იტვირთება...

ერთი ღამე და მთელი ცხოვრება

აკაკი ბედოიძე

10,447 ნახვა
4.75
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
კრებულში შეტანილი რომანის - "ერთი ღამე და მთელი ცხოვრება" "ხერხემალს" წამოადგენს მთავარი პერსონაჟი - ერთი პატარა სოფლის მოხუცი მესაფლავე მოსე. ერთი ღამის განმავლობაში მის თვალწინ იშლება თავისი თანასოფლელების კომიკური თუ ტრაგიკული თავგადასავლები. მათი ერთობლიობა კი წარმოადგენს ჩვენს არც თუ ისე შორეულ წარსულს, რაც გაგვივლია და რისთვისაც აქამდე გაგვიძლია. ყოველი გადალახული სიძნელის მიუხედავად, ავტორი ქვეშეცნეულად გვარწმუნებს, რომ ნამდვილად ღირდა ჩვენი ამქვეყნად მოსვლა, რომ სიცოცხლე, მართლაც რომ, მშვენიერია.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
აკაკი ბედოიძის თილისმური ნიჭი და მოვლენების ხედვის ხიბლი წლების წინათ თეთრი წყაროს რაიონული გაზეთის “დიდგორის” ფურცლებზე ამოვიკითხე დიდგორის ომის ეპოპეისადმი მიძღვნილ მომცრო წერილში. გამოხდა ხანი და ბატონმა აკაკიმ გადაწყვიტა, ახალი რომანით უმასპინძლოს ქართველ მკითხველს. “ტანჯარეთულ ქრონიკებში” ანუ “ერთი ღამე და მთელი ცხოვრება”, შეპარულად, მაღალმხატვრულ დონეზეა მიმოხილული წუთისოფლის ის ავბედითი მოვლენები, რომლებსაც ცხოვრება უწყობს ცალკეულ ადამიანებს - ზოგს აღაზევებს და ზოგს კი, ბუნების მიერ დაჩაგრულ პიროვნებებს, გულნაკლულად ისტუმრებს ამა ქვეყნიდან. ერთი სოფლის მაგალითში, ჩემი გაგებით, არა იმდენად ტანჯარეთულ, არამედ ტანჯვა-რეთულ ქრონიკებში, მოცემულია ის პოლიტიკა, რომელიც ხალხის სახელით და მის საწინააღმდეგოდ გარდაგვხდა ბოლო შვიდი ათეული წლის განმავლობაში. მრავალი გულში ჩამწვდომი იდეა და პასაჟია მოცემული ნაწარმოებში. აკაკი ბედოიძის რომანს და ნოველებს, რომლებიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, უთუოდ დიდი ხალისით გაეცნობა მკითხველი. ყველა “წკიპურტი” თუ შეგონება, რომელსაც ამ წიგნში შეხვდებით, უთუოდ ცხოვრებისეულ მეგზურად გაგიხდებათ. იაკობ ახუაშვილი აკადემიკოსი
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-0-5045-9
სათაური:
ერთი ღამე და მთელი ცხოვრება
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2012
გვერდები:
252
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
10447
რეიტინგი:
4,75
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
4.75
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]