წინათქმა მოჩვენებები ბრიტანეთის ეროვნული კულტურის ნაწილია და იგი ამ "სტატუსს" განსაკუთრებულად მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და უპოპულარულეს ინგლისელ მწერალს, ჩარლზ დიკენსს უნდა უმადლოდეს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ "ბრიტანელი მოჩვენებები" შობის დღესასწაულზე ლამის იუბილარებად გრძნობენ თავს...
XIX საუკუნის დიდი კლასიკოსი ჩარლზ დიკენსი 1812 წლის 7 თებერვალს დაიბადა. მას მამისგან მემკვიდრეობით მდიდარი წარმოსახვა და სიტყვის საუკეთესოდ ფლობის უნარი ერგო, დედისგან კი – პასუხისმგებლობისა და მოვალეობის უდიდესი გრძნობა.
ჩარლზ დიკენსს ინგლისელების საყოველთაო შთამაგონებელს უწოდებდნენ უმაღლესი მიზნების მისაღწევად; მის ნაშრომებს თავისუფლების ჰიმნად აღიქვამდნენ; მიაჩნდათ, რომ მისი "გონებამახვილობით გაჯერებული პროზა" დიდ ზეგავლენას ახდენდა ეროვნულ თვითმყოფადობასა და აზროვნებაზე, რაც მსოფლიოში "ინგლისურ იუმორად" არის ცნობილი.
"პიკვიკის კლუბის ჩანაწერების", "ოლივერ ტვისტის", "ნიკოლას ნიკლბის", "დევიდ კოპერფილდის", "დიდი იმედებისა" და კიდევ ძალიან ბევრი შესანიშნავი ნაწარმოების ავტორს, თურმე, უცნაურობებიც ახასიათებდა: ხშირად უნებლიეთ ტრანსში ვარდებოდა, ხილვები ეწყებოდა და დროდადრო "დეჟა ვუსაც" კი განიცდიდა.
ჟურნალ The Fortnightly Review-ს მთავარი რედაქტორის, ჯორჯ ჰენრი ლუისის მონათხრობით, დიკენსს თავად უთქვამს მისთვის, დასაწერად მოფიქრებული ყოველი სიტყვა ქაღალდზე გადატანამდე მკაფიოდ მესმის, ხოლო წერისას ჩემი ნაწარმოების გმირები მუდამ გვერდით მყავს და ვურთიერთობ კიდეც მათთანო...
1843 წელს დიკენსმა გამოსცა რომანი "საშობაო სიმღერა პროზად. წმინდა ამბავი მოჩვენებებით", რომელიც ლამის მწერლის უპოპულარულეს ნაწარმოებადაც იქცა, ხოლო მისი გმირი – უგულო, ძუნწი სკრუჯი, რომელსაც შობის ღამეს მოჩვენებები ეწვივნენ, სამუდამოდ დარჩა მსგავსი ბუნების ადამიანის საზოგადო ეპითეტად. სამყარო იცვლება, თაობები მიდიან და მოდიან, მაგრამ ინგლისელები, და არა მხოლოდ ისინი, ასაკის მიუხედავად, საშობაო დღეებში იხსენებენ, კითხულობენ, უსმენენ ამ რომანს და უყურებენ მის ეკრანიზაციებს. ამ ნაწარმოებით დიკენსმა ფასდაუ6 წინათქმა დებელი წვლილი შეიტანა ლიტერატურის იმ სფეროს განვითარებაში, რომელიც ზებუნებრივ ამბებს მოგვითხრობს და, ამასთან ერთად, ოსტატურად დაუკავშირა იგი საშობაო დღესასწაულებს. დროთა განმავლობაში ეს ურთიერთკავშირი დიკენსის პროზისთვის ტრადიციულადაც კი იქცა და ყოველწლიურად, დეკემბრის დღეებში მწერალი თავისი ჟურნალების – Household Words (1850- 1859) და All the Year Round (1859-1870) სპეციალურ ნომრებს შობას უძღვნიდა ხოლმე. სწორედ ამ ჟურნალების ფურცლებზე იხილა დღის სინათლე მისტიკის ჟანრის მიმდევარი, საყოველთაოდ ცნობილი ავტორების – ელიზაბეთ ჰასკელის, უილკი კოლინზისა და სხვათა პირველმა ნაწარმოებებმა.
დიკენსს ყველაფერი აინტერესებდა, რაც ზებუნებრივ მოვლენებთან ასოცირდებოდა და ეს ინტერესი ადრეული ბავშვობიდან მოსდევდა. ამბობენ, მის ძიძას, თინეიჯერ გოგონას საშინელი ამბების შეთხზვისა და მოყოლის უბადლო ნიჭი ჰქონდაო; შესანიშნავი მთხრობელი ყოფილა მწერლის ბებიაც, ხოლო თავად დიკენსმა, კითხვის შესწავლისთანავე საოჯახო ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა უამრავი წიგნი, რომელიც სწორედ მისტიკის სფეროთი დაინტერესების ჟინს უღვივებდა. მწერალი ამ ჟანრს არაერთხელ მიუბრუნდა რომანებსა და მოთხრობებში, სადაც "მოჩვენებებით დახუნძლულ" ბევრ ეპიზოდს შეხვდებით. 1859 წელს მან ჟურნალ All the Year Round-ის სპეციალური ნომერი გამოსცა, სახელად "აჩრდილებიანი სახლი" უწოდა და მასში ე.წ. გამჭოლ სიუჟეტად გააერთიანა მოჩვენებების ციკლის მოთხრობები. ამ მოთხრობებიდან დიკენსის კალამს მხოლოდ შესავალი და დასკვნითი თავი – "მასტერ ბი-ს ოთახი" ეკუთვნის, დანარჩენი კი მისტიკის ჟანრის მიმდევარი რამდენიმე ახალბედა მწერლის ნამუშევარია.
"აჩრდილებიან სახლში" მთხრობელი გვიამბობს ტრადიციული ინგლისური სოფლის ერთ ძველ სახლზე, სადაც, გადმოცემით, აჩრდილები ბინადრობენ; სადაც ერთი ღამის გათევასაც კი ვერავინ რისკავს და რომელსაც, მიუხედავად საყოველთაო მითქმა-მოთქმისა და შიშისა, იგი ექვსი თვით ქირაობს. მას არ სჯერა აჩრდილების არსებობის და პირიქით – სწორედ იქაური იდუმალება უღვიძებს იმ სახლში ცხოვრების ინტერესსა და ჟინს. აჩრდილებთან დაკავ- შირებული მითის გასაქარწყლებლად მთხრობელი თანმხლებ შვიდ მეგობარს სახლის შვიდ ოთახში აბინავებს და, შესაბამისად, თითო თავში თითო ოთახის ამბავს ვისმენთ. მერვე თავი კი წიგნის ერთგვარი დასკვნაა. მოგვიანებით ჩარლზ დიკენსმა ამ კრებულიდან წინათქმა სწორედ საკუთარი ნაშრომი გამოაცალკევა, შემდეგ გააერთიანა და იმავე სათაურით – "აჩრდილებიანი სახლი" ორ თავად გამოსცა.
ჩვენს ორენოვან სერიაში მოთხრობების სწორედ მეორე, ავტორისეულ ვარიანტს გთავაზობთ. მასში მკითხველი უთუოდ შენიშნავს ფაქტებისა და სტილის შეუთავსებლობას, რაც პირველი ვერსიის შემოკლებითაა გამოწვეული. თუმცა ეს სულაც არ ქმნის უხერხულობას, პირიქით – თითქოს უკეთ გამოკვეთს დიკენსის სტილს, რომელიც იოტისოდენადაც არ ჰგავს სხვა მწერლებისას...
ჩარლზ დიკენსი არა მარტო XIX საუკუნის პირველი მწერალი გახდა, რომელიც თავისი ლიტერატურული ნამუშევრებიდან შემოსული მოგებით ცხოვრობდა, არამედ თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. სადღესასწაულო ვახშმებსა და მკითხველებთან შეხვედრებისას მას ხალხის მასები ეგებებოდა, ერთხელ კი, ამერიკაში, 1842 წლის 6-თვიანი ტურნეს დროს თაყვანისმცემლებმა მისი ქურთუკი დახიეს და