შესავლის ნაცვლად -
გმირი ბოლოს მე მოვკალი შიმშილი
მაინც წავაცალე ის თავი ( კერძი)
ამ თავკერძა გოლიათს,
მაინც მე მოვკალი და ყველა
ომი, ცხელიც, ცივიც, რომელიც
ჩემს მოდგმას
ოდესმე ჰქონია
(და ყველას გაძღოლა ვითავე),
ჩემი მოგებული მგონია.
ვუყურებ,
ამ კისერს, ნათავარს
ამოსდის ასობით ახალი
- ავლესე ჩანგალი,
დავთვალე
- სადილი, საუზმე, ვახშამი, სამხარი.
მაინც მე მოვკალი შიმშილი
შიშით გავუხეთქე ის გული-
(ქადის, თუ ღვეზელის)
შევძელი.
და ისევ, ახალი თავთავი,
ამოსდის ახალი თავთავი,
ამოსდის...
ბევრი მაქვს სამკალი
- სადილი, საუზმე, ვახშამი, სამხარი.
ბოლოს მე მოვკალი შიმშილი
მაინც წავაცალე ის თავი
- მშიერთა ტირილით გალეშილს.
ნისლ-სარჩულ, მთვარე-ღილ ღამეში
მოვდივარ
შიმშილთან მებრძოლი რაინდი-
ახალი გილგამეში.