„ლედი ჩატერლეის საყვარელი“ - აკრძალული რომანის ისტორია
„ლედი ჩატერლეის საყვარელი“ დევიდ ლოურენსის გახმაურებული რომანია, რომელიც პირველად 1928 წელს გამოქვეყნდა და მის გამოცემას დიდი სკანდალი მოჰყვა, სექსუალური სცენების გამო ბევრ ქვეყანაში აკრძალულიც კი იყო. თუმცა მოგვიანებით რომანს ასე ვთქვათ, რეაბილიტაცია შეეხო, შემდგომში კი არაერთხელ მოხდა მისი ეკრანიზება.