გამომცემლისაგან ზველი ბერძნული პაროდიული ეპოსი „ბაყაყებისა და თაგვების ომი“
პირველად ქვეყნდება ქართულ ენაზე. მოცემული თარგმანი არის კიდევ ერთი მცდელობა, ჩვენი აზრით, წარმატებული, ძველი ბერძნული ეპიკური საზომის – დაქტილური ჰექსამეტრის თვრამეტმარცვლიანი ლექსით გადმოღებისა.
ეს პატარა წიგნი კიდევ ერთხელ შეახსენებს მკითხველს: სერიოზულიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია. საკმარისია სმენა გავიმახვილოთ და კეთილშობილური ირონიით აღვიჭურვოთ, რომ მავანთა რიხიანი და პომპეზური საუბარი უმალ უსაგნო ყიყინად ან საწყალობელ წრუწუნად ჩაგვესმას...
ლაშა ბერაია