კოხტაგორა და „კუკუშკა“.
ეს ორივე “საოცრება” კურორტ ბაკურიანის მიდამოებში თანაარსებობს: კოხტაგორა - ბაკურიანის ულამაზესი მთა-გორაა, ბუნებრივი წარმონაქმნია და იგი მილიონობით წელია, რაც არსებობს და ამშვენებს აქაურობას.
იგი ბაკურიანს ჩრდილო-დასავლეთით, აქ არსებულ მთებს: ცხრაწყაროს მთა, ცივანას მთა, პიწკალოს მთა (პოდ სკალოი), კოდიანის მთა, მიტარბის მთა, ციხიჯვრის მთა, თავკვეთილას მთა და სხვა მთა-გორებს შორის, როგორც საქორწილო მწვანე გვირგვინი ადევს თავზე და ყოველ დილით, თითქოს, მზის ამოსვლასთან ერთად, თავს უხრისო, სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან, სტუმრად შემოსულ წკრიალახმიან „კუკუშკას“ - ბაკურიანის „მაღვიძარას“, რომელიც 1903 წელს დაგეგმეს და ააშენეს ვიწროლიანდიანი რკინიგზის სახით, ევროპელმა სპეციალისტებმა.
მათი ცოდნა, მაღღალი კვალიფიკაცია, მთლიანად გამოვლინდა ამ რკინიგზის მშენებლობის დროს, ვინაიდან ხეობის ურთულეს ლანდშაფტის პირობებში, ტრასის დაკვალვის დაპროექტება, რომლის სიგრძე 30 კმ-ზე მეტია, გამოიყენეს მხოლოდ ერთი, წაღვრის და ცემის შორის მდებარე (უნიკალური რკინის კონსტრუქციით აგებული) ხიდი, მისი ავტორი - ცნობილი ინჟინერი - „ეიფელის კოშკის“ ამშენებელია.
ეს ნამდვილი საოცრება მადლიერმა, ბაკურიანელებმა „გუგულის“ -კუკუშკა-ს სახელწოდებით შერაცხეს.
არქიტექტორმა, კომპოზიტორმა, მომღერალმა - ნუგზარ ერგემლიძემ ამ საოცრებებს მიუძღვნა შესანიშნავი სიმღერა ბაკურიანზე: „თეთრი რელსები“ და სამუდამოდ უკვდავყო ეს სამოთხისებური მხარე.
ამ წლების განმავლობაში ორივე საოცრება ამაყად და გულმოდგინებით „ემსახურებოდა“ და განაგრძობს, ხელშემწყობ განვითარებას სამთო-სათხილამურო სპორტის და მოგზაურობა-დასვენების, ტურიზმის თანაარსებობის, ფერხულში ჩაბმულობას, ბორჯომის ხეობის და მთლიანად საქართველოს სასახელოდ.
დღესაც, თვალყურს ვადევნებ ყველა იმ დადებით, თუ უარყოფით მოვლენას, რომელიც დაკავშირებული არის ბაკურიანის განვითარებასთან ან, თუნდაც, „დაცემასთან“, საუბედუროდ, უნდა ითქვას, რომ ასედაც ხდებოდა.
ავიღოთ, თუნდაც გამოჩენილი რუსი სპორტსმენი - ტრამპლინიდან მხტუნავი სკვორცოვი - ასე თავგამოდებით რომ გაუთქვა, ბაკურიანს, პირველად, სახელი, ტრამპლინიდან, თავისი არწივისებური ნახტომებით.
მერე, წლების შემდეგ, კობა წაქაძემ, ჩემმა უძვირფასესმა ახლობელმა და ნათესავმა, - ნაღდმა ბაკურიანელმა, ასე შესანიშნავად და წარმოუდგენლად „თავგანწირვით“, რომ გააუმჯობესა ლეგენდარული სკვორცოვის, ხტომის სტილი, თავისი „ტორპედოსებური“ ხტომის სტილით, და საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც გახდა, და არა, მხოლოდ.
„თავგანწირვით“, იმიტომ ვთქვი, რომ აბა ვინ გაბედავდა, თუ მთელი ბავშვობის დროინდელი ვარჯიშები, ნამდვილი თხილამურების ნაცვლად, ხელოვნურად, ღობეებისაგან გამოთლილი „ვითომ-თხილამურებით“ - გაატარა თანატოლებთან, - ჩვენთან, ერთად.
გაგვიკვირდა ძალიან, თვალებს ვერ ვუჯერებდით. „როგორ გარდაიქმნა ჩვენი კობა?“ მაგრამ კობამ ეს მოახერხა და გახდა, ყველაზე პირველი და გამოჩენილი ბაკურიანელი!
განა ეს არ იყო, კოხტაგორას დამსახურება და შეტანილი წვლილი, ბაკურიანის და ბაკურიანელების სახელის, დამკვიდრებაში და ამაღლება-უკვდავყოფაში.
ტრამპლინიც, ხომ აქ, მახლობლად, მდებარეობს - არის მისი ორგანული და განუყოფელი ნაწილი.
არა, და, რომელი ერთი, კოხტაგორას ფერდობებზე, დავაჟკაცებული ბაკურიანელი სპორტსმენი, გავიხსენო თქვენთვის? მათი სახელები - ყოველწლიურად მატულობს.
აუცილებლად, უნდა გავიხსენო, ჩემი უსაყვარლესი თანაკლასელი - ლიანა გოგალაძე - მრავალი გზის ჩემპიონი, ქალთა შორის - გიგანტურ სლალომში, რომელიც ძმასთან ერთად, ზამთრის, ყოველ დღეს, მართალია, სკოლის გაკვეთილებზე დაგვიანებით, მაგრამ კოხტაგორას ფერდობიდან, სლალომის ტრასაზე, უკვე ნავარჯიშები, ღაჟღაჟა წითელ-წითელი ლოყებით და გაბრწყინებული, ვალმოხდილი თვალებით, შემოგრიალდებოდა, ხოლმე სასწავლო კლასში, თავისი დიდი, თოვლიანი თხილამურებით და თხილამურების ჯოხებით.
ამის შემდეგ, კლასში, შეიქმნებოდა, ხოლმე - ,„კარნავალისებური“, ჟივილ-ხივილი, ციებ-ცხელება და „ნახევრადსერიოზულობითი“, აკადემიური სწავლება, რაც იყო დამახასიათებელი, პოსტსაბჭოურ, ზოგიერთ, სკოლებისათვის, სასკოლო სწავლების სფეროში.
რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, როდესაც მე, უკვე, მოსკოვში ყოფნაზე და მუშაობაზე, უარი ვთქვი, - საქართველოში გადმოვსახლდი, საცხოვრებლად, დროებით პარალელურ რეჟიმში, ვმუშაოდი ბაკურიანის საშუალო სკოლაში - ხატვა-ფერწერის პედაგოგად, ბოლოჯერ შევხვდი ლიანას. ის ძალიან შეცვლილი იყო, მგონი, „კიბოთი“ იყო დაავადებყლი. რამდენიმე თვის შემდეგ ლიანა გარდაიცვალა, 1999 წ. თავისი ძმის სახლში, - ბაკურიანში.
მინდა ვუსურვო ლიანას - საქართველოს დამსახურებულ მოქალაქეს-სპორტსმენს - „ნათელში ყოფნა“ არ დავიწყება, - სამუდამოდ!