წინასიტყვაობა
უბრალოდ ვერც მოგიყვები. შეგრძნების დონეზე იყო. არა, შეგრძნებაზე მეტი, იმიტომ რომ სიტყვა დამამახსოვრდა, კონკრეტული სიტყვაც არა – შინაარსი, რომელიც რაღაც მდგომარეობას გამოხატავს... მაგრამ სახე მახსოვს. არ შეგეშინდეს... დედაჩემს მოვუყევი და წყალს გაატანეო. პირდაუბანელზე უნდა მოუყვე წყალს თუ რაღაც. ცივი წყლით. მეთქი, უკვე დავიბანე. კბილები გაიხეხე? – მეკითხება. მეთქი, კი, რა მნიშვნელობა აქვს...
ბოლოს როდის იყავი მაგის გვერდზე?
მე ერთი კვირის წინ. და დღეს.
მივწერე: ნეტა სად ხარ თუ რაღაც... და სამი ცალი გული... ფოტო მოვუწონე – ნაძვები და ტბა რომ უდევს, ეგ. ვისი ფოტოა, არ ვიცი. თვითონ გადაიღო? ერთი წლის წინანდელია. მერე ჩამოვყევი და like-like-like-like – ყველა ფოტოზე. არ დამიხედავს, ისე. საყვარელი.