თავად გახდა მასში გაკრიტიკებული ცენზურის მსხვერპლი და 1945 წლის აგვისტოში, ბრიტანეთში, „ცხოველების კარ-მიდამო“ მის გარეშე დაიბეჭდა. ორუელის გარდაცვალების შემდეგ, 1972 წელს ის მწერლის არქივში აღმოაჩინეს, თუმცა, პირველად წიგნში ის მხოლოდ 1993 წელს, ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ შეიტანა. „ცხოველების კარ-მიდამოს“ ახალი თარგმანი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ მასში, ორუელის მიერ წიგნის წინასიტყვაობად განსაზღვრული, ხსნებული ესეიც ქართულ ენაზე პირველად იბეჭდება. წიგნის შინაარსსა და წინასიტყვაობას კი ერთი ძალიან საგულისხმო საერთო აქვს: ორივე მათგანი კაცობრიობის ისტორიის ისეთ მანკიერ მხარეს ებრძვის, საზღვრებსა და ეპოქას რომ არ ცნობს და მუდმივად გვდევს, როგორც ბნელი ჩრდილი.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-31-281-6
სათაური:
ცხოველების კარ-მიდამო
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2020
თარგმანი:
ინგლისურიდან
მთარგმნელი:
თამარ კოტრიკაძე
გვერდები:
136
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
4568
რეიტინგი:
4,8
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(51) რეცენზია
4.8
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [42]
  • 4
    [8]
  • 3
    [1]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]