წინათქმა (მოთხრობები და ლიმერიკები, ანუ ორი წიგნი ერთში)
კრებულში, ფაქტობრივად, ორი წიგნია, ბოლო ხანს დაწერილი მოთხრობებისა და ლიმერიკების. ამ ორ წიგნს სახელწოდების გარდა რა აერთიანებს?
ალბათ, განწყობა: ფანტასტიკური-აბსურდულ-იუმორისტული. საქმე ისაა, რომ იმას, რასაც ვწერ, მთლად სერიოზულად ვერ ვუყურებ. სინამდვილეში ეს ყველაფერი ერთგვარი თამაშია. მაშ, გაიღიმეთ, მეგობრებო!