ეპიგრაფი ხოლო მე გეუბნებით თქვენ:
ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს,
უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში
(მათე, 5:28)
უთხრეს მას მოწაფეებმა:
თუ კაცს ამდენი რამ მართებს
ცოლის მიმართ, უმჯობესია
სულაც არ შეირთოს.
ხოლო იესომ პასუხად თქვა:
ყველას როდი შეუძლია ამ სიტყვის წვდომა,
არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც მიეცა.
ვინაიდან არიან საჭურისნი,
რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ;
არიან საჭურისნი, რომელნიც
კაცთაგან დასაჭურისდნენ;
და არიან საჭურისნი,
რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი
ცათა სასუფევლის გულისთვის.
ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს.
(მათე, 19:10-12)