- უნდა დაგარწმუნოთ, რომ თუკი დღეს ორ კაცზე მეტი შეიყრება სადმე, იქ აუცილებლად ახსენებენ თქვენს რომანს, რადგან თქვენ შედევრიდაწერეთ.
რა უნდა მეთქვა. მოულოდნელი არაფერი ყოფილა, სწორედ ის სიტყვა თქვა, რაც უნდა ეთქვა. ნეტა რას ამბობდნენ ასეთ დროს სახელგანთქმულიმწერლები? ან თქვა თუ არა იმან რაიმე ღირსშესანიშნავი? იქნებოდა თუ არა საკმარისი მხოლოდ „ მადლობა “ ?