I ნაწილი - წინასიტყვაობა ლიტერატურა, ისევე როგორც კულინარია, ინგრედიენტების სწორად შეხამებას, გაბედულებას და ფანტაზიას ემყარება.
თუ თქვენ, ლიტერატურული გურმანი ხართ, ან პირიქით, გურმანი ლიტერატორი, ვფიქრობთ, საინტერესო კულინარიულ მოგზაურობას დაგეგმავთ ამ პატარა წიგნთან ერთად, გაიხსენებთ საყვარელი წიგნების გემოსა და სუნს, მოამზადებთ გენიოსი მზარეულების რეცეპტების მიხედვით, კიდევ ერთხელ ისიამოვნებთ სიტყვის გემოებით და გემოების სიტყვაში გადმოტანის ხელოვნებით.
კარგ მადას გისურვებთ
სტატიების ნაწილი იბეჭდებოდა ჟურნალ „ ცხელი შოკოლადის “ ბლოგზე, აგრეთვე, რამდენიმე სტატია ამოღებულია წიგნიდან „ პირადი კულინარია “ , ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013წ.)